пятница, 7 декабря 2018 г.




არმაზის ბილინგვა როგორც ისტორიული წყარო

სასწავლო რესურსი

წაიკითხე არმაზში აღმოჩენილი ქვის სტელაზე (‘‘არმაზის ბილინგვა’’) ახ.. II საუკუნეში შესრულებული ორენოვანი (ბერძნულ-არამეული) წარწერის თარგმანი (იხ.ქვემოთ).

წარწერის საფუძველზე: ) შეავსე ცხრილი, ) მიუთითე, თითოეულ თანამდებობის პირი სამხედრო სფეროში საქმიანობს თუ სამოქალაქოში.


წარწერაში მოხსენიებული ისტორიული პირი

    მისი სახელი
მისი თანამდებობა ქართლის (იბერიის) მეფის კარზე
მეფე, რომლის დროსაც იგი მოღვაწეობდა
სერაფიტის მამა



სერაფიტის მეუღლე



სერაფიტის მეუღლის მამა





არმაზის ბილინგვაში მოხსენიებული მეფე არის ფარსმან II ქველი. გაიხსენე ამ მეფის მოღვაწეობის მნიშვნელოვანი მოვლენები.
ფარსმან II პართიის სამეფოს წინააღმდეგ იბრძოდა. როდესაც პართიელები ძალით ვერაფერს გახდნენ, მოისყიდეს მეფის მზარეული, რომელმაც ფარსმანი მოწამლა. ფარსმანის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ავიდა ქსეფარნუგი.
როგორი იყო ქართლის სამეფო ქსეფანურგის დროს? პასუხი ამოარჩიე ჩამონათვლილთაგან : ) პართიის მიერ დაპყრობილი, ) სუსტი და დიდ სახელმწიფოებზე დამოკიდებული, ) ძლიერი სამეფო, რომელიც დამოუკიდებელ პოლიტიკას აწარმოებდა, ) რომის იმპერიის ნაწილი.




 არმაზის ბილინგვის’’ თარგმანი:

‘‘მე ვარ სერაფიტი, ასული ზევახისა, ფარსმან მეფის ერისთავისა, მეუღლე იოდმანგანისა - ძლევვამოსილისა და მრავალი გამარჯვების მომპოვებელი მხედართმთავარისა ქსეფარნუგ მეფისა - ძისა აგრიფა ეზოსმოძღვრისა ფარსმან მეფისა. ვაება ვაებისა. ის, ვინც იყო ახალგაზრდა და იმდენად კეთილი და მშვენიერი, რომ არავინ იყო მისი მსგავსი სილამაზით, გარდაიცვალა 21 წლისა’’.

შენიშვნა: ეზოსმოძღვარი ერთ-ერთი მაღალი სამოხელეო თანამდებობა იყო. ეს პირი სათავეში ედგა სამეფო ადმინისტრაციას (‘‘ეზო’’ სამეფო კარის მნიშნელობით გამოიყენება), განაგებდა სახელმწიფო შემოსავალს, ხელმძღვანელობდა სახელმწიფო გადასახადების აკრეფას, სათავეში ედგა სამეფო მეურნეობას. მას, როგორც ქართლის სამეფოს ყველა სხვა დიდ მოხელეს, ევალებოდა ლაშქრობაში მონაწილეობაც და საჭიროების შემთხვევაში ხელმძღვანელობდა სამეფო მამულიდან გამოყვანილ ჯარს.





3 комментария:

  1. ცხრილებით ტესტის გაკეთება საინტერესოა და ხელს შეუწყობს მოსწავლეებში დაინტერესებას.
    წყაროებზე მუშაობა გამოცდილებას მისცემს მოსწავლეთეებს.

    ОтветитьУдалить
  2. ყოველთვის მაოცებდა სერაფიტას სამყარო, ძალიან საინტერესოა, მომეწონა

    ОтветитьУдалить
  3. საინტერესოდაა თემები წარმოდგენილი. მადლობა დეა, ჩემ სადამრიგებლო კლასში ასეთი საინტერესო გაკვეთილებისთვის და იმისთვის, რომ ბავშვებს საქართველოს ისტორია ძალიან შეაყვარე.

    ОтветитьУдалить