ვარდების
ომი 1455-1485წწ
იორკებისა და ლანკასტერების გვარის გენეალოგია ,პლანტაგენეტის
გვარის წარმომადგენლის, ედუარდ მესამის ვაჟებიდან მომდინარეობს
1455 წელს ინგლისის სამეფო ორ განშტოებას შორის სასტიკი ბრძოლა გაჩაღდა. ერთმანეთს ებრძოდნენ ლანკასტერები
და იორკები. მათი ბრზოლა ცნობილი გახდა , როგორც ვარდების ომი, ვინაიდან ორივე მხარის
საგვარეულო გერბზე ვარდი იყო გამოსახული
ლანკასტერების დასუსტება: მეფე
ჰენრი VI ლანკასტერების ოჯახიდან იყო, მაგრამ , მამისა და პაპისგან განსხვავებით,
დიდი მებრძოლის ნიჭით არ გამოირჩეოდა. მან ვერც ასწლიან ომში ფრანგებთან დამარცხების თავიდან აცილება მოახერხა და ვერც დიდებულების
დამორჩილება. ამასთან , ჰენრი პერიოდულად შეშლილობის შეტევებს განიცდიდა.
ბრძოლა იწყება: 1454
წელს პარლამენტმა იორკის ჰერცოგ რიჩარდს მეფე
ჰენრის სახელით ქვეყნის მართვის უფლება მისცა.
მომდევნო წელს დიდებულთა ჯგუფმა, ჰენრის მეუღლის მეთაურობით, რიჩარდის მორჩილებაზე
უარი განაცხადა. იორკებმა და ლანკასტერებმა
თავიანთი მომხრეები შეკრიბეს და დაიწყო ბძოლა.
მარგარიტა ანჟუელი ვალუა-ანჟუს დინასტიის წარმომადგენელი. ინგლისის ორგზის დედოფალი 1445-1461 და 1470-1471 წლებში როგორც ჰენრი VI-ის მეუღლე.
იყო ინგლისში მიმდინარე დინასტიათა შორის გამართული ბრძოლის, ე.წ. ვარდების ომის მონაწილე და
ზოგჯერ თავადაც ხელმძღვანელობდა ლანკასტერების არმიას. მისი
ქმრის შეურაცხადობისა და გონება სუსტობის გამო
ქვეყანას მთლიანად მარგარიტა მართავდა. 1455 წლის მაისში მან
სამეფო საბჭოში დაიბარა იორკის მეამბოხე ჰერცოგი და
თავი მოჰკვეთა, რამაც გამოიწვია იორკების ამბოხება და
ვარდების ომის დაწყება, რამაც 30 წელზე მეტ
ხანს გასტანა.
რამდენიმე ბრძოლის შემდეგ
ჰენრი VI შოტლანდიაში გაიქცა და რიჩარდ იორკის ვაჟი ედუარი ინგლისის
სამეფო ტახტზე ავიდა. ედუარდ IV-მ 22 წელი
იმეფა, მაგრამ მეფობის პირველი ათი
წელი ლანკასტერებს ებრძოდა.
უორვიკ „მეფის დამხმარე“ : გრაფი უორვიკი თავის ბიძაშვილს , ედუარდ IV-ს სამეფო
ტახტზე ასვლაში დაეხმარა, მაგრამ მოგვიანებით ჰენრი VI-ს დაუჭირა მხარი, როდესაც
ეს უკანასკნელი ტახტის დაბრუნებას შეეცადა. უორვიკს „მეფის დამხმარე“ უწოდეს.
1461 წელს ედუარდ IV იორკელმა ტახტიდან ჩამოაგდო ჰენრი VI, ტყვედ აიყვანა იგი,
ხოლო მარგარიტა თავის ვაჟთან ერთად ქვეყნიდან გაიქცა. 1470 წელს მარგარიტა ინგლისში დაბრუნდა და
ედუარდი ტახტიდან ჩამოაგდო, რის
შემდეგაც კვლავ ჰენრი გაამეფა, სულ
რამდენიმე თვეში კვლავ ედუარდი ავიდა ტახტზე. სწორედ ამ
ბრძოლისას, 1471 წელს მოკლეს მარგარიტას ერთადერთი შვილი. ბრძოლაში დამარცხებული მარგარიტა იორკებმა ტყვედ აიყვანეს.
რიჩარდ III:
ედუარდ მეოთხე გარდაიცვალა, მისი ვაჟი ედუარდი,
მხოლოდ 12 წლის იყო. სანამ ის ტახტზე ავიდოდა, მისმა ბიძამ, რიჩარდ გლოსტერმა, თავი
მეფედ გამოაცხადა. მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედა და მალე ის რიჩარდ
III-ედ აკურთხეს.
უფლისწულები ედუარდი და რიჩარდ
უფლისწულები ტაუერში: რიჩარდის
ბრძანებით, პატარა ედუარდი და მისი ძმა ლონდონის ტაუერში უნდა ყოფილიყვნენ. ამის შემდეგ უფლისწულები არავის უნახავს, ხალხი თვლიდა,
რომ ისინი რიჩარდის ბრძანებით მოკლეს.
რიჩარდ III-ის დასასრული : ლანკასტერებს მტკიცედ ჰქონდათ
გადაწყვეტილი მეფე რიჩარდის თავიდან მოშორება. ახალ მეფედ მათ ჰენრი თიუდორი, ლანკასტერის
ოჯახის წარმომადგენელი აირჩიეს. 1485 წელს
ჰენრიმ ინგლისს საფრანგეთიდან შეუტია. ჰენრი მეფე რიჩარდს ბოსვორთის ველზე შეებრძოლა
და გაიმარჯვა. რიჩარდი შეიპყრეს და მოკლეს
პირველი თიუდორი: ჰენრი
თიუდორი ინგლისის მეფედ , ჰენრი VII-ს
სახელით აკურთხეს. ედუარდ IV-ის
ქალიშვილზე , ელისაბედ იორკზე ქორწინებით ჰენრიმ ლანკასტერებისა და იორკების ოჯახები
შეარიგა. ვარდების ომი დასრულდა, ხოლო თიუდორები ინგლისს 1603 წლამდე მართავდნენ.
საინტერესო რესურსია ამ თემის ირგვლივ, როგორც მასწავლებლისთვის ისე მოსწავლისთვის
ОтветитьУдалитьმასწავლებელი ძალიან საინტერესოდ მიმოიხილავს საკითხს ,მასალასთან დაკავშირებული ფოტოებიც კარგია
ОтветитьУдалитьმასალა საინტერესოდ არის მოწოდებული, ბევრად მეტი გავიგე ამ თემის ირგვლიც
ОтветитьУдалитьძალიან საინტერესოდ არის მოწოდებული მასალა
ОтветитьУдалитьსაინტერესესო ინფორმაციები მოსწავლეთა შემეცნებას შეუწყობს ხელს.
ОтветитьУдалить