среда, 14 октября 2020 г.

 ოსტრაკიზმი-ათენი

ოსტრაკიზმი წარმოადგენდა ერთგვარ პოლიტიკურ მექანიზმს, რომლის საშუალებითაც ხდებოდა ათენიდან იმ პირის გაძევება, რომელიც საფრთხეს უქმნიდა დემოკრატიულ სტაბილურობას პოლისში. ეს მექანიზმი ახლადშექმნილი დემოკრატიის ტირანიისგან დაცვის ერთგვარ საშუალებას წარმოადგენდა და იგი კლისთენეს(ძვ.წ VI საუკუნე) რეფორმების შედეგად ჩამოყალიბდა 


ათენის დემოკრატიის „მონაპოვარი“. ათენური დემოკრატიის პროცედურარომელიც ათენის დემოსს საშუალებას აძლევდა მხოლოდ საკუთარი შეხედულებისამებრკენჭისყრით, მსხვერპლის სახელის დაწერითგამორჩეული მოქალაქე გაეძევებინა 10 წლით (მოგვიანებით მხოლოდ 5 წლითქონების კონფისკაციის გარეშენიშანდობლივიარომ ოსტრაკიზმს არაფერი საერთო არ ჰქონდა სასამართლო პროცესთანგაძევება არ იყო სასჯელი დანაშაულისთვისხოლო თავად ოსტრაკიზმის მსხვერპლი დამნაშავედ არ მიიჩნეოდაგაძევების საფუძველი მხოლოდ ხალხის ნება იყო და სხვა არაფერიხოლო მიზანი - ქარიზმატული და გამორჩეული მოქალაქეების გავლენის შესუსტება


ოსტრაკიზმის პროცესი ორი ნაწილისაგან შედგებოდა. პირველ ეტაპზე ეკლესია(ათენელი ხალხის დემოკრატიული ერთობა)წყვეტდა მოცემულ პირობებში უნდა განხორციელებულიყო ოსტრაკიზმი თუ არა. თუ შეკრებილთა უმრავლესობა დადებითად გადაწყვეტდა მოცემულ საკითხს, მაშინ ორი თვის შემდეგ კრება შედგებოდა აგორაზე.


 ამ პროცესში მონაწილეობას იღებდნენ ის მოქალაქეები, რომელთაც ჰქონდათ ხმის მიცემის უფლება, ქალებსა და მონებს ეს საკითხი არ ეხებოდათ.


მონაწილეები ოსტრაკონზე (თიხის ფირფიტა) დაწერდნენ იმ ადამიანის სახელს, რომელსაც უნდა დაეტოვებინა ათენი. ოსტრაკონები შეგროვდებოდა და დაითვლებოდა. ისტორიული წყაროები ნათლად არ ასახავს 6000 მონაწილე იყო საჭირო, რომ პროცესი შემდგარიყო, თუ 6000 დადებითი ხმა კონკრეტული პირის მიმართ. 

აღნიშნულ არჩევნებში “გამარჯვებულს“ 10 დღეში უნდა დაეტოვებინა პოლისი 10 წლით.ბერძნულ- სპარსული ომის განმავლობაში სიტუაცია დაიძაბა ორ მნიშვნელოვან პოლიტიკურ ფიგურას- თემისტოკლესა და არისტიდეს შორის. თემისტოკლეს უნდოდა, შეექმნა ძლიერი ბერძნული ფლოტი, რასაც არისტიდესი ეწინააღმდეგებოდა. შედეგად ოსტრაკიზმის მეშვეობით ძვ.წ 483/2 წელს იგი პოლისიდან გაძევებული იქნა. დაახლოებით 12 წლის შემდეგ თემისტოკლესაც იგივე ბედი ერგო. როგორც პლუტარქე გადმოგვცემს, ათენიდან თემისტოკლეს განკვეთის მიზეზს არისტიდესა და კიმონთან მისი დაპირისპერაბა წარმოადგენდა.თუმცა ზოგ შემთხვევაში ოსტრაკიზმის გადაწყვეტილება უქმდებოდა და მოქალაქეს უკან დაბრუნების ნებართვა ეძლეოდა.

 მაგალითად ძვ.წ 461 წელს ათენელი კიმონი გააძევეს პოლისიდან, მაგრამ პერიკლეს მხარდაჭერით ძვ.წ 457 წელს უკან დააბრუნეს სპარტასთან მოლაპარაკებების საწარმოებლად.




ოსტრაკიზმი უკანასკნელად განხორციელდა 417/16 წელს. ამის შემდეგ ის აღარასდროს გამოუყენებიათ. ძვ.წ მეხუთე საუკუნის დასასრულს ათენური დემოკრატია კრიზისში შევიდა და მალე ოლიგარქიით შეიცვალა








Комментариев нет:

Отправить комментарий