სავარჯიშო
დამხმარე აქტივობა მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის-VIIკლასი
მხატრული ლიტერატურა , როგორც ისტორიული
წყარო
ქვემოთ მოყვანილია ნაწყვეტი XII საუკუნის რომანიდან „ტრისტანი და იზოლდა“. გაეცანი მას, შემდეგ
უპასუხე კითხვებს
„...შვიდი წლის ტრისტანი ჩინებულ ცხეცხენოსანს , გორნევენს მიაბარეს. მან
შეასწავლა ტრისტანს შუბის, ხმლის, ფარისა და
მშვილდ-ისარის გამოყენება; ქვის დისკების
სროლა, ფართო წყლიანი თხრილების გადალახვა.
ტრისტანმა მისი წყალობით შეიძულა ტყუილი და ღალატი, ისწავლა სუსტების დაცვა. გარდა
ამისა , სწრაფად აითვისა სიმღერა, არფაზე დაკვრა და ძაღლების ხელმძღვანელობა ნადირობის
დროს“
1.ტექსტში წითელი ხაზი გაუსვი საომარ მომზადებასთან დაკავშირებულ
სიტყვებს;
2.ტექსტში ცისფრად გახაზე რაინდის მორალურ აღზრდასთან
დაკავშირებული სიტყვები;
3.ტექსტში ყვითელი ხაზით გამოყავი შემოქმედებით აღზრდასთან დაკავშირებული სიტყვები;
.რა სფეროს მიეკუთვნებოდა რაინდობა?
5.რა ასაკში დაიწყო ტრისტანის რაინდად მომზადება?
ასეთი ტესტები უფრო საინტერესოს ხდის საგნის სწავლებას და ხელს უწყობს ბავშვის აზროვნების ჩამოყალიბებას!
ОтветитьУдалитьდეა საინტერესო აქტივობაა!
ОтветитьУдалитьჩემთვის ძალიან საინტერესო და საჭირო აქტივობაა, ლიტერატურა და ისტორია ერთმანეთთამ მჭიდროდ დაკავშირებული საგნებია!
ОтветитьУдалитьსაინტერესო თემა და შესაბამისად საინტერესოდ შედგენილი ტესტია. ამ შემთხვევაში ლიტერატუტული ტექსტი დაეხმარება მოსწავლეებს მოცემული საკითხის ღრმად გაანალიძებაში . ვფიქრობ, ფილოლოგებიც გამოვიყენებთ ამ ტესტებს.
ОтветитьУдалитьლიტერატურა და ისტორია გადაჯაჭვულია ერთმანეთზე და ყოველთვის საინტერესოა, რა საფუძველი უდევს ლიტერატურულ ნაწარმოებს ან.. ისტორიული მოვლენა და ფაქტი როგორ გარდაისახება ლიტერატურულ შედევრად...
ОтветитьУдалить