დამხმარე მასალა ისტორიის მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის
შიმშილობა და ეპიდემიები შუა საუკუნეების ევროპაში
შუა საუკუნეებში მოსახლეობის რაოდენობაზე
დიდ ზეგავლენას ახდენდა უსასრულო შიმშილობები და ეპიდემიები. მოუსავლიანი წლები იწვევდა ფასების ზრდას, ფასების ზრდა შიმშილობას,
შიმშილობა ასუსტებდა ორგანიზმს და წინააღმდეგობას
ვეღარ უწევდა დავადებებს. შიმშილობა დასავლეთ ევროპაში იყო ბიოლოგიური რეჟიმის ელემენტი და მოისპო მხოლოდ საუკუნეში, როცა აქ სასოფლო სამეურნეო კულტურები
ამერიკის კონტინენტიდან შემოვიდაშავი ჭირის პანდემიის დაწყების ადგილი-გომის უდაბნო |
შავი ჭირის მსხვერპლთა დაკრძალვა ტურნეში. XIV საუკუნეში |
შუა საუკუნეებში არსებულ დაავადებათა ისტორიის შესწავლა საკმაოდ რთულია; ჯერ ერთი, დავადებები დროთა განმავლობაში
განიცდიან სახეცვლილებას, მეორე, თანამედროვე დავადებების იდენტიფიცირება შუა საუკუნეებში
აღწერილებთან ყოველთვის არ შეიძლება, მესამე
, არაა სათანადო წყაროები , მეოთხე , შუა საუკუნეებში მრავალ დავადებას ერთნაირი სახელით მოიხსენიებდნენ. ყველაზე
საშიში და საშინელი დავადება
შუა საუკუნეებში იყო შავი ჭირი, რომელიც ევროპაში ცნობილია VI წ.40 -იანი
წლებიან, როცა ის ეთიოპიიდან გავრცელდა
ევროპაში და კონსტანტინოპოლში, მაგალითად,
მოსახლეობა გაანახევრა. ადრეულ შუა საუკუნეებში შავი ჭირის
გარდა მომაკვდინებელ საფრთხეს
წარმოადგენდა ტიფი, ქოლერა და მალარია
, მაგრამ ყველაზე საშინელი სოციალური შედეგები დასავლეთ
ევროპისათვის ჰქონდა შავი ჭირის
ანუ „შავი სიკვდილის“ ეპიდემიას . სავარაუდოა,
რომ იგი ევროპაში შემოტანილი
იქნა ჯერ კიდევ XI საუკუნეში, ხოლო XIV საუკუნის
შემდეგ იგი დასავლეთ ევროპის ხალხების
ისეთივე თანამგზავრი გახდა , როგორც შიმშილი.
რაიმე ქმედითი საშუალება ამ დაავადების საწინააღმდეგოდ იმ დროს დასავლეთ
ევროპაში არ არსებობდა . ჩვეულებრივ ატარებდნენ
საკარანტინო ღონისძიებებს, არაეფექტურ
დიზინფექციას , ავადმყოფების იზოლაციას, მაგრამ
ეს საქმეს არ შველოდა, ვისაც შეეძლო ის გარბოდა
იმ ქალაქიდან , სადაც ეპიდემიამ იფეთქა. მეცნიერები
თვლიან , რომ დასავლეთ ევროპის
მოსახლეობა ყველაზე მეტად XIV საუკუნეში , შემცირდა მინიმუმ
ორმოცი პროცენტით . ეს დამანგრევლად მოქმედებდა
საზოგადოების სოციალურ სტრუქტურაზე.
მეორე, ფართოდ
გავრცელებული დავადება იყო ყვავილი , რომლითაც შუა საუკუნეებში დავადებული იყო მოსახლეობის
95%, მაგრამ ყვავილი არ იყო შავი ჭირივით საშიში
(კვდებოდა დავადებულთაგან ყოველი მეშვიდე კაცი)
შავი ჭირის გავრცელება ევროპაში 1347-1353 წლებში |
რწყილი, შავი ჭირის მთავარი გადამტანი |
მედიცინის ისტორიკოსები თვლიან , რომ მეტწილ დავადებებს თავისი ისტორია გააჩნიათ, რომ მათი ვირულენტობა( გადამდებ სნეულებათა
გამომწვევი მიკრობების თვისებათა ერთობლიობა) დამოკიდებულია დაავადების გამომწვევი მიკრობების
მუტაციაზე. ამიტომ დავადებები ხან ჩნდებიან და ხან ძლიერდებიან, ხან სუსტდება
და ხანაც ქრებიან. მაგალითად , კეთრი XIV –XV სს-ში მკაცრი იზოლაციით იქნა დამარცხებული. რაც შეეხება
ტუბერკულოზს, რომელიც ევროპაში ნეოლოთის პერიოდიდან არის ცნობილი,
მაგრამ სუსტი ვირულენტური ფორმით,
XVIII საუკუნიდან ძალიან საშიში
ხდება და ეს დღემდე გრძელდება
ნიკოლა პუსენი. „ შავი ჭირი აშდოდში“ |
ადრეულ შუა საუკუნეებში
მამაკაცების სიცოცხლის ხანგრძლივობა
შეადგენდა არა უმეტეს 40-45 წელს ,
ხოლო ქალების სიცოცხლის
ხანგრძლივობა -35 წელი იყო, რაც გამოწვეული
იყო ადრეული გათხოვებით, მშობიარობებს შორის მცირე ინტერვალით, ანტისანიტაარიით. გარდა ამისა , არის მონაცემები, რომ ამ დროს , ახალშობილ გოგონებს სპეციალურად თუ არ კლავდნენ, ნაკლები ენთუზიაზმით უვლიდნენ , ე.ი. ბავშვთა ასაკში გოგონები
ბიჭებზე უფრო ხშირად კვდებოდნენ.
მიუხედავად იმისა , რომ იმ პერიოდში
შობადობა დიდი იყო, ოჯახები მაინც პატარებად
ითვლებოდა, რადგან ბავშვების უმრავლესობა ცუდი კვების, მოუვლელობის, შიმშილისა და
ავადმყოფობებისაგან 8 წლის ასაკამდე
იღუპებოდა.
მოსახლეობის მატება X ს-ის შემდეგ აისახება
შემდეგი მიზეზებით: შიდა კოლონიზაცია,
სოციალურ-პოლიტიკური სტაბილიზაცია, ვაჭრობის
ინტენსიფიკაციასთან, კვების გაუმჯობესებასთან. ამგვარად, მოსახლეობის რაოდენობის
ზრდას ხელს უწყობდა ეკონომიკური და პოლიტიკური წარმოების ყველა მექანიზმი.
პიტერ ბრეიგელ-უფროსი. „სიკვდილის ტრიუმფი“, |
ეს სტატია საინტერესოა ყველა საგნის მასწავლებლებისთვის.
ОтветитьУдалитьსაინტერესო სტატია. საგნის სწავლებას და შემეცნებას ხელს შეუწყობს
ОтветитьУдалитьთემა საინტერესოა ზოგადად ყველა ასაკისთვის და ჩემთვისაც ბევრი რამ იყო ახალი
ОтветитьУдалить