ე ტ რ უ ს კ ე ბ ი
ეტრუსკები ჩრდილო-დასავლეთ იტალიაში ცხოვრობდნენ. ამ ნიჭიერმა ხალხმა შეითვისა ელინთა დიდი ცივილიზაცია, მათი დამწერლობაც ძველი ბერძნულიდან იღებს სათავეს. ეტრუსკთა წარმომავლობა დღესაც ბურუსით არის მოცული, ძველ ბერძენ ისტორიკოსთა გადმოცემით, ისინი მცირე აზიიდან მოვიდნენ. დღეს მეცნიერთა დიდი ნაწილს მიაჩნია, რომ სავსებით შესაძლებელია ისინი ტროელი კოლონისტების შთამომავლები ყოფილიყვნენ.
ენეოსი გარბის ალმოდებულ ტროადან
ეტრუსკებმა შექმნეს თვითმყოფადი კულტურა, რომელიც კაცობრიობას დღესაც აკვირვებს. დიდი გავლენა მოახდინეს მეზობელ ხალხებზე, მათ შორის რომაელებსა და ფრანგებზე. ფრანგებს ეტრუსკებმა ასწავლეს ღვინის დაყენება, რომაელებს
- გზების დაგება-მშენებლობა, დანარჩენ ევროპას - წერის ხელოვნება. ეტრუსკული კულტურა აყვავდა ძვ.წ. 900-500 წლებში. შემდეგ ისინი ნელ-ნელა შთანთქეს რომაელებმა...
ეტრუსკული ქიმერა
რომმა ბევრი რამ აიღო ეტრუსკებისგან - დამწერლობა
(ლათინური ანბანი სათავეს ძველ ბერძნულიდან და ეტრუსკულიდან იღებს) გლადიატორების ბრძოლა, სპორტული თამაშობანი, თეატრალური სანახაობები, მკითხაობის ხელოვნება, სენატორების ტოგა
ომის შემდეგ მდიდრული ტრიუმფის გადახდა, კანონები..
რომის მეფე ნუმა პომპილიუსი, რომელმაც შექმნა პირველი კანონები რომაელთათვის
.
დღეს დაახლოებით 50 ეტრუსკული სიტყვაა გაშიფრული. მათ შორის არის ის სიტყვები, რომელიც ევროპულ ენებში გაიფანტა - გლადიატორი, ტრიუმფი, არენა... მდიდრულად ჩაცმაც კი რომაელებმა ეტრუსკებისგან ისწავლეს. ეტრუსკულ ფერწერაში არის ფრაგმენტები, სადაც ჩანს, რომ მონასაც კი, რომელიც პატრონს აცმევს, კარგად აცვია.
დღეს დაახლოებით 50 ეტრუსკული სიტყვაა გაშიფრული. მათ შორის არის ის სიტყვები, რომელიც ევროპულ ენებში გაიფანტა - გლადიატორი, ტრიუმფი, არენა... მდიდრულად ჩაცმაც კი რომაელებმა ეტრუსკებისგან ისწავლეს. ეტრუსკულ ფერწერაში არის ფრაგმენტები, სადაც ჩანს, რომ მონასაც კი, რომელიც პატრონს აცმევს, კარგად აცვია.
ეტრუსკული სამკაული
სწორედ ეტრუსკებმა შექმნეს იტალიის ტერიტორიაზე პირველი ქალაქები. დღესაც გვანცვიფრებს სინატიფით ეტრუსკული სამკაულები, ლარნაკები, ბრინჯაოს სარკეები, სპილოს ძვლის ნაკეთობანი. ეტრუსკებს დაისი მალევე, ჩვ. წ.–მდე VI საუკუნის მიწურულისთვის დაუდგათ. უპირველესი მიზეზი ის იყო, რომ ეტრუსკთა ქალაქ–სახელმწიფოები ერთიან ცენტრალიზებულ სახელმწიფოდ ვერ იქცა. ამას დაერთო ბერძენთა წინააღმდეგ წარუმატებელი ლაშქრობები (ჩვ. წ–მდე 524 და 474 წწ.) და რომაელთა აჯანყება (ტარკვინიუსების რომიდან განდევნა, ჩვ. წ–მდე 509 წ.)
სირაკუზელებთან დამარცხებამ კი საბოლოოდ დასცა ეტრუსკთა ძლიერება. მათ ტერიტორიებს დაეუფლნენ სამნიტები. ეტრუსკთა ჩრდილოეთ იტალიის ტერიტორიები კი კელტების ხელში გადავიდა.
ეტრუსკული აკლდამა
ჩვ. წ.–მდე III საუკუნის შუა წლებისთვის ხანგრძლივი ომებით რომმა საბოლოოდ გატეხა ეტრუსკები, თუმცა ამ ქვეყნის კულტურის გავლენა კიდევ დიდხანს გაჰყვა ლათინურ ლექსიკას, რომის რელიგიასა და ხელოვნებას
ეტრუსკების ისტორია იმგვარი საიდუმლოებით არის მოცული, რომ ფარდის ახდა ეტრუსკული ანბანის გაუშიფრავად ძნელია. ამ უდიდესი კულტურის ხალხმა ღრმა კვალი დაატყო არა მხოლოდ რომაელებს, არამედ მთელ ევროპას. რომის იმპერიად გადაქცევის შემდეგ ხდება ეტრუსკების რომაელებთან ასიმილაცია, რაც მათ მიერ რომის მოქალაქეობის მიღებით დამთავრდა ახ. წ. 89 წელს,
რასაც მოჰყვა ეტრუსკულის მკვდარ ენად გადაქცევა.
საინტერესო რესურსია მასწავლებლებისთვისაც და მოსწავლეებისთვისაც.
ОтветитьУдалитьსაინტერესო თემაა
ОтветитьУдалитьეტრუსკების კულტურა ყოველთვის მაინტერესებდა, წარმატებები დეა!
ОтветитьУдалитьეტრუსკების კულტურა იდუმალებით მოცულია დაყოველთვის საინტერესოა. დიდი ინტერესით ვკითხულობ შენს სტატიებს დეა.
ОтветитьУдалитьღრმა და საინტერესო მასალაა.
ОтветитьУдалитьჩემთვის ახალი ახალი თემაა და ყურადღებით გავეცანი !
ОтветитьУдалить