იუგოსლავიის კონფლიქტი
1) საგაზეთო ინფორმაცია კოსოვოს ომის შესახებ, 1998წლის 27 ივლისი
სერბეთის პოლიციის სპეციალურმა ძალებმა კვირას , 26 ივლისს, შეუტიეს კოსოვოს გათავისუფლების არმიის (კგა) ალბანელ სეპარატისტებს. შეტაკების დროს 13 ადამიანი დაიღუპა. პოლიციის ოპერაციის მიზანი იყო დედაქალაქ პრიშტინას სიახლოვეს მდებარე პეკის პროვინციასთან დამაკავსირებელი გზის გახსანა. ეს გზა უკვე რამდენიმე თვეა კგა-ს აქვს გადაკეტილი. ფედერალური არმიის ზეწოლამ სეპარატისტ ალბანელებზე ბრძოლებით მოცული სოფლებიდან მოსახლეობის აყრა გამოიწვია.
2) ნაწყვეტი პოლ გარდის წიგნიდან „ბალკანეთი“
ბალკანეთსი სახელწიფოს საზღვრები არსად ემთხვევა ეთნოსთა საცხოვრისის საზღვრებს. ალბანელთა 42%, სერბთა 24 % და ხორვატთა 19% (უნგრელთა 32 %) ცხოვრობს შესაბამისი სახელის მქონე სახელწიფოს გარეთ. შესაბამის ქვეყნებში მთელი მოსახლეობის მხოლოდ 78 %-ია ხორვატები, 65 %-სერბები, ხოლო 62 % - მაკედონელები. ბოსნიაში უპირატესობა არც ერთ ეთნოსს არ ეკუთვნის, რადგან თავად ბოსნიელები მხოლოდ 44%-ია მთელი მოსახლების. ამ ციფრების გათვალისწინებით უფრო გასაგები ხდება კონფლიქტის არსი.
3) მომრავლებული ომები
1980-იანი წლების ბოლოდან მოყოლებული, „ცივი ომის“ დაწყებიდან ორმოცი წლის შემდეგ გაჩნდა იდეა, რომ ომი აღარ იქნებოდა გამოყენებული სახელმწიფოებს შორის არსებული კონფლიქტების მოსაგვარებლად......მაგრამ ეს ეიფორია მალე გაიფანტა იმ სამოქალაქო ომების გამო , რომლებიც სულ უფრო ხშირად იჩენდა თავს ევროპის განაპირას (ყოფილი იუგოსლავია, კავკასია). სახელწიფოთა შორის ომი დღეს შეცვალა სახელმწიფოებში მიმდინარე ომებმა.
4) ბოსნიაში ლტოლვილთა დაბრუნების შეუძლებლობა (ჟურნალ „დიპლომატიური სამყაროს“ 1999 წლის სპეციალური გამოშვებიდან)
ბოსნია-ჰერცეგოვინის ამა თუ იმ ქალაქიდან წასულებს საკუთარ სახლებში დაბრუნებისთვის დაბრკოლებას მხოლოდ ეთნოსთა შორის დაპირისპირება არ უქმნის პრობლემას. ბევრი რამ ომის შედეგად ქვეყნის განადგურებულ სოციალ-ეკონომიკურ მდგომარეობასთანაცაა დაკავშირებული. ბინების 60 % ომის დროს დაინგრა. თუ საცხოვრებელი დანგრეული არ არის , შესაძლოა იქ უკვე სხვა ცხოვრობს და შეუძლებელია მისი დაბრუნება. უმუშევრობაც მძიმე პრობლემაა. მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, უმუშევრობის მაჩვენებელმა ბოსნიაში 90 %-დან 50%-მდე დაიკლო, თუმცა ეს არ ასახავს რეგიონულ უთანასწორობას.....ასეთ პირობებში, გერმანიაში თუ ხორვატიაში მცხოვრები ლტოლვილები, ან სარაევოსა და ტუზლაში ჩასახლებული დევნილები თავს არიდებენ საკუთარ სახლებში დაბრუნებას, სადაც სასმელი წყლის მიწოდებაც კი არ არის აღდგენილი.
ძალიან კარგი რესურსია თემაზე დისკუსიისათვის. ხომ არ აპირებთ, რომ განავრცოთ? მაგალითად, მინილექციისათვის თეორიული ნაწილი რომ დაამატოთ შესავალში?
ОтветитьУдалитьმადლობა, ვფიქრობ ჯერ წყაროების გაცნობით დავიწყო და მერე თემის სახით გამოვაქვეყნო...დამეთანხმებით, რთული , მაგრამ საინტერესო თეამაა უახლოესი ისტორიიდან.
Удалитьსაინტერესო და მეტად რთული ეპოქაა !
ОтветитьУдалить