пятница, 6 декабря 2019 г.

დიდი ბრიტანეთის ისტორია უძველესი დროიდან XIX საუკუნის ბოლომდე


შ ი ნ ა ა რ ს ი
I. ინგლისის ისტორიის საწყისი პერიოდი (1154 წ.-მდე)
II. ანჟუს სახლის (პლანტაგენეტების) მეფობა (1154-1485 წწ.)
III. ტიუდორების სახლის მეფობა (1485-1603 წწ.)
IV. სტიუარტების სახლის მეფობა (1603-1688 წწ.)
V. ვილჰელმ III (ორანელის) მმართველობა და ჰანოვერული დინასტიის მეფობის ხანა (1689 წ.-დან)

I. ინგლისის იტორიის საწყისი პერიოდი (1154 წ.-მდე)
დიდი ბრიტანეთის სახელწოდებით იაკობ I ინგლისელის (VI შოტლანდიელის) დროიდან ესმით ინგლისისა და შოტლანდიის შეერთებული სამეფოები. ინგლისი, რომელიც დასახლებული იყო კელტური ბრიტებით, დახლოებით 400 წელს წარმოადგენდა რომის პროვინციას სახელწოდებით ბრიტანეთი (იხ. ეს სიტყვა). როდესაც რომაულმა ლეგიონებმა V ს. დასაწყისში დატოვეს ბრიტანეთი, მის მაცხოვრებლებს უკვე აღარ გააჩნდათ ძალები თავიანთი ჩრდილოელი მეზობლების, პიქტებისა და სკოტებისგან თავის დასაცავად; მათ დასახმარებლად მოუწოდეს საქსებს. გადმოცემის მიხედვით საქსები ჩავიდნენ გენგისტისა და გორსას უფროსობით, დაამარცხეს პიქტები და სკოტები, და მათმა წარმატებებმა ქვეყანაში მიიზიდა საქსების, ანგლებისა და იუტების ახალი ბრბოები (იხ. ანგლოსაქსები). საქსების მიერ ქვეყნის ამ დატბორვამ სათავე დაუდო ას წელზე მეტი ხნის ბრძოლას პირველყოფილ კელტურ მოსახლეობასა და უცხოელ ჩასულებს შორის _ ბრძოლას, რომლის შედეგადაც ბრიტები, შეუპოვარი წინააღმდეგობის შემდეგ, გამოვიდნენ დამონებულები და ნაწილობრივ იძულებული შეიქნენ თავშესაფრები ეძიათ ვალისისა და კორნვალისის მთებში, სადაც ისინი კიდევ დიდხანს ინარჩუნებდნენ თავიანთ დამოუკიდებლობას, ნაწილობრივ გადასახლდნენ საფრანგეთის მეზობელ ნახევარკუნძულ არმორიკაზე (ახლანდელი ბრეტანი). ამ ეროვნული ბრძოლის გმირად კელტური თქმულება აღიარებს მეფე არტურს, რაინდთა სანიმუშო ორდენის დამაარსებელს, რომელიც ცნობილია მრგვალი მაგიდის რაინდების სახელით.

დაიპყრეს რა ინგლისი, მოსულებმა ერთი სახელმწიფო კი არ შეადგინეს, არამედ შვიდი თუ რვა: a) კ ე ნ ტ ი, დედაქალაქით კენტერბერიში, რომელიც დასახლებული იყო უპირატესად იუტებით; b) ს უ ს ე ქ ს ი, ანუ სამხრეთელი საქსების ქვეყანა; c) ვ ე ს ე ქ ს ი, ანუ დასავლელი საქსების ქვეყანა, მთავარი ქალაქით ვინჩესტერი; d) ე ს ე ქ ს ი, ანუ აღმოსავლეთ საქსების ქვეყანა, ახლანდელი საგრაფოები ესექსი და მიდლსექსი; e) ნ ო რ თ უ მ ბ ე რ ლ ე ნ დ ი, ანუ ქვეყანა მდ. უმბერის ჩრდილოეთით; f) ა ღ მ ო ს ა ვ ლ ე თ ი ნ გ ლ ი ს ი, რომელიც იყოფოდა ნორფოლკად (ჩრდილოეთის ხალხი) და სუფოლკად (სამხრეთის ხალხი) და g) მ ე რ ს ი ა, ლინკოლნის ჭაობიან ადგილებში, რომელიც დასახლებული იყო უპირატესად ანგლებით. გარდა ამისა, სამხრეთ-დასავლეთში შენარჩუნებულ იქნა ადგილობრივი მთავრების რამდენიმე სამფლობელო, როგორებიც იყო დ უ მ ნ ო ნ ი ა    დ ა    კ უ მ ბ რ ი ა (ახლანდელი ვალისის /უელსის/ ადგილებში). 600 წ.-მდე რომაულ-ქრისტიანულ განათლებულობას ძალზედ ცოტა წარმატება ჰქონდა ბრიტანეთში, მუმივად იდევნებოდა რა გერმანულ-წარმართული ელემენტებისგან. მყარად ფეხზე ქრისტიანობა პირველად დადგა კენტში, მას შემდეგ, რაც მეფე ეტელბერტმა, რომელსაც ცოლად ჰყავდა ფრანკთა მეფის ჰარიბერტის ქალიშვილი ბერტა, თავად მიიღო ნათლობა წმ. ავგუსტინეს ხელიდან (579), რომელიც შეიქნა კენტერბერიის პირველ მთავარეპისკოპოსად. მალევე წარმოშვა ქრისტიანული ლიტერატურის ჩანასახები, რომელმაც აყვავების მაღალ ხარისხს მიაღწია „ანგლების საეკლესიო ისტორიაში“ უბედურებანი ფრიად პატივცემულისა .


IX ს. პირველ მეოთხედში შვიდივე სამეფო შეერთებულ იქნა ერთ მემკვიდრეობით მონარქიად, ინგლისის სახელწოდებისთ, ვესექსების მეფის ეგბერტის მიერ (800-839). უკვე მისი უახლოესი მენაცვალეების დროს დაიწყო ნორმანების შემოჭრები, რომლებიც ინგლისის ისტორიაში უფრო მეტად ცნობილია დანების (დანიელების) სახელწოდებით. ისინი ნორთუმბერლენდში დამკვიდრდნენ კიდევაც. ეგბერტის შვილიშვილი, ა ლ ფ რ ე დ   დ ი დ ი (871-901, იხ. I, 591), იქცა სახელმწიფოს განმათავისუფლებლად და მომწყობად. ქვეყანა ტკბებოდა გარეგნული მშვიდობით მეფე ეტელრედ II-მდე (979-1016), როდესაც დანებმა კიდევ უფრო მეტი ძალით განაახლეს თავიანთი თავდასხმები. ქვეყანა ჩავარდა სატირალ მდგომარეობაში. პროვინციებში გრაფებმა თავიანთი ოლქები გადააქციეს სამემკვიდრეო მიწებად. მეფეს უხდებოდა მშვიდობის სანაცვლოდ დანებისთვის დიდი ფულების გადახდა (ე. წ. დანიური ფულები), რომლებსაც იღებდნენ მიწის გადასახადის სახით, და, მიუხედავად ამისა, უცხოელთა უზარმაზარი ბრბოები რჩებოდნენ ქვეყანაში და იპყრობდნენ მიწებს პროვინციებში. იმისთვის, რათა ერთბაშად მოეშორებინა თავიდან დაუპატიჟებელი სტუმრები, ეტელრედმა გადადგა ნაბიჯი, რომელიც მას დაუჯდა ტახტის დაკარგვად. მან უბრძანა ერთ დღეს ამოეხოცათ ანგლო-საქსებს შორის დასახლებული მთელი დანები, და ამისთვის დანიშნა 1002 წ. 13 ნოემბერი. რამდენიმე ათასი დანი გამოეთხოვა სიცოცხლეს ამ საყოველთაო ხოცვა-ჟლეტის დღეს; მათი ბავშვებიც კი ყველაზე უფრო ბარბაროსული სახით იქნენ ამოწყვეტილი. მაგრამ ამ სისასტიკით ეტელრედმა თავს დაიტეხა დანიის მეფის სვენის შურისძიება, რომელიც 1003-1006 წწ. არაერთხელ გამოჩნდა ინგლისში და ერთი-მეორის მიყოლებით აჩანაგებდა ქვეყნის ოლქებს.

1007 წ. ეტელრედმა იყიდა მშვიდობა ფულების უზარმაზარ თანხად, მაგრამ უკვე მომდევნო წელს ინგლისი კვლავ იქნა გაჩანაგებული დანიელების მიერ და 1013 წ. სვენმა დაიმორჩილა მთელი კუნძულიც. ეტელრედი გაიქცა თავის ცოლისძმასთან, ნორმანდიის ჰერცოგთან; 1014 წ., სვენის სიკვდილის შემდეგ, იგი კვლავ დაბრუნდა ინგლისში. მაგრამ როდესაც იგი მოკვდა, სვენის ვაჟიშვილი, კანუტ ანუ კნუტ დიდი (იხ. ეს სიტყვა), დაეუფლა ინგლისს და ცოლად შეირთო ეტელრედის ქვრივი, ემა. მისი ვაჟიშვილები ჰ ა რ ა ლ დ    კ უ რ დ ღ ლ ი ს თ ა თ ი (1035-1039) და  ჰ ა რ ტ ა  კ ნ უ დ ი (1039-1042) უშვილოდ დაიხოცნენ და ინგლისელმა დიდებულებმა ტახტზე დასვეს ეტელრედისა და ემას ვაჟიშვილი, ე დ უ ა რ დ    ა ღ მ ს ა რ ე ბ ე ლ ი (1042-1066). იგი დიდ ხანს იმალებოდა ნორმანდიის ჰერცოგის კარზე და ამიტომ განსაკუთრებით კეთილ განწყობილებას ავლენდა თავისი ნორმანდიელი მეგობრების მიმართ, რითაც თავის საწინააღმდეგოდ იწვევდა ინგლისელი დიდებულების უკმაყოფილებას. თავის შემდეგ მემკვიდრეობა მან უანდერძა ნორმანდიის ჰერცოგს ვილჰელმს და თუმცა ედუარდის მენაცვალედ ტახტზე იქცა ჰარალდი, ვილჰელმი 60-ათასიანი ჯარით გადასხდა ინგლისში. 1066 წ. 14 ოქტომბერს მან ჰასტინგსის ახლოს დაამარცხა ჰარალდი, და აქვე ბრძოლის ველზე გამოაცხადა თავი ინგლისის მეფედ[1].

ნორმანდიული სახლის გამეფებასთან ერთად ინგლისში დადგა ღრმა ცვლილებების ეპოქა.მართალია, ვ ი ლ ჰ ე ლ მ    დ ა მ პ ყ რ ო ბ ე ლ მ ა (1066-1087) დაამტკიცა ედუარდის დროს შეკრებილი ანგლო-საქსების ჩვეულებრივი სამართალი, მაგრამ იმავე დროს, თავისი პოლიტიკური ძლიერების განსამტკიცებლად, შემოიღო ფეოდალური სისტემა (იხ. დუმსდეიბუქი). ანგლო-საქსონური ადათები ზიზღის საგნად იქცა სასახლის კარზე და თვით ოფიციალურ აქტებშიც შემოიღეს ფრანგული ადათ-წესები და ენა. ყოველივე ეს იწვევდა აჯანყებებს არა მხოლოდ ინგლისელების, არამედ ნორმანების მხრიდანაც, რომლებსაც ახშობდნენ უდიდესი სისასტიკით, ქალაქებისა და თემების დარბევა-აოხრებებით. ინგლისის შეერთება ნორმანდიასთან ძნელად თუ ჩაითვლებოდა მისი პოლიტიკური ძლიერების ზრდად, რადგანაც ამან თავის კვალდაკვალ გამოიწვია მტრობანი სამეფო ოჯახში და საფრანგეთთან, რომლებიც გრძელდებოდა მრავალი ასწლეულის განმავლობაში. ვილჰელმის უფროსმა ვაჟიშვილმა, რობერტმა, თავისთვის შეინარჩუნა ნორმანდია, ხოლო ინგლისის გვირგვინი კი ერგო მეორე ვაჟიშვილს ვილჰელმ II მწითურს (1087-1100). ამ მეფის დამპყრობლურმა მისწრაფებებმა, განსაკუთრებით მისმა სურვილმა კვლავ დაუფლებოდა ნორმანდიას, სახელმწიფო ჩაითრია მძიმე ომებში. არც თუ ცოტა არეულობა იქნა წარმოშობილი აგრეთვე მეფის დავით რომის პაპთან ურბან II-თან და მთავარეპისკოპოს ანსელმთან ინვესტიტურის გამო. დავა დასრულდა მეფის გამარჯვებით, და ანსელმი იძულებული შეიქმნა გაქცევით ეშველა საკუთარი თავისთვის. მაგრამ თავისი დესპოტური და ვერაგული ხასიათით ვილჰელმმა თავის წინააღმდეგ აღაგზნო ხალხის სიძულვილი, და ერთხელ ის იპოვნეს ტყეში მკერდში შერჭობილი ისრით.

ტახტს დაეუფლა ვილჰელმის უმცროსი ძმა, ჰაინრიხ I, მეტსახელით სწავლული (1101-1135), რომელმაც ასეთნაირად ტახტის პრეტენდენტობიდან ჩამოიცილა უფროსი ძმა რობერტი, რომელიც ამ დროს პალესტინიდან ბრუნდებოდა. ხალხში საყრდენის მოსაძებნად მან გამოსცა ქარტია, რომელშიც დაჰპირდა ედუარდისა და ვილჰელმ დამპყრობელის კანონების აღდგენასა და მრავალი მოვალოების (ბეგარის) შემსუბუქებას (იხ. დიდი ქარტია, გვ. 752). რობერტი შეეცადა ინგლისის ტახტზე თავისი უფლებების აღდგენას იარაღით ხელში, მაგრამ, სამშობლოში დაბრუნებული მთავარეპისკოპოს ანსელმის შუამავლობით, ძმებმა დადეს ურთიერთშორის შეთანხმება, რომლის მიხედვითაც რობერტმა თავისთვის შეინარჩუნა ნორმანდია. მაგრამ მალე ჰაინრიხმა დაარღვია ხელშეკრულება, დაიწყო ომი რობერტის წინააღმდეგ და, ტყვედ ჩაიგდო რა იგი, ჩაკეტა ციხეში, სადაც ეს უკანასკნელი აღესრულა კიდეც. ნორმანდია დარჩა ინგლისს, საფრანგეთის მეფის ლუდოვიკო VI-ის წინააღმდეგობის მიუხედავად. რომის პაპთან დავაც ასევე დასრულებულ იქნა: და ჰაინრიხმა აღიარა პაპის პასხალის II-ის უფლება ინვესტიტურაზე ინგლისურ ეკლესიაში. თუმცა კი სამეფო ხელისუფლებამ ძალზედ ცოტა რამ დაკარგა ამისგან. რადგანაც ჰაინრიხის ერთადერთი ვაჟიშვილი დაიღუპა ზღვაში ხომალდის ჩაძირვის დროს, ამიტომ, ბარონების თანხმობით, ტახტის მემკვიდრედ გამოცხადებულ იქნა მისი ქალიშვილი მატილდა, რომელიც იმყოფებოდა მეორე ქორწინებაში გოტრფრიდ პლანტაგენეტთან (იხ. ეს სიტყვა), ანჟუს გრაფთან. მაგრამ ჰაინრიხის შემდეგ ტახტს დაეუფლა სტეფანი (1135-1154), ჰაინრიხის დისა და გრაფ ბლუას ვაჟიშვილი. ამან საქმე მიიყვანა შიდაომებამდე, რომლებსაც თან ახლდა დავები მეფესა და სასულიერო წოდებას შორის, შოტლანდიელებისა და ვალისის მცხოვრებთა თავდასხმები (თარეშები). 1053 წ. მატილდას ვაჟიშვილი გადასხდა ინგლისში, და რადგანაც ამ დროს სტეფანმა დაკარგა თავისი ერთადერთი ვაჟიშვილი, ამიტომ მეტოქეებმა ურთიერთშორის დადეს სამშვიდობო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ჰაინრიხი გამოცხადებულ იქნა ტახტის მემკვიდრედ.

II. ანჟუს სახლის (პლანტაგენეტების) მეფობა (1154-1485)

დაიწყო ა ნ ჟ უ ს სახლის მეფობა. ჰ ა ი ნ რ ი ხ II-მ (1154-1189), პირველმა მეფემ პლანტაგენეტების ანუ ანჟუს სახლიდან, ქვეყანა ჰპოვა ბარონების ძალაუფლების ქვეშ. თავისი სახლის ძლიერების წყალობით, რომელიც ფლობდა საფრანგეთის მესამედ ნაწილს (მამისა და ვაჟიშვილისგან, რომელსაც ცოლად ჰყავდა ბრეტანის მემკვიდრე, მან მიიღო დასავლეთ საფრანგეთი, ხოლო ცოლის, ელეონორასგან -- სამხრეთიც), მან შეძლო აღედგინა სამეფო ხელისუფლების მნიშვნელობა. მან გვირგვინს დაუბრუნა ოდესღაც მის კუთვნილებაში არსებული ყველა მამული და მისცა ბარონებს უფლება გამოესყიდათ თავიანთი ლენური ვალდებულებები განსაზღვრული ფულადი ხარკის სანაცვლოდ (stucatigum – ფარის ფული). ამან გვირგვინს მისცა შესაძლებლობა და უფლება დაექირავებინა დამოუკიდებელი არმია, რომელიც შემდგარი იყო უპირატესად ნიდერლანდელი თავგადასავლების მაძიებლებისგან, ე. წ. ბრაბანსონებისგან. მართლმსაჯულებამ ამ მეფობისას განიცადა ძირეული ცვლილება. მთელი ქვეყანა დაყოფილ იქნა 6 სასამართლო ოლქად და დაწესებულ იქნა სამეფო სასამართლო (Bancum regis, Court of Kings Bench), რომელიც წარმოადგენდა უმაღლეს ინსტანციას მთელი სადაო საქმეებისთვის. ქალაქებმა და კორპორაციებმა მიიღეს მნიშვნელოვანი შეღავათები, რომლებიც ხელს უწყობდა მათ კეთილდღეობას. ყველა ამ რეფორმაში ჰაინრიხმა ჰპოვა ქმედითი დამხმარე და მრჩეველი თომა ბეკეტის სახით (იხ. III, 341), რომელიც თავიდან გახადა თავის კანცლერად, ხოლო შემდეგ კი კენტერბერის მთავარეპისკოპოსად, მაგრამ რომელსაც შემდგომში წაეჩხუბა კლარენდონული დადგენილებების გამო. 1171 წ. ჰაინრიხმა დაიმორჩილა ირლანდია და შეიტანა მასში ინგლისური დაწესებულებები; ამ დროიდან ინგლისის მეფეებმა მიიღეს ირლანდიის მფლობელების ტიტული.

თავისი ცხოვრების შემდგომ წლებში ჰაინრიხმა განიცადა ბევრი უბედურება თავის საკუთარ ოჯახში. თავიანთი საუფლისწულოებით უკმაყოფილო და დედის მიერ წაქეზებული ჰაინრიხის უფროსი ვაჟიშვილები აჯანყდნენ მამის წინააღმდეგ და მხარდაჭერა ჰპოვეს ბევრი ბარონის მხრიდან, აგრეთვე საფრანგეთისა და შოტლანდიის მეფეების, ლუდოვიკო VII-ისა და ვილჰელმის მხრიდანაც. უკანასკნელმა სასტიკი დამარცხება განიცადა (1173) და ტყვედ ჩავარდა, რის შემდეგაც ჰაინრიხისგან გვირგვინი უკანვე მიიღო მხოლოდ ლენის სახით; საფრანგეთის მეფეც ასევე იძულებული შეიქმნა ეთხოვა მშვიდობა, რის შემდეგაც დამორჩილდნენ მეამბოხე ბარონები და მამასა და შვილებს შორის მოხდა შერიგება, რომელიც დიდ ხანს არ გაგრძელებულა. როდესაც საფრანგეთის ახალმა მეფემ, ფილიპ II ავგუსტმა, წამოაყენა პრეტენზიები ინგლისურ სამფლობელოებზე საფრანგეთში, მისი მხარე დაიჭირა ჰაინრიხის მეორე ვაჟიშვილმა, რიჩარდმა, და თავის მოკავშირესთან ერთად აიძულა მამა დაედო სამარცხვინო ზავი აზეში (1189) და ეღიარებინა თავისი თავი საფრანგეთის ვასალად. ამის შემდეგ მალევე ჰაინრიხი მოკვდა. მისი ვაჟიშვილის, რ ი ჩ ა რ დ I-ის მმართველობისას, რომელიც ცნობილია ლ ო მ გ უ ლ ი ს სახელით (1189-1199), ქვეყანა კვლავ განიცდის დაცემას. საჭიროებდა რა ფულებს ჯვაროსნული ლაშქრობისთვის, იგი გამოსძალავდა მათ თავის ხელქვეითებს გაუგონარი სისასტიკეების მეშვეობით.

რიჩარდის ძმის, ჯონ  უ მ ი წ ა წ ყ ლ ო ს მმართველობა (1199-1216) ერთერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანთაგანი იყო ინგლისის ისტორიაში. ამ დროს ჩადებულ იქნა მტკიცე საფუძვლები მისი პოლიტიკური თავისუფლებისთვის, რომელიც იმ დროიდნ, განიცდიდა რა მრავალნაირ განსაცდელებს, არასდროს უკვე აღარ გამქრალა სრულიად. იოანე სიტყვის შეუბრუნებლად იქნა აღიარებული ინგლისისა და ნორმანდიის მეფედ, მაშინ როდესაც სხვა ფრანგულმა პროვინციებმა შეჰფიცეს მისი ძმის გოტფრიდის ვაჟიშვილს არტურს. მოკლა რა ვერაგულად ეს ძმიშვილი, იოანე ჩათრეულ იქნა ომში საფრანგეთთან, რომლიც დასრულდა ნორმანდიის, ანჟუს, მენის, ტურენისა და სხვა სამფლობელოების დაკარგვით, რომლებიც გადავიდა საფრანგეთის მეფის ფილიპ II ავგუსტის მფლობელობაში. ამრიგად ერთი დარტყმით დარღვეულ იქნა საუკუნოვანი კავშირი საფრანგეთსა და ინგლისის სამეფო სახლს შორის. მაგრამ ინგლისმა ამისგან მხოლოდ მოიგო, რადგანაც მისმა მეფეებმა, რომლებიც ამ დროდე იყვნენ ფრანგები ენისა და ზნე-ჩვეულებების მიხედვით, უფრო მჭიდროდ დაიწყეს დაახლოება თავიანთ ხალხთან. ამის კვალდაკვალ იოანე წაეჩხუბა რომის პაპს ინოკენტი III-ს. ინოკენტიმ იოანე გამოაცხადა ტახტიდან დამხობილად, გვირგვინი მისცა ფილიპს და დაავალა მას აღემართა ჯვაროსნული ლაშქრობა ინგლისის მეფის წინააღმდეგ. იოანემ შეკრიმა დიდი ჯარი, მაგრამ, ეშინოდა რა ჩავარდნილიყო თავის ქვეშვრდომთა დამოკიდებულებაში, დაემორჩილა პაპსა და პაპის ლენის სახით უკანვე მიიღო ინგლისი და ირლანდია, მაგრამ ყოველწლიურად ხარკი უნდა ეხადა კიდეც. ახლა იგი შებრუნდა საფრანგეთის წინააღმდეგ, გადალახა ლუარა და აიღო ანჟერი; იმავე დროს მისი მოკავშირეები, იმპერატორი ოტონ IV ფლანდრიის მთავრებთან ერთად, შეიჭრნენ საფრანგეთში ჩრდილოეთიდან. მაგრამ ბუვინთან მოკავშირეებმა განიცადეს სასტიკი დამარცხება (1214 წ. 27 ივლისს) და იოანე იძულებული იყო უარი ეთქვა მთელ თავის უფლებებზე ლუარის ჩრდილოეთით მდებარე მიწებზე. ასეთი სამარცხვინო პოლიტიკით აღშფოთებულმა დიდებულებმა და მოქალაქებმა იარაღს მოჰკიდეს ხელი და აიძულეს მეფე ხელი მოეწერა თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ა თ ა  დ ი დ ი  ქ ა რ ტ ი ი ს თ ვ ი ს (იხ. ზემოთ, გვ. 752). მაგრამ უკვე ერთი თვის შემდეგ ამის მერე იოანემ მოახერხა მიეღო რომის პაპისგან ნებართვა ხელშეკრულების დარღვევაზე და გამოიწვია ურთიერთშორისი შიდა ომი, რომელშიც სახალხო პარტიამ გვირგვინი შესთავაზა საფრანგეთის მემკვიდრე უფლისწულს, ფილიპ II-ის ვაჟიშვილს, ლუდოვიკს.

უკანასკნელი ჯარით გადასხდა ინგლისში, დაიპყრო ქვეყნის დიდი ნაწილი და თავზე გვირგვინი დაიდგა ლონდონში, მაგრამ იოანეს სიკვდილის შემდგ დაკარგა ყველა თავისი მომხრე. დიდებულები შეუშინდნენ საფრანგეთთან კავშირს და მხარდაჭერა აღმოუჩინეს გრაფ პემბროკს, რომელმაც მიიღო პროტექტორის ტიტული და ტახტზე აიყვანა იოანეს 9 წლის ვაჟიშვილი, ჰაინრიხი. ჰ ა ი ნ რ ი ხ III-ის მეფობის (1216-1272) პირველ წლებში სახელმწიფოს მართავდნენ მისი მეურვე, ლორდი პემბროკი და საგანგებო ლეგატი, რომელიც რომის პაპმა დანიშნა ინგლისზე მისი უმაღლესი უფლებების სახელით, რომლებიც მის კუთვნილებაში თავის დროზე აღიარებული იყო იოანე უმიწაწყლოს მიერ. 1227 წ. ჰაინრიხმა გამოაცხადა თავი სრულწლოვანად და მმართველობის სადავეები თავის ხელში აიღო. მან ძალზედ სწრაფად აღაგზნო თავის წინააღმდეგ საყოველთაო უკმაყოფილება ჰარონის ჩრდილოეთით მიწების დაკარგვით, ქარტიის დარღვევებითა და სასახლის კარის მფლანგველობით. როდესაც 1258 წ. უკმაყოფილების ყველა ამ მიზეზს დაემატა კიდევ შიმშილიც, მოხდა აჯანყება სიმონ მონფორტელის წინამძღოლობით (იხ. ეს სახელი), რამაც აიძულა მეფე მიეღო ოქსფორდის დადგენილებანი (იხ. ეს სიტყვა), რომლბიც წარმოადგენდნენ დიდი ქარტიის შემდგომ განვითარებას. მაგრამ მეფემ მოიპოვა პაპისგან ბულა, რომელიც ათავისუფლებდა მას ოქსფორდული „პროვიზიების“ დაცვისგან, თავის მხრივ ლუდოვიკო IX-მ, რომლის გადასაწყვეტადაც იქნა გადაცემული ეს დავა, ასევე გამოთქვა სიტყვა მეფის სასარგებლოდ. მაგრამ ბარონებს იარაღი არ დაუყრიათ. დაიწყო ღია ურთიერთშორისი ომი; ლუისთან ბრძოლაში (1264) მეფის მომხრეები დამარცხებულ და გაფანტულ იქმნენ, თავად ჰაინრიხ III კი ტყვედ ჩავარდა. სიმონმა, რომელიც ახლა იქცა სახელმწიფოს ნამდვილ მეთაურად, მოიწვია ლონდონში პარლამენტი, რომელზედაც მეფემ კიდევ ერთხელ დადო ფიცი დიდ ქარტიაზე და დაპირდა სრულ ამნისტიას მთელ თავის მოწინააღმდეგეებს. ამ პარლამენტში ბარონებისა და უმაღლესი საეკლესიო იერარქების გარდა, მონაწილეობა მიიღეს ასევე რაინდებმა საგრაფოებიდან და დეპუტატებმა ქალაქებიდან, ე. ი. იმ ელემენტებმა, რომელთაგან შემდგომში განვითარდა ქვედა პალატა. მაგრამ სახელდობრ ამან დაღუპა კიდეც სიმონი. ბარონებმა მასზე ეჭვი მიიტანეს დემოკრატიულ ჩანაფიქრებში და გადავიდნენ მეფის მხარეზე. დაახლობით ამავე დროს პრინცი ედუარდი, რომელიც მძევლად იმყოფებოდა, გაიქცა ტყვეობიდან, თავის გარშემო შემოიკრიბა საკუთარი მომხრეები და უესჰემთან (Ewesham) ბრძოლაში დაამარცხა სიმონის პარტია. თავად სიმონიც იქ დაიღუპა (1265).

ე დ უ ა რ დ I-ის დიდებულმა ეპოქამ (1272-1307) უზარმაზარი გავლენა იქონია ინგლისის საშინაო განვითარებაზე. საკუთრებისა და პირვნების დასაცავად მოწყობილ იქნა მკაცრი სამიწო (სამამულო, ადგილობრივი) პოლიცია. კანონმდებლობა და მართლმსაჯულება გაუმჯობესდა, წარმოიქმნა მომრიგებელთა სასამართლოები, ხოლო სამეფო სკამის სასამართლომ შეიძინა ისეთი ფართო პრეროგატივები, რომ დიდგვაროვნებმა დაკარგეს თავიანთი ფეოდალური ძალაუფლების უკანასკნელი ნარჩენებიც. ფეოდალური სახელმწიფოს შემოსავლები სულაც არ აღმოჩნდა საკმარისი გვირგვინის მოთხოვნილებების დასაფარავად, ხოლო ამასობაში საგანგებო დახმარებების ნებართვა გვირგვინს აყენებდა ბარონებზე დამოკიდებულ მდგომარეობაში. ამის შედეგად ედურდ I-მა, მიჰყვებოდა რა სიმონ მონფორტელის მაგალითს, პარლამენტში მოიწვია ქალაქების წარმომადგენლები, რომლებიც უკვე აუცილებლობის ძალით წარმოადგენდნენ არისტოკრატიის საპირწონეს და მისწრაფებული უნდა ყოფილიყვნენ გვირგვინის ძლიერების განმტკიცებისკენ. 1292 წ. ედუარდმა გამოსცა ფორმალური კანონი, რომლითაც თითოეულმა საგრაფომ მიიღო უფლება გაეგზავნა პარლამენტში ორი რაინდი (Knights), რომლებიც წარმოადგენდნენ თავადაზნაურობის ქვედა ფენას,  ჯ ე ნ თ რ ი მ, აგრეთვე ქალაქმა და თითოეულმა ადგილმა _ 2-2 წარმომადგენლისა. ამ კანონმა მესამე წოდებისთვის ხელმისაწვდომი გახადა სახემწიფოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა და თავის თავში შეიცავდა ქვედა პალატის ჩანასახს, თუმცა კი უნდა დავუმატოთ, რომ ქალაქები, რომელთა რიცხვიც გამაგრებულ ადგილებთან (boroughs) ერთად, იმ დროს 120-მდე ადიოდა, თავდაპირველად ამაში ხედავდნენ მხოლოდ ახალ მძიმე მოვალეობას. პარლამენტის მიერ ნებადართული მნიშვნელოვანი თანხების მიუხედავად, მეფე აგრძელებდა მოძრავ ქონებაზე გადასახადების თვითნებურად დაწესებას, რასაც შედეგად მოჰყვა 1297 წ. ხალხის უფლებების ახალი გაფართოება (იხ. დიდი ქარტია).

საგარეო პოლიტიკაში ედუარდ I-მა თავისი მეფობა დაიწყო ვალისის დამორჩილებით და ამ დროს დაბადებულ თავის ვაჟიშვილს ედუარდს უბოძა ვალისის პრინცის ტიტული, რომელიც აქამდე მინიჭებული აქვთ ინგლისის ტახტის მემკვიდრეებს. ედუარდმა დაპყრობილ პროვინციაში შემოიღო ინგლისური მმართველობა და იქ გადაასახლა ბევრი თავისი ბარონი. შოტლანდიური სამეფო სახლის შეწყვეტა საბაბად გამოადგა ედუარდს შოტლანდიის საქმეებში ჩასარევად. ორი პრეტენდენტიდან, რობერტ ბრიუსისა და იოანე ბალიოლასგან, მან გვირგვინი არგუნა უკანასკნელს, როგორც ინგლისის ვასალს; მაგრამ თავისი თვითმპყრობელობისა და უსამართლობების გამო მალევე აიძულა იგი აღემართა აჯანყების დროშა. ერთერთ მათგანში გამოვიდა ასევე რობერტ ბრიუსი (იხ. IV, 794).
ედუარდ I-ის ვაჟიშვილი  ე დ უ ა რ დ II (1307-1327) მთელი ცხოვრების მანძილზე წარმოადგენდა თავისი დაბალი ვნებებისა და ფავორიტების სათამაშოს. ედუარდს უნდა ეღიარებინა შოტლანდიის გვირგვინის დამოუკიდებლობა და რობერტ ბრიუსი დარჩა მეფედ, გადასცა რა თავისი სიკვდილის შემდეგ ტახტი თავის ვაჟიშვილს დავითს. ედუარდის სამარცხვინო ცხოვრებამ მის წინააღმდეგ განაწყო მისი ცოლი იზაბელა. იგი დაეუფლა მთელ ქვეყანას, და ვესტმინსტერში შეკრებილმა პარლამენტმა გამოაცხადა მეფის დამხობა. ტახტზე ავიდა ედუარდ III თავისი დედის მეურვეობის ქვეშ.

ე დ უ ა რ დ III-ის ძლიერი მმართველობის დროს (1327-1377) შოტლანდიას ისევ უნდა ეღიარებინა თავის თავზე ინგლისის უმაღლესი ძალაუფლება (1334). საკუთარი დამოუკიდებლობის დაბრუნების მცდელობამ, ნიველკროსთან ბრძოლის (1346) შემდეგ, გამოიწვია შოტლანდიელთა სრული დამონება და მათი მეფის დევიდ ბრიუსის 11-წლიანი ტყვეობა. 1339 წ. დაიწყო ომები ტხტის მემკვიდრეობისთვის ედუარდ III-სა და ვალუას სახლს შორის (იხ. საფრანგეთი). ეს ომები ინგლისისთვის, ედუარდ III-ისა და მისი ვაჟიშვილის, შავი პრინცის, სიკვდილის შემდეგ, დასრულდა მისი მთელი სამფლობელოების დაკარგვით საფრანგეთში, ქალაქების გუინისა (Guisne) და კალეს გამოკლებით. ფინანსური სიძნელეები, რომლებშიც მუდმივად იმყოფებოდა მეფე, სამხედრო საჭიროებების შედეგად, ბევრად უწყობდა ხელს ინგლისური კონსტიტუციის განმტკიცებასა და განვითარებას. ედუარდის მეფობის პირველ ხანებში თემები პარლამენტში სხდომებს აწყობდნენ ცალკე ჯენტრისა და დიდგვაროვნებისგან. მაგრამ მალევე წვრილი აზნაურობა შეუერთდა ქალაქების წარმომადგენლებს და ამ შეერთებისგან 1343 წ. წარმოიქნა ქვედა პალატა, რომელმაც დაუყოვნებლივ აიღო თავის თავზე საკანონმდებლო დაწესებულების როლი. სახელმწიფო ჩინების უძველესი კრება კი, რომელშიც ბარონები და პრელატები სხდომებს აწყობდნენ უშუალო ვასალების სახით (peers), ხოლო სხვა გამოჩენილი ადამიანები -- მეფისგან დანიშვნის მიხედვით, ახლა გადაიქცნენ ზედა პალატად, შეინარჩუნეს რა თავიანთთვის სახელმწიფოში უმაღლეს სასამართლოდ სამსახურის პრივილეგია. ემყარებოდნენ რა თავიანთ პარლამენტს, მეფეებს შეეძლოთ მოეგერიებინათ რომის პაპების გამომძალველობანი, რომლებიც იმ დროში ინგლისიდან ღებულობდნენ იმაზე 5-ჯერ უფრო მეტ შემოსავლებს, ვიდრე თავად მეფენი. ედუარდ III-ის დროს გაუქმებულ იქნა ლენური გადასახადი პაპისთვის და აკრძალულ იქნა აპელირება ეროვნულ სასამართლოებზე პაპის კურიისადმი. მაგრამ კიდევ უფრო სახიფათო მტერი აჯანყდა პაპის წინააღმდეგ ოქსფორდელი ღვთისმეტყველის ვიკლიფის სახით (იხ. ეს სიტყვა), რომელიც ეროვნული ოპოზიციიდან გადავიდა დოგმატურ ოპოზიციაზე, და აჯანყდა იერარქიისა და მისი სწავლების წინააღმდეგ. ედუარდ III-ის დროს მთელ ოფიციალურ ურთიერთობებსა და აქტებში, ფრანგული ენის ნაცვლად, უპირატესად დაიწყეს ინგლისური ენის გამოყენება.

ედუარდ III-ის სიკვდილის შემდეგ ტახტი გადავიდა მის მცირეწლოვან შვილიშვილზე რ ი ჩ ა რ დ II-ზე (1377-1399), შავი პრინცის ვაჟიშვილზე (იხ. ეს სახელი). სახელმწიფოს მართავდა სარეგენტო, რომლის სათავეშიც იდგა მეფის ბიძა იოანე ლანკასტერელი. წარუმატებელი ომები საფრანგეთთან და სახელმწიფო ხაზინის სრული გამოფიტვა სულ უფრო და უფრო მეტად ზრდიდნენ თემთა პალატის გავლენას. სახელმწოფო ვალის დასაფარავად, რომელიც 100.000 გირვანქა სტერლინგამდე იყო გაზრდილი, პარლამენტმა ხალხს დააკისრა სულადობრივი გადასახადი, რომელიც ერთნაირი იყო მდიდრებისა და ღარიბებისთვის. ეს უსამართლო ზომა იქცა სიგნალად გლეხების ღია აჟანყებისთვის (1381), ვატ-ტაილერის წინამძღოლობით (იხ. ზევით, გვ. 646). მეფე აჯანყებულებს დაჰპირდა გადასახადების შემსუბუქებას, მაგრამ არ შეასრულა თავისი დანაპირები. ამბოხება ჩახშობილ იქნა სისხლის ნაკადებით. თუმცა კი ამ ამბოხებასა და ვიკლიფის სწავლებას შორის არაფერი საერთო არ ყოფილა, მაგრამ სასულიერო წოდებამ ისარგებლა ამით თავისი მტრის დასაღუპავად. გახდა რა სრულწლოვანი, რიჩარდი პირველ ხანებში თანხმობით ცხოვრობდა პარლამენტთან, და შესძლო ხალხის სიყვარულის შეძენა, მაგრამ არც თუ დიდი ხნით. მიიღო რა მორჩილი ქვედა პალატის თანხმობა, მან თავისთვის საძულველი გლოჩესტერის ჰერცოგი ჩაამწყვდია ციხეში, და იქ მოღალატურად მოუსწრაფა მას სიცოცხლე. მან თვითნებურად დაიწყო უკანონო გადასახადების აკრეფა, მოსამართლეების მოსყიდვა და ხალხისგან გამოწურული ფულებით ნადიმობდა და ფუფუნებაში ცხოვრობდა თავის საყვარლებთან ერთად. ქვეყანამ ზურგი შეაქცია მას და ყველას მზერა მიმართული იყო ახლა ლანკასტერის პრინცის ვაჟიშვილზე, ჰაინრიხზე. მეფემ განდევნა იგი და ჩამოართვა მთელი ქონება. მაგრამ იმ დროს, როდესაც მეფე აწყნარებდა ამბოხებულ ირლანდიელ მთავრებს, ჰაინრიხი დაბრუნდა და მას აღტაცებით შეხვდა ხალხი, როგორც თავის განმათავისუფლებელს. რიჩარდი ტყვედ ჩავარდა და პარლამენტმა იგი დაამხო, ხოლო სამეფო ტახტი გადასცა ჰაინრიხ ლანკასტერელს.

იწყება ლ ა ნ კ ა ს ტ ე რ ი ს სახლის მმართველობა (1399-1461).

 ჰ ა ი ნ რ ი ხ IV-ის მეფობა (1399-1413) აღინიშნა მთელი რიგი შეთქმულებებითა და აჯანყებებით, მაგრამ ჰაინრიხი გამოვიდა გამარჯვებული მთელი ამ განსაცდელებიდან და თავისთვის განიმტკიცა სამეფო ტახტი. რადგანაც ლანკასტერის სახლი თავისი ამაღლებით დავალებული იყო ეკლესიისა და პარლამენტისგან, ამიტომ თემებმა ისარგებლეს ამით თავიანთი უფლებების გაფართოებისა და განმტკიცებისთვის. სასულიერო წოდების საამებლად გამოცემულ იქნა კანონი „ერეტიკოსთა დაწვის შესახებ“, რომელიც მიმართული იყო უპირატესად ვიკლიფის მომხრეების, ლოლარდების წინააღმდეგ (იხ. ეს სიტყვა).

ჰაინრიხ IV-ის შემდეგ სამეფო ტახტზე ავიდა ჰ ა ი ნ რ ი ხ V (1413-1422). გამეფებისთანავე იგი დაუყოვნებლიდ დაემშვიდობა თავის უწინდელ მშფოთვარე ცხოვრებას, თავის გარშემო შემოიკრიბა გამოცდილი მრჩევლები, და დიდსულოვნად დაუბრუნა თავისუფლება და ქონება ბევრ შეთქმულს. ჰაინრიხმა განაახლა ედუარდ III-ის პრეტენზიები საფრანგეთის ტახტზე. შინაგანი უთანხმოებანი და მტრობა, რომლებიც მოიცავდა საფრანგეთს ჭკუაზე შეშლილი მეფის კარლოს VI-ის მმართველობის დროს, ხელს უწყობდა ინგლისურ იარაღს და ხანგრძლივი ომებისა და ბრწყინვლე წარმატებების შემდეგ, უმთავრესად აზენკურთან გამარჯვების (1415) შემდეგ, ბურგუნდიულმა პარტიამ ჰაინრიხს ჩააბარა რეგენტობა (1420) კარლოს VI-ის ქალიშვილის ხელთან ერთად, ასე რომ სიმამრის სიკვდილის შემდეგ იგი ხდებოდა საფრანგეთის მეფედ. მაგრამ იგი მალევე მოკვდა და ორივე გვირგვინის მემკვიდრედ დატოვა თავისი ცხრა თვის ვაჟიშვილი. ჰ ა ი ნ რ ი ხ VI-ის (1422-1461) მცირეწლოვანების დროს სახელმწიფოს მართავდნენ მისი ბიძები, გლოჩესტერი ინგლისში და ბედფორდი საფრანგეთში. დასაწყისში ინგლისური იარაღი წარმატებულად მოქმედებდა კარლოს VII-ის წინააღმდეგ, რომელიც გამოცხადებულ იქნა მეფედ საფრანგეთის სამხრეთში. მაგრამ, ფრანგული ეროვნული გრძნობის გამოღვიძების, ორლეანელი ქალწულის (იხ. ეს სიტყვა) გმირობისა და კარლოს VII-ის შეუპოვრობის წყალობით, ინგლისელებმა ცოტ-ცოტად დაკარგეს მთელი თავიანთი დაპყრობები საფრანგეთში და 1453 წ. მათ ხელში რჩებოდა მხოლოდ მარტო კალე. ომის სამარცხვინო შედეგმა, მეფის სუსტმა ხასიათმა, აგრეთვე დედოფალ მარგარიტა ანჟუელისა და მისი საყვარლების ბოროტმოქმედებებმა გამოიწვია არეულობები და ძლიერი უკმაყოფილება ინგლისში.

კენტში იფეთქა ამბოხებამ ირლანდიელი კედის წინამძღოლობით, რომელმაც ყველას გაახსენა ტაილერის დროება. ლონდონელმა მოქალაქეებმა დააწყნარეს მეამბოხენი და ხალხის ტანჯვა გაძლიერდა. ამით ისარგებლა ჰერცოგმა რიჩარდ იორკელმა, მეფის ნაცვალმა ირლანდიაში; შემოიკრიბა რა თავის გარშემო თავისი ვასალები, იგი მათთან ერთად გაილაშქრა ლონდოზე. ასეთნაირად დაიწყო 30-წლიანი ომი მემკვიდრეობისთვის იორკისა და ლანკასტერის სახლებს შორის, რომელიც ცნობილია თ ე თ რ ი დ ა ა ლ ი ს ფ ე რ ი ვ ა რ დ ი ს ო მ ი ს სახელწოდებით (1455-1485). ალისფერი ვარდის ანუ ლანკასტერების მომხრეებად იყვნენ უპირატესად ჩრდილო-დასავლეთის საგრაფოები, აგრეთვე ვალისი და ირლანდია, ბარონებთან ერთად, მაშინ როდესაც თეთრი ვარდის ანუ იორკების მხარეზე იდგნენ სავაჭრო სამხრეთ-აღმოსავლეთი, მეშჩანთა ფენა, გლეხები და ქვედა პალატა. ნორთჰემპტონის ბრძოლაში (1460) იორკმა ტყვედ შეიპყრო მეფე და აიძულა ზედა პალატა ეღიარებინა იგი სახელმწიფოს პროტექტორად და ტახტის მემკვიდრედ. მაგრამ დედოფალი მარგარიტა თავის მომხრეებთან ერთად მოულოდნელად თავს დაესხა მას ვეკფილდთან, სასტიკად დაამარცხა და იქვე სიკვდილით დასაჯა. მისი თავი, ქაღალდის გირგვინით შემკული, გამოფენილ იქნა იორკის კედლებზე. მაშინ მამის გამო შურისმაძიებლად გამოჩნდა იორკის უფროსი ვაჟიშვილი ედუარდი; მან იჩქარა წასულიყო ლონდონზე, სადაც მოქალაქეებმა იგი სიხარულით მიიღეს და მეფედ გამოაცხადეს (1461). დაუყოვნებლივ გაემართა რა დედოფალთან შესახვედრად, რომელმაც უზარმაზარი არმია შეკრიბა ჩრდილოეთში, მან გადამწყვეტი გამარჯვება მოიპოვა თაუნტონთან, იორკის ახლოს. ჰაინრიხ VI და მარგარიტა გაიქცნენ შოტლანდიაში. ე დ უ ა რ დ IV-ის გამეფების შემდეგ ომი გრძელდებოდა უწინდელი გააფთრებით. შოტლანდიიდან პარიზში გაქცეულმა მარგარიტამ ჰპოვა იქ ლუდოვიკო XI-ის მხარდაჭერა და ჯარით გადასხდა ინგლისში, მაგრამ დამარცხებულ იქნა ვარვიკის მიერ. ჰაინრიხ VI-ის ტახტზე აყვანის ახალი მცდელობა დასრულდა იმით, რომ ჰაინრიხი ტყვედ ჩავარდა და ჩამწყვდეულ იქნა ტაუერში.

განთავისუფლდა რა ასეთნაირად თავისი ყველაზე უფრო საშიში მტრებისგან, ედუარდმა იგრძნო, რომ ხელები გახსნილი აქვს, და გამოავლინა აულაგმავი თვითმპყრობელობა; იგი წაეჩხუბა თავის უწინდელ მოკავშირეს ვარვიკს (იხ. ზემოთ, გვ. 511), რომელიც აჯანყდა მის წინააღმდეგ და შევიდა ლონდონში. ჰაინრიხ VI კვლავ აღდგენილ იქნა ტახტზე და პარლამენტმა ედუარდი გამოაცხადა ხელისუფლების მიმტაცებლად. მაგრამ ნახევარი წლის შემდეგ ედუარდი დაბრუნდა კარლ მამაცის ჯარებით და თიუქსბერისთან გადამწყვეტი დამარცხება მიაყენა ლანკასტერელებს. ვარვიკი დაეცა, უბედური ჰაინრიხ VI დაიღუპა ტაუერში, ხოლო მარგარიტა დიდხანს იტანჯებოდა საპყრობილეში, სანამდე ლუდოვიკო XI-მ არ გამოისყიდა იგი. ლანკასტრების უკანასკნელი სახიფათო მომხრე ჰაინიხ ტიუდორი გაიქცა ბრეტანში. შინაომები დასრულდა. დაღვრილი სისხლის ნაკადების მიუხედავად, მისი უბედურებები თავს დაატყდათ თითქმის მხოლოდ ლორდებსა და მათ ვასალებს. არანაკლებ 80%-ისა დაიღუპა ჯალათის ან მკვლელების ხელით და ბრძოლებში; მიწების მთელი მეხუთედი ნაწილი, სიკვდილით დასჯებისა და კონფისკაციების გზით, გადავიდა მეფის ხელში. ქვედა პალატის ძლიერება გაიზარდა ზედა პალატის ხარჯზე, რომლის ბევრი წევრი დაიღუპა ძმათაშორის ომში. მაგრამ, ზოგადად, ორივე პალატის პრივილეგიები შემცირებულ იქნა გვირგვინის სასარგებლოდ. კვლავ გამოჩნდა თვითნებური გადასახადები იძულებითი სესხებისა და ე. წ. „ნებაყოფლობითი შენატანების“ (benevolences) სახით ჯენტრის, მოქალაქეებისა და ვაჭრების მხრიდან. მართლმსაჯულება შერყვნილ იქნა მრავალრიცხოვანი საპარლამენტო განაჩენებითა და დაგმობებით სახელმწიფო ღალატისთვის (Bills of attainder), აგრეთვე სამეფო საბჭოს სასამართლო პრეროგატივების გაფართოებითაც.

ედუარდ IV-ის სიკვდილის შემდეგ (1483) მეფედ დაუყოვნებლივ იქნა გამოცხადებული მისი უფროსი ვაჟიშვილი, მცირეწლოვანი ე დ უ ა რ დ V. მაგრამ მეფის ბიძა, გლოჩესტერის ჰერცოგი, რიჩარდი, დეუფლა მეფის პიროვნებას და აიძულა პარლამენტი ეღიარებინათ იგი სამეფოს მზრუნველად და მეფისნაცვლად. მან ძალით აიძულა დედოფალი ელიზაბეტი მიეცა მისთვის აღსაზრდელად თავისი მეორე ვაჟიშვილიც, რიჩარდიც, რის შემდეგაც ორივე უფლისწული მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ ჰყავდა ტაუერში. ხალხში დაიწყეს ჭორების დაყრა ედუარდ IV-ის შვილების დაბადების არაკანონირების შესახებ. მყვირალების ჯგუფმა, რომელსაც წინამძღოლობდა ბუკინჰემის ჰერცოგი, რიჩარდს მიართვა, ვითომდა სამეფოს ყველა წოდების მიერ ხელმოწერილი აქტი, რომლის მიხედვითაც იგი აღიარებულ იქნა იორკების სახლის ერთადერთ კანონიერ მემკვიდრედ. ორი დღის შემდეგ მან გვირგვინი დაიდგა რ ი ჩ ა რ დ III-ის სახელით (1483-1485). ამის კვალდაკვალ ედუარდ IV-ის ორივე ვაჟიშვილი მოულოდნელად გაქრა; ისინი გაგუდეს ძილის დროს. დიდგვაროვნების თავისთან შესარიგებლად რიჩარდმა ტყვეობიდან გაანთავისუფლა რამდენიმე თავადაზნაური და მოახდინა თანამდებობებზე რამდენიმე ახალი დანიშვნა. მაგრამ მალევე მან ჩამოიხსნა ნირაბი და გამოავლინა ისეთი სისხლისმსმელობა, რომ თავისი მომხრეებიც კი შეაძრწუნა. ხალხის მზერა მიპყრობილ იქნა უწინდელი მეფეების ერთადერთ ნაშიერზე, ჰაინრიხ ტიუდორზე, რომელიც ცხოვრობდა საფრანგეთში კარლოს VIII-ის კარზე. 1485 წ. 1 აგვიტოს ჰაინრიხი გადასხდა მილფორდში, დაუბრკოლებლად გაიარა ვალისზე და შეუერთდა თავის მომხრეებს. რიჩარდი დიდი ჯარით გამოვიდა მის წინააღმდეგ და 22 აგვისტოს მოხდა გადამწყვეტი ბრძოლა ბოსვორტთან, რომელიც დასრულდა ჰაინრიხის გამარჯვებით. რიჩარდი დაეცა, და ტახტზე ავიდა ტიუდორების სახლი (1485-1603).

III. ტიუდორების სახლის მეფობა (1485-1603 წწ.)

ჰ ა ი ნ რ ი ხ VII-ის გამეფებასთან ერთად (1485-1509) ინგლისში მყარდება არა მხოლოდ ახალი დინასტია, არამედ საგანთა ახალი წესრიგიც. ხალხს სწყუროდა სიმშვიდე და სამოქალაქო ცხოვრების მშვიდობიანი განვითარება, და ჰაინრიხმა ოსტატურად ისარგებლა ამ განწყობილებით, რათა განემტკიცებინა თავისი დინასტია და გაეფართოვებინა გვირგვინის უფლებები. საგარეო სიძნელეები მოგვარებულ იქნა მშვიდობიანი მოლაპარაკებების მეშვეობით საფრანგეთთან და შოტლანდიასთან. მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 1502 წ. სამშვიდობო ტრაქტატი შოტლანდიასთან, რომელსაც ერთი წლის შემდეგ მოჰყვა იაკობის ქორწინება ჰაინრიხის უფროს ქალიშვილზე, მარგარიტაზე; ამან დასასრული დაუდო განუწყვეტელ ომებს ორივე სახელმწიფოს შორის. დიდგვაროვანთა ძლიერება წელში იყო გატეხილი მრავალწლიანი ომებისგან, რომლებშიც დაიღუპა ინგლისის თითქმის მთელი ძველი არისტოკრატია. რათა შეძლებისდა გვარად დამოუკიდებელი ყოფილიყო პარლამენტისგან, ჰაინრიხმა უწინარეს ყოვლისა შემოიღო ყველაზე უფრო მკაცრი ეკონომია სახელმწიფო მეურნეობაში. ამავე განწყობით მან მიაღწია კანონის მიღებას იმის თაობაზე, რომ თავისთვის მენაცვალის დანიშვნის უფლება ეძლეოდა მხოლოდ მეფეს. არისტოკრატიის მოსათოკად დაწესებულ იქნა საგანგებო სასამართლო: „ვარსკვლავიანი პალატა“ (Star Chamber _ სახელწოდება მოდიოდა იმ ოთახისგან, სადაც აწყობდა სხდომებს ეს სასამართლო), რომელსაც უფლება ჰქონდა, ნაფიცი მსაჯულების თანამონაწილეობის გარეშე, დაეწყო დევნა და დადგინა განაჩენები ყველა იმ საქმეზე, რომლებიც შეეხებოდა გვირგვინსა და ფინანსებს. მაგრამ ასუსტებდა რა უმაღლესი წოდებებისა და პარლამენტის ძლიერებას (მისი მმართველობის უკანასკნელ 10 წელიწადში პარლამენტი მოწვეულ იქნა მხოლოდ ერთხელ), ჰაინრიხმა, მეორეს მხრივ, თავისი მფარველობის ქვეშ მიიღო ბურჟუაზია და გამოიჩინა განსაკუთრებული მზრუნველობა ვაჭრობისა და ფლოტის განვითარებაზე, და არ ზოგავდა ამისთვის მნიშვნელოვან ფულად შესაწირებს. თუკი ინგლისელი ხალხი არ ჩავარდა ისეთივე დესპოტიზმის ქვეშ, როგორშიც აღმოჩნდნენ ევროპის სხვა ხალხები, ამით იგი უპირატესად დავალებულია თავისი კუნძულოვანი მდებარეობისგან, რომელიც მის მეფეებს ართმევდა საბაბს მუდმივი არმიის დაარსებისთვის.

ჰაინრიხ VIII (1509-1547) აგრძელებდა თავისი მამის პოლიტიკას. მან სიკვდილით დასჯების მუქარით აიძულა პარლამენტი ფულების დიდი თანხის მისაცემად (1523) და შვიდი წელი მართავდა პარლამენტის გარეშე. როდესაც მას გაუჩნდა აზრი თავის პირველ ცოლთან ეკატერინე არაგონელთან განქორწინების თაობაზე, იგი თავისი მოუთოკავი ნატურის მთელი სიფიცხით შეუდგა ამ გეგმის შესრულებას. იმ წინააღმდეგობამ, რომელსაც იგი წააწყდა თვით საკუთარი სასულიერო წოდების მხრიდანაც კი, მხოლოდ გააძლიერა მისი დაჟინება და შეუპოვრობა, მით უმეტეს, რომ მას მაშინვე შეუყვარდა სასახლის კარის გაბედული ლამაზმანი ანა ბოლეინი. ამ დრომდე ჰაინრიხი იყო მგზნებარე კათოლიკი. ცეცხლითა და მახვილით ილაშქრებდა იგი ვიკლიფის მიმდევრებისა და ლუთერის რეფორმაციის წინააღმდეგ _ და უკანასკნელის წინააღმდეგ თავისი თხზულებების გამო რომის პაპისგან ლეონ X-გან სარწმუნოების დამცველის ტიტულიც (defensor fidei) კი მიიღო. ახლა კი, მიიღო რა უარი პაპისგან ქორწინების გაუქმებაზე, მან გადაწყვიტა თავადაც ჩამოშორებოდა პაპის ტახტს და თავისი ხალხიც ჩამოეშორებინა. 1532 წ. ჰაინრიხმა იქორწინა ანა ბოლეინზე, ხოლო 1533 წ. მაისში სასულიერო სასამართლომ მისი ქორწინება ეკატერინაზე გაუქმებულად აღიარა. უმაღლესობის აქტით (Act of Supremacy) მეფე გამოცხადებულ იქნა ინგლისის ეკლესიის ერთადერთ უმაღლეს მეთაურად, ხოლო კანცლერი თომას კრომველი მის „გენერალ-ვიკარიუსად“. მეფემ თავად მოხაზა ის რელიგიური მუხლები (Articles of Religion), რომლებმაც შეადგინეს ახალი სარწმუნოების ანუ ანგლიკანიზმის საფუძველი. შემდეგ დაიწყო მონასტრების გაუქმება და მათი ქონების კონფისკაცია. ჰაინრიხი დადგა ახლა კანონებზე და რელიგიაზე უფრო მაღლა, მისმა დესპოტიზმმა საზღვრები არ იცოდა. ექვსჯერ იყო იგი დაქორწინებული და მისი უბედური ცოლებიდან ორი ჯალათის მიერ იქნა სივდილით დასჯილი (თავმოკვეთილი). 1539 წ. გამოცემულ იქნა „ექვსი სისხლიანი მუხლი“, რომლებიც სასტიკი სასჯელებით ემუქრებოდა ყველას, ვინც წერილობით ან ზეპირად ილაპარაკებდა გარდაარსების (რუს. пресуществление) დოგმატის წინააღმდეგ, წირვისა და აღსარების წინააღმდეგ და ა. შ. უამრავი ადამიანი დაიღუპა ამ კანონების გამო, და ამასთან როგორც კათოლიკები, ისე პროტესტანტებიც.

ჰაინრიხ VIII-ის შემდეგ ტახტზე ავიდა მისი 9 წლის ვაჟიშვილი იოანა სეიმურისგან, ე დ უ ა რ დ VI (1547-1553), რომლის მაგივრადაც ქვეყანას მართავდა მისი ბიძა სომერსეტი, რეფორმაციის მეგობარი. მთავარეპისკოპოსმა კრანმერმა (იხ. ეს სახელი) შეიძინა განსაკუთრებული გავლენა სახელმწიფო საქმეებზე, რომაული კულტი მოშორებულ იქნა და დევნა წარიმართა კათოლიკების წინააღმდგ. მაგრამ მალევე სახელმწიფოს ყველა ნაწილში იფეთქა აჯანყებებმა. საეკლესიო ქონება, მონასტრების განადგურების შემდეგ, უმეტეს წილად აღმოჩნდა ხარბი კარისკაცებისა და უმაღლესი თავადაზნაურობის ხელში. სომერსეტმა მოინდომა დახმარებოდა გლეხებს და საგანგებო კომისრებიც კი დანიშნა მათი საჩივრების განსახილველად. მაგრამ ამით მან თავის წინააღმდეგ აღაგზნო თავადაზნაურთა მრისხანება, რომელთაც სათავეში ჩაუდგა მისი უბოროტესი მტერი, გრაფი ვარვიკი, ნორთუმბერლანდის ჰერცოგი. მან დაამხო პროტექტორი და მისი ადგილი დაიკავა. ერთი წლის შემდეგ სომერსეტს ჯალათმა თავი მოჰკვეთა. გლეხთა ამბოხებები ჩახშობილ იქნა გერმანული და იტალიური დაქირავებული ჯარების მიერ. დაახლოებით იმავე დროს კრანმერმა, უცნობილესი პროტესტანტული ღვთისმეტყველების თანადგომით, რომელთა შორისაც ბევრი კალვინისტი იყო, გამოიმუშავა „39 მუხლი სარწმუნოებისა“ (39 Articles of faith), რომლებიც შეადგენენ ანგლიკანური ეკლესიის საფუძველს. 1552 წ. პარლამენტმა, მოისმინა რა სასულიერო წოდების აზრი, ეს მუხლები აიყვანა სახელმწიფო კანონის ხარისხში, რომელიც, არც თუ დიდი ცვლილებებით, შენარჩუნებულია ჩვენს დრომდე. ედუარდ VI იყო ნიჭიერი, განათლებული ჭაბუკი, კეთილი, რბილი ბუნებით, რომლისგანაც შესაძლოა ბევრი სასიკეთო რამის მოლოდინი ჰქონოდათ მომავალში, რომ არა მისი სუსტი ჯანმრთელობა. ისარგებლა რა ავადმყოფი მეფის ხასიათის სისუსტით, ვარვიკმა დაითანხმა იგი ჩამოეშორებინა თავისი დები, მარია და ელიზაბეტი, ტახტის მემკვიდრეობისგან და თავის მენაცვალედ დაენიშნა შორეული ნათესავი, იოანა გრეი, მგზნებარე პროტესტანტი და ნორთუმბერლანდის რძალი.

მაგრამ, ედუარდის სიკვდილის შემდეგ ტახტს განსაკუთრებული წინააღმდეგობის გარეშე დაეუფლა ჰაინრიხ VIII-ის ქალიშვილი ეკატერინე არაგონელისგან, მ ა რ ი ა (1553-1558), ხოლო ნორთუმბერლანდი და გრეი სიკვდილით დასაჯეს. კათოლიციზმისადმი ფანატიკურად ერთგულმა მარიამ დაუყოვნებლივ დაიწყო საეკლესიო რეაქცია, რომელიც კიდევ უფრო გამწვავდა მისი ქორწინების შემდეგ ფილიპ ესპანელთან, მაშინ ჯერ კიდევ უფლისწულთან (პრინცთან). დაიწყო სიკვდილით დასჯების 5-წლიანი პერიოდი, რომლებმაც მარიას მოუტანეს მეტსახელი ს ი ს ხ ლ ი ა ნ ი (Bloody). განახლებულ იქნა ძველი კანონები ერეტიკოსების წინააღმდეგ, რომლებთანაც ახლა მიკუთვნებული იყვნენ მთელი პროტესტანტები. პარლამენტი ითმენდა ამ გაშმაგებას, მაგრამ მას მაინც ეყო ვაჟკაცობა იმისთვის, რათა უარი ეთქვა მარიასთვის სუბსიდიებზე, რომლებსაც იგი მოითხოვდა იმპერატორის დასახმარებლად საფრანგეთის წინააღმდეგ. მარიამ დაიწყო ომი თავისი რისკით და დაკარგა კალე (1558), ინგლისის უკანასკნელი სამფლობელო საფრანგეთის ნიადაგზე. ამ დანაკარგმა საბოლოოდ გამოაცალა მას ძალები და იგი მალევე მოკვდა (1558 წ. 18 ნოემბერს).

მარიას სიკვდილსა და მისი ნახევარდის, ელიზაბეტის, ანა ბოლეინის ქალიშვილის (1558-1603) ტახტზე ასვლას მთელი ერი აუხსნელი აღტაცებით მიესალმა. ახალი დედოფალი, რომელიც მაშინ სულ 25 წლისა იყო, განთქმული გახლდათ თავისი გონებით, ვაჟკაცური ხასიათითა და განათლბულობით, და უკვე დიდი ხანია შეძენილი ჰქონდა ხალხის სიმპათია, რომელიც მასში ხედავდა წამებულს პროტესტანტული სარწმუნოებისთვის. დაიახლოვა რა თავისთან გულწრფელი პროტესტანტი უილიამ სესილი, სახლგანთქმული ლორდი ბორლეი, და თავაზიანად უარყო რა ფილიპ II-ის საქორწინო შემოთავაზება, მან მაშინვე უჩვენა ყველას, რომ არა აქვს განზრახული თავისი წინამორბედის ნაკვალევზე სიარული. მისი ერთერთი პირველი გეგმა იყო ედუარდ VI-ის დროს არსებული საეკლესიო წესების რამდენადმე უფრო შერბილებული ფორმებით აღდგენა. სახელმწიფო მეურნეობაში ელიზაბეტმა მაშინვე დაამყარა წესრიგი და მომჭირნეობა, რომლებმაც მას საშუალება მისცეს საქმისთვის თავი გაერთვა პარლამენტის გარეშეც, რომელიც მას გულში არ უყვარდა. მთელი მისი 45-წლიანი მეფობის განმავლობაში მის მიერ პარლამენტისგან მოთხოვნილმა სუბსიდიებმა არ გადააჭარბა 3 მლნ. გირვანქა სტერლინგს. ადმინისტრაციის მიერ ზოგიერთი ბოროტად გამოყენების, გადასახადებისა და საბაჟო მოსაკრებლების სიმძიმის მიუხედავად, სავაჭრო მონოპოლიებისა და სამართალწარმოების ნაკლოვანებების მიუხედავად, ინგლისმა ამ ქმედითი დედოფლის მმართველობის ხანაში განიცადა გადატრიალება, რომელმაც ღრმა გავლენა იქონია მის მთელ შემდგომ ისტორიაზე. მიწათმოქმედებამ მიაღწია აყვავების მაღალ ხარისხს. მრეწველობამ, რომელშიც, თუ არ ჩავთვლით შალის მატერიების გამოყვანას, ინგლისელები შორს ჩამორჩებოდნენ გერმანელებსა და ჰოლანდიელებს, სწრაფად იწყო განვითარება. წარმოიქმნა წარმოების ახალი დარგები; ბაზარზე დაიწყო ინგლისური ლითონისა და აბრეშუმის ნაკეთობების გამოჩენა. საგარეო ვაჭრობამ თავისთვის ჰპოვა მოულოდნელი ბაზრები, ზღვაოსნობის არაჩვეულებრივი წარმატებების წყალობით. ისეთმა მამაცმა მეზღვაურებმა, როგორებიც იყვნენ დრეიკი, ესპანური ფლოტის რისხვა, ფრობიშერი და სხვები, ინგლისურ გემებს გაუხსნეს გზა ყველა ზღვაში. რალეიმ დააარსა პირველი კოლონია ამერიკაში, რომელსაც ეწოდა ვირჯინია, ქალწული დედოფლის პატივსაცემად; დევისმა აღმოაჩინა სრუტე, რომლიც მის სახელს ატარებს; სხვები მიდიოდნენ ახალ მიწამდე, ჩინეთამდე და ისლანდიამდე. რუსეთთან ქმედითი ურთიერთობების გარდა, აწყობილ იქნა ურთიერთობები ლევანტთან და ოსტ-ინდოეთთან. 1600 წ. 31 დეკემბერს დედოფალმა უბოძა პირველი სიგელი ოსტ-ინდოეთის კომპანიას.

საგარეო პოლიტიკას აწარმოებდნენ ერის ინტერესებისა და შცვლილი განწყობილების შესაბამისად; ყველაზე უფრო საშინელი დარტყმბი მიმართული იყო ესპანეთის, კათოლიციზმის ამ მთავარი საყრდენისა და ზღვათა მფლობელის წინააღმდეგ. მრავალრიცხოვანი ექსპედიციები ესპანური ფლოტებისა და ნავსადგურების წინააღმდეგ ყველა ზღვაში დაგვირგვინდა წარმატებით და ქვეყანა გაამდიდრა აურაცხელი საგანძურებით; სახელგანთქმული ესპანური არმადის განადგურებამ 1588 წ. 8 აგვისტოს, სამუდამოდ გატეხა ესპანეთის საზღვაო ძლიერება და გადამწყვეტი ბიძგი მისცა ინგლისის საზღვაო ძალების განვითარებას. სახელმწიფოს შიგნით ელიზაბეტის მეფობას არაერთხელ ამწუხრებდა არეულობები და აჯანყებები, რომლებიც თავმოყრილი იყო უპირატესად შოტლანდიის დედოფლის მარიამ სტიუარტის გარშემო (იხ. ეს სახელი). ელიზაბეტის დედოფლობასთან ერთად იწყება ის გრძელი ირლანდიური მარტიროლოგი, რომლის დასასრულიც, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ არ დამდგარა აქამომდე. ინგლისური პარლამენტის დადგენილებით, ირლანდიაში შემოღებულ იქნა საეპისკოპოსო ეკლესია და იქაური საეკლესიო ქონებანი ჩამორთმეულ იქნა ახალი სასულიერო წოდების სასარგებლოდ, მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის უმეტესობა იყო და რჩებოდა კათოლიკურად. ინგლისისა და შოტლანდიის ურთიერთობებმა, სადაც ელიზაბტის პოლიტიკამ და მისმა ჩარევამ სტიუარტების საქმეებში გამოიწვია ძლიერი არეულობები, უფრო მშვიდობიანი ხასიათი მიიღო იაკობ VI-თან დადებული ბერვიკის ხელშეკრულების (1586) შემდეგ. ელიზაბეტთან ერთად შეწყდა ტიუდორების სახლი და ტახტზე ავიდა მარიამ სტიუარტის ვაჟიშვილი იაკობ VI (ინგლისში _ პირველი), რომელიც ელიზაბეტმა თავის მემკვიდრედ დაასახელა სასიკვდილო სარეცელზე.

IV. სტიუარტების სახლის მეფობა (1603-1688 წწ.)

ს ტ ი უ ა რ ტ ე ბ ი ს ს ა ხ ლ ი ს მეფობის ხანა მოიცავს (1603-1688 წწ.). იაკობ I-მა (1603-1625), მარიამ სტიუარტის ვაჟიშვილმა და ჰაინრიხ VII-ის ჩამომავალმა ქალური ხაზით, თავის თავში შაერთა სამივე გვირგვინი: ინგლისის, შოტლანდიისა და ირლანდიის. მის დროს საფუძველი დაედო იმ დაშლას სახელმწიფოსა და ეკლესიაში, რომელმაც ოთხი ათწლეულის შემდეგ გამოიწვია სამეფო ხელისუფლების რევოლუციური დამხობა. თავად იაკობი, რომელიც ხალისიანად და ვრცლად ლაპარაკობდა პარლამენტისა და ეპისკოპოსების წინაშე თავისი სამეფო ხელისუფლების შეუზღუდავი ყოვლისშემძლეობის შესახებ, არსობრივად, სულაც არ იყო ტირანი, არამედ უფრო სწავლული პედანტი, უპასუხისმგებლო იარაღი უღირსი ფავორიტებისა, რომლებიც ჯიბეებს ივსებდნენ მეფისა და ხაზინის ქონებით და ფიქრობდნენ მხოლოდ საკუთარი თავისა და თავიანთი კრეატურების გამდიდრებაზე.

ინგლისში ჩასულ იაკობს შეხვდნენ საერთო მოლოდინით ცვლილებებისკენ. კათოლიკებსა და პურიტანებს ერთნაირად სწყუროდათ ელიზაბეტის კანონების შეცვლა, რომლებიც მძიმე იყო ორივესთვის; მაგრამ მეფე ამის წინააღმდეგი იყო. მართალია, კათოლიკებთან მიმართებით იაკობი პირველ ხანებში ავლენდა გარკვეულ მშვიდობისმოყვარეობას და მნიშვნელოვნად შეამსუბუქა სასტიკი სასჯელები, რომლებიც მათ ემუქრებოდა წარსული მეფობისას. მაგრამ, შეშინებულმა კათოლიციზმის უჩვეულო აღმავლობითა და რომის პაპისადმი ხალხის სიძულვილით, მან მიმართა ახალ სისასტიკეებს კათოლიკების წინააღმდეგ და ამით თავის თავზე დაიტეხა მათი შეურიგებელი სიძულვილი. მის დევნაზე საპასუხოდ იყო ე. წ. დენთის შეთქმულება (იხ. ეს სიტყვა), რომლის მიზანიც შედგებოდა პრლამენტის აფეთქებაში მეფის მიერ მისი გახსნის მომენტში, მეფის შვილების შეპყრობასა და რევოლუციის მოხდენაში (1605). გაძლიერებულ იქნა კათოლიკების დევნა. მთავრობის საგარეო პოლიტიკა სულაც არ შეეფერებოდა ხალხის სურვილებს. თავიდან იაკობმა თითქოს-და გაბედა გამოსულიყო პროტესტანტიზმის დამცველად მატერიკზე და 1612 წ. თავისი ქალიშვილი ელიზაბეტი მიათხოვა კიდეც პროტესტანტული უნიის მეთაურს, ფრიდრიხ V პფალცელს; მაგრამ უკვე 1613 წ. ამ ქორწილისთვის საჭირო ფულების გამო მას მოუხდა სერიოზული შეჯახება პარლამენტთან. მთავრობის ყველა ფულად მოთხოვნაზე ოპოზიცია პასუხობდა საჩივრებით უკანონო გადასახადებზე და ადმინისტრაციის მხრიდან ბოროტად გამოყენებებზე, გმოხატავდა რა სრულ უნდობლობას მთავრობის საშინაო და საგარეო პოლიტიკისადმი. მეფემ დაითხოვა პარლამენტი და, მიჰყვებოდა რა თავისი ფავორიტების ჩაგონებებს, განსაკუთრებით ბუკინჰემისა და საკუთარი ვაჟიშვილის, ვალისის პრინცის კარლის, დაიწყო ფიქრი ესპანეთთან კავშირის შესახებ, საიდანაც მას აძლევდნენ იმედებს ტახტის მემკვიდრის ქორწინების თაობაზე ერთერთ ინფანტასთნ. იაკობმა თითქმის მონაწილეობის გარეშე გაუშვა 30-წლიანი ომის დასაწყისი, და როდესაც, ბოლოს და ბოლოს, იმ კატასტროფის გამო, რომელიც თავს დაატყდა მის სიძეს, ბოჰემიის ბედუკუღმართ მეფეს, მან მოიწვია პარლამენტი, რათა ეთხოვა მისგან სუბსიდია, მაშინ უკანასკნელმა მისცა მას ძალზედ მცირე თანხა, დაპირებით, რომ გაზრდიდა მას, როდესაც ომისთვის მზადებები ნამდვილად იქნებოდა წარმოებული და პარლამენტსაც კვლავ მოიწვევდნენ. იმავე დროს პარლამენტმა მოითხოვა სასამართლო გაყიდულ მოხელეებზე, დაიწყო პროცესი მინისტრების წინააღმდეგ და გაასამართლა ისინი. სხვათა შორის თანამდებობა დაატოვებინეს და ფულადი ჯარიმა დააკისრეს თავად კანცლერ ბეკონს, რომელმაც აღიარა მის მიერ მართლმსაჯულებით ვაჭრობა.

ხელისუფალთა ახალი შეჯახება მოხდა ესპანური ქორწინების შესახებ საკითხის გამო, რომელშიც პარლამენტი ხედავდა უდიდესი უბედურებების წყაროს მომავლისთვის. იაკობმა გამოაცხადა, რომ პარლამენტს არა აქვს უფლება ერეოდეს იმ საქმეებში, რომლებშიც არ კითხულობენ მის აზრს, ხოლო თემთა პალატამ თავის ოქმებში შეიტანა, რომ „მის ჩინებს ეკუთვნით უფლება გამოთქვამდნენ თავიანთ აზრს ყველა საკითხზე, რომლებიც ეხება საერთო სიკეთეს და რომლებსაც იგი ჩათვლის საჭიროდ დაუქვემდებაროს თავის განხილვას“. მეფემ ამოხია ეს პროტესტი ოქმიდან და დაითხოვა პარლამენტი. სიცოცხლის მიწურულს იაკობმა აღაგზნო საყოველთაო ზიზღი თავის მიმართ ქვეყანაში, როგორც ესპანელებისა და პაპისტების თანამოაზრემ. პურიტანებმა შოტლანდიასა და ინგლისში კვლავ წამოჰყვეს თავები, ხოლო ირლანდიაში რელიგიური ფანატიზმით გაღვივებული ტომობრივი მტრობა გამოიხატა ველური აჯანყებებითა და ინგლისელი კოლონისტების მიერ ირლანდიელების არაადამიანური ტანჯვით. მემკვიდრე პრინცმა კარლმა, ესპანეთში ამაო მგზავრობის შემდეგ (იხ. ბუკინჰემი, IV, 873), თავისი მეგობრის თანხლებით, იქორწინა მარია-ჰენრიეტაზე, ჰაინრიხ IV-ის ქალიშვილზე, და, ამ ქორწინების წყალობით, მოხდა დროებითი შერიგება პარლამენტთან. იმ მომენტში, როდესაც გარდაიცვალა იაკობი, ინგლისი ემზადებოდა ომისთვის ესპანეთისა და იმპერატორის წინააღმდეგ. ახალმა მეფემ კ ა რ ლ I-მა (1625-1649), რომელიც სავსებით იზიარებდა თავისი მამის აბსოლუტისტურ პრეტენზიებს, თანაც აღემატებოდა მას გონიერებითა და გაბედულებით, არ დააყოვნა ჩაბმულიყო ბრძოლაში პარლამენტთან. პირველი პარლამენტი მალევე დათხოვნილ იქნა. მაგრამ იმავე დროს, სურდა რა მიემხრო თავის მხარეზე ხალხის სიმპათიები, კარლმა გადაწყვიტა უფრო მეტი ენერგიით გამოსულიყო საგარეო პოლიტიკაში. მან მიმრთა დიდი პროტესტანტული კავშირის შექმნის მცდელობას მატერიკზე და გაგზავნა ექსპედიცია კადიქსთან. ვერც ერთი და ვერც მეორე საქმე ვერ გამოვიდა, და მას მოუხდა ისევ მიემართა პარლამენტისთვის. 1626 წ. ახალმა არჩევნებმა მისცა ისეთივე მტრულად განწყობილი საკრებულო, როგორიც იყო პირველი.

პარლამენტმა ბრალი დასდო ბუკინჰემს შეთქმულებაში ხალხის თავისუფლების წინააღმდეგ და მოითხოვდა სასამართლოსთვის მის გადაცემას. მეფემ ამაზე უპასუხა, რომ მინისტრი ასრულებდა მხოლოდ მის ბრძანებებს, და ხელმეორედ დაითხოვა პარლამენტი. ამას მოჰყვა ახალი ღონისძიებები და ახალი წარუმატებლობანი. ბუკინჰემს, რათა ესიამოვნებინა ხალხისთვის, ახლა განზრახული ჰქონდა დახმარება აღმოეჩინა ფრანგი პროტესტანტებისთვის, რომლებიც ჩაკეტილი იყვნენ ლა-როშელის ციხე-სიმაგრეში. ამ ახალ ექსპედიციაზე ხარჯების დასაფარავად მეფემ გამოაცხადა იძულებითი სესხი. მათ, ვინც უარს ამბობდა გადახდაზე, სვამდნენ ციხეში, ტანჯავდნენ სახლებში სამხედროთა ჩაყენებით და გადასცემდნენ სამხედრო სასამართლოს. ექსპედიცია ლა-როშელისკენ დასრულდა დამარცხებითა და ხაზინის სრული დაცარიელბით. ასეთ შევიწროვებულ გარემოებებში კარლი იძულებული იყო მოეწვია ახალი პარლამენტი (1628). გრძნობდნენ რა თავიანთ ძალას, თემები ახლა ალაპარაკდნენ სხვა ტონით. ფულების მოთხოვნებზე მათ განაცხადეს, რომ ერთ გროშსაც არ მისცემენ მანამდე, სანამ არ იქნება აღმოფხვრილი მათ მიერ მოხსენიებული ბოროტად გამოყენებანი, და, რათა დაიფარონ თავიანთი წვრები თვითნებური დაპატიმრებებისგან, შეადგინეს ე. წ. „პეტიცია უფლებების შესახებ“ (Petition of Rights) (იხ. ეს სიტყვა), რომელიც, „დიდი ქარტიის“ თანაბრად, ქმნის ინგლისური კონსტიტუციის ერთერთ ძირითად საფუძველთაგანს. მეფე დიდხანს არ თანხმდებოდა ამ ახალი კანონის დამტკიცებაზე, მაგრამ იძულებული გახდა დაეთმო, როდესაც პარლამენტმა დაადგინა გადაეცათ ბუკინჰემი სასამართლოსთვის. მალევე ამის შემდეგ უკანასკნელი მოკლულ იქნა, რამაც დიდი სიხარული გამოიწვია ხალხში. განრისხებულმა მეფემ ბრძანა პარლამენტის დახურვა. მაგრამ როდესაც სპიკერმა შეატყობინა კრებას მეფის ნება, იგი ძალით დასვეს ისევ სვარძელში და, ჩაკეტეს რა კარი, მიიღეს ოპოზიციის მთავარი ბელადის ელიოტის წინადადება „აღიარებულ იქნას სახელმწიფოს მტრად ყოველი, რომელიც შემოიღებს პაპიზმს ინგლისში ან დაიწყებს გადასახადებისა და ბაჟების აკრეფას პარლამენტის ნებართვის გარეშე“. მეფემ ციხეში ჩასვა ელიოტი და მისი ამხანაგები და განაცხადა, რომ განზრახული აქვს მართოს ქვეყანა პარლამენტის გარეშე, „ღვთის მიერ მისთვის ჩაბარებული საშუალებებით“. ამის კვალდაკვალ მან იჩქარა დაედო ზავი საფრანგეთთან და ესპანეთთან, რათა თავისუფალი ჰქონოდა ხელები შინაგანი მტრების დასაწყნარებლად.

დადგა 11-წლიანი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მეფე მართავდა პარლამენტის გარეშე. მის ნებას ხელმძღვანელობდნენ ჭკვიანი, ენერგიული, მაგრამ დაუნდობელი სახელმწიფო ადამიანები, კენტერბერის მთავარეპისკოპოსი ლაუდი (იხ. ეს სახელი) და ვენთვორტ-სტრაფორდი (იხ. სტრაფორდი), რომელიც უწინ ოპოზიციის ერთერთი ბელადთაგანი იყო, მაგრამ შემდეგ გადავიდა მეფის მხარეზე. რადგანაც ფულები მაინც არ იყო, ამიტომ გადასახადების გამოძალვა დაიწყეს სამხედრო ძალისა და ყველანაირი შესაძლო უკანონობების მეშვეობით. იმ პირებს, რომლებიც უარს ამბობდნენ თვითნებური გადასახადების გადახდაზე, სჯიდნენ დაუთვალავი სატანჯველებით: ნაფიც მსაჯულთა სასამართლოები შეცვალეს გვირგვინის სამსჯავროებით, რომლებიც ცდილობდნენ ერთმანეთისთვის ეჯობნათ თავიანთი პატრონის ნების მაამებლობაში. მეფემ მიზნად დაისახა აღმოეფხვრა პრესვიტერიანობა შოტლანდიაში და შემოეღო იქ საეპისკოპოსო ეკლესია. 1637 წ. ლაუდმა გააგზავნა იქ განყოფილება მაღალი კომისიისა (ასე უწოდებდნენ უმაღლეს სამსჯავროს საეკლესიო საქმეებზე), მის მიერ გამომუშავებული ლიტურგიის დაუყოვნებლივ დასაწესებლად, ანგლიკანური ნიმუშის შესაბამისად. ამაოდ აგზავნიდნენ შოტლანდიელები შუამდგომლობებს მეფესთან ახალი წესების გაუქმების თაობაზე; მეფე პასუხობდა, რომ უმალ სიკვდილს ამჯობინებს, ვიდრე დაუთმობს. მაშინ 1638 წ. 28 თებერვალს ედინბურგში გამოცხადებულ იქნა რევოლუციური მთავრობა, რომლის პირველი ნაბიჯიც შედგებოდა 1580 წ. კონვენტის განახლებაში (იხ. ეს სიტყვა). მეფემ შოტლანდიაში გააგზავნა მარკიზი ჰამილტონი მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ შოტლანდიელებმა ახლა არასაკმარისად მიიჩნიეს მის მიერ გაკეთებული დათმობები, და გენერალურმა სინოდმა გლაზგოში საზეიმოდ გააუქმა საეპისკოპოსო მოწყობა. ორივე მხარემ იარაღს მოჰკიდა ხელი.

ომის წარმოებისთვის მეფეს სჭირდებოდა ფულები _ და აი, 11-წლიანი გადავადების შემდეგ, პარლამენტი კვლავ იქნა მოწვეული, 1640 წ. 13 აპრილს. მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ნებართვა მიეცათ მეფის მიერ მოთხოვნილö სუბსიდიებზე, თემებმა უწინარეს ყოვლისა მოითხოვეს მთავრობის მთელი ძალადობრივი ზომების გაუქმება და საეკლესიო პოლიტიკის სრული შეცვლა. ლორდები ამაოდ ცდილობდნენ შეთანხმების მოწყობას; მეფე ჯიუტობდა და 5 მაისს დაითხოვა პარლამენტი. აგვისტოში შოტლანდიელები გადმოვიდნენ სასაზღვრო მდინარე ტვიდზე, დაამარცხეს მათ წინააღმდეგ გაგზავნილი სამეფო ჯარების რაზმი და დაეუფლნენ ნიუ-კასტლს. ამ ძნელ მდგომარეობაში მეფემ მოიწვია იორკში პარლამენტის მხოლოდ ზედა პალატა; მაგრამ ლორდები ვერ ბედავდნენ ომის წარმოებისთვის პასუხისმგებლობის თავიანთ თავზე აღებას. ამის შედეგად მეფემ შოტლანდიელებთან დადო სამშვიდობო ხელშეკრულება რიპონში (1640 წ. 14 ოქტომბერს), რომლის მიხედვითაც უკანასკნელებმა თავიანთ ხელში შეინარჩუნეს კუმბერლენდისა და დერჰემის საგრაფოები, როგორც გაწეული სამხდრო ხარჯებისთვის ანაზღაურების გადახდის საწინდარი. კარლს ახლა აღარ რჩებოდა სხვა გამოსავალი, თუ არა მოეწვია პარლამენტი, რომელიც გაიხსნა 1640 წ. 3 ნოემბერს და ცნობილია ისტორიაში „ხანგრძლივი პარლამენტის“ სახელწოდებით (იხ. ეს სიტყვა). უმრავლესობა მასში ეკუთვნოდა პურიტანებს. ზოგიერთი ლორდიც შეუერთდა ოპოზიციას. მეფე მოითხოვდა ფულს შოტლანდიური ამბოხების ჩასახშობად; თემებმა უპასუხეს მთავრობის ბოროტად გამოყენებათა გრძელი სიის წარმოდგენით. დიდი ხნის განმავლობაში სიძულვილმა მეფის მოხელეების მიმართ ახლა იფეთქა მგზნებარე ალით; თემებმა ბრალი დასდეს სტრაფორდსა და ლაუდს სახლმწიფო ღალატში და ორივენი ჩასვეს ციხეში. მეფის წინააღმდეგობა გატეხილ იქნა. პარლამენტმა დახურა ვარსკვლავიანი პალატა და მაღალი კომისია და 1641 წ. იანვარში აიძულა მეფე გამოეცა კანონი, რომელიც პარლამენტს აძლევდა უფლებას შეკრებილიყო ყოველი 3 წლის შემდეგ, თვით მეფის მიერ მოწვევის გარეშეც. სტრაფორდის ბრწყინვალე დაცვის მიუხედავად, რომელსაც თავად იგი აწარმოებდა, იგი ბრალდებულ იქნა ქვეყნის თავისუფლების ხელყოფაში და მიესაჯა სიკვდილით დასჯა. მეფემ ხელი მოაწერა სასიკვდილო განაჩენს, და 1641 წ. 11 მაისს სტრაფორდი დასჯილ იქნა.

კარლ I ცდილობდა აენაზღაურებინა შოტლანდიაში ის, რაც მას დაკარგული ჰქონდა ინგლისში. 20 აგვისტოს იგი გაემგზავრა იქ პარლამენტის სადამკვირვებლო კომისიის თანხლებით. მაგრამ ამ დროს ირლანდიაში, რომელიც სულ ახლახანს იქნა დამშვიდებული სტრაფორდის მკაცრი მმართველობის ქვეშ, იფეთქა ველურმა ტომობრივმა და რელიგიურმა აჯანყებამ. ირლანდიელი კათოლიკები, რომლებიც თავიანთ თავს უწოდებდნენ „სამეფო არმიას“, 1641 წ. შემოდგომაზე აჯანყდნენ თავიანთი პროტესტანტი შემავიწროვებლების წინააღმდეგ. თემთა პალატამ ამ დროს მეფეს მიართვა „დიდი რემონსტრაცია“, რომელიც თავის თავში შეიცავდა 200-ზე მეტ საბრალდებო პუნქტს მთავრობის წინააღმდეგ და მოთხოვნას, რათა ეპისკოპოსები გარიცხული ყოფილიყვნენ ლორდების პალატიდან და სასამართლოებიდან. მეფემ მშვიდად მოუსმინა რემონსტრაციას, მაგრამ შემდეგ, 1542 წ. 3 იანვარს მოსთხოვა პარლამენტს მისთვის ოპოზიციის მიცემა, როგორც დამნაშავეებისა სახელმწიფო ღალატში. სპიკერმა უარი უთხრა მათ მიცემაზე, და მიუთითებდა საპარლამენტო პრივილეგიებზე. მაშინ, დედოფლის რჩევით, მეფე მეორე დღეს პირადად გამოცხადდა პარლამენტში დამნაშავეების წამოსაყვანად; მაგრამ „ჩიტები გაფრინდნენ“, და იგი ხელცარიელი დაბრუნდა უკან. პარლამენტის დასახმარებლად გამოცხადდა ლონდონის მილიცია და ამით უპირატესობა მოუტანა „მრგვალთავიანებს“, როგორც ახლა შეარქვეს პურიტანებს მათი მოკლედ შეჭრილი თმების გამო. პარლამენტი ქირაობდა ჯარებს; სამეფო კარი გაეცალა იორკში და თავის გარშემო იკრებდა თავის მომხრეებს, „კავალრებს“, დედოფალი კი თავისი განძეულობით გადმოვიდა მატერიკზე იარაღის შესაძენად. პარლამენტმა გამოიყვანა 25-ათასიანი არმია, გრაფ ესექსის უფროსობით, მაშინ როდესაც, მეფეს ჰყავდა სულ 12 ათასი ადამიანი, მაგრამ გამოცდილები და კარგად განსწავლულები.

პირველ ხანებში ომი წარმოებდა გარდამავალი ბედნიერებით; სამეფო არმია საჭიროებდა ფულს, საპარლამენტოს კი არ ჰყოფნიდა საბრძოლო გამოცდილება. 1643 წ. ივნისში შოტლანდიელებმა კავშირი დადეს პარლამენტთან და 1644 წ. იანვარში მათი მნიშვნელოვანი რაზმი შეუერთდა ინგლისის საპარლამენტო არმიას. თავის მხრივ, არმიის სახსრების გასაზრდელად, მეფმ მოიწვია კონტრ-პარლამენტი ოქსფორდში, რომელზედაც გამოცხადდა 83 ლორდი, მაგრამ ქვედა პალატის სულ 173 წევრი. 1644 წ. 2 ივლისს სამეფო ჯარებმა, კურფიურსტის ფრიდრიხ პფალცელის ვაჟიშვილის რუპრეხტის უფროსობით, სასტიკი დამარცხება განიცადეს მარსტონმურთან, და მხოლოდ იმ უთანხმოებებმა, რომლებიც დაიწყო არმიის გარემოში და თავად პარლამენტშიც, დროში შეაყოვნეს მეფის საბოლოო დაღუპვა. პარტლამენტის კედლებსა და მის ჯარში ცოტ-ცოტად უპირატესობის ხელში ჩაგდება დაიწყო ჯერ კიდევ რიცხობრივად მცირე, მაგრამ შინაგნი ძლიერებით გამორჩეულმა ინდეფენდენტების პარტიამ (იხ. ეს სიტყვა), რომელიც თავის პოლიტიკურ და საეკლესიო მისწრაფებებში მიდიოდა გაცილებით უფრო შორს, ვიდრე ეს სურდა ხალხის უზარმაზარ მასას. პარლამენტი მხოლოდ მათგან იყო დავალებული თავისი პირველი დიდი გამარჯვებით, მაშინ როდესაც ჯარის მთავარი უფროსი, ესექსი, დამარცხებულ იქნა სამეფო ჯარების მიერ კორნვალისში. იმისთვის, რათა ესექსი და სხვა პრესვიტერიანელი გენერლები განედევნა არმიიდან, ინდეფენდენტმა კრომველმა აიძულა პარლამენტი გამოეცა „ბილი თვითუარისთქმის შესახებ“, რომლის მიხედვითაც პარლამენტის წევრებს ეკრძალებოდათ სამხდრო ან სამოქალაქო თანამდებობების დაკავება. ეშინოდათ რა ინდეფენდენტების უპირატესობისა, პრესვიტარიანელებმა პარლამენტში დაიწყეს გადახრა მშვიდობის სასარგებლოდ, და 1644-1645 წწ. ზამთარში დაიწყეს მოლაპარაკებები მეფესთან უქსბრიჯში, რომლებსაც რაიმე შედეგი არ მოჰყოლია.

1645 წ. ზაფხულში კრომველმა და ფერფაქსმა მოიგეს სახელგანთქმული ბრძოლა ნეზბისთან, ამასთან მათ ხელში ჩაიგდეს კარლის კორესპონდენცია უცხოურ დერჟავებთან. ღალატში მხილებული მეფე ხსნას ეძიებდა ახალ მოლაპარაკებებსა და დათმობებში, მაგრამ განიცადა რა წარუმატებლობა, საიდუმლოდ დატოვა ოქსფორდი, რათა ნებაყოფლობით ჩაბარებოდა ხელში შოტლანდიელებს. მათ იგი პატივისცემით მიიღეს, და იმედოვნებდნენ ეპოვნათ მასში მოკავშირე მათთვის საძულველი ინდეფენდენტების წინააღმდეგ; მაგრამ როდესაც კარლმა უარი თქვა ხელი მოეწერა „კოვენანტზე“, აცდუნებდა რა მათ მხოლოდ დაპირებებით და ზურგს უკან ურთიერთობები ჰქონდა მათ მტრებთან, შოტლანდიელებმა მისცეს იგი 400.000 გირვანქა სტერლინგის საზღაურად ინგლისის პარლამენტს (1647 წ. 2 თებერვალს). თავის ხელში მეფის ჩაგდების შემდეგ „ხანგრძლივმა პარლამენტმა“ ეს მომენტი მოსახერხებლად სცნო იმისთვის, რათა დაეშალა ჯარი, რომელიც სანახევროდ შედგებოდა ინდეფენდენტებისგან. მაგრამ არმია სულაც არ იყო იმის მომხრე, რომ ეთამაშა პარლამენტის მორჩილი მსახურის როლი, არამედ მოითხოვვა უწინარეს ყოვლისა მისთვის დანაპირები რჯულშემწყნარებლობის განხორციელება, რომლისთვისაც იგი ღვრიდა თავის სისხლს. არმიის დაშლის მცდელობა არ გამოვიდა; ჯარმა შეიპყრო მეფე და ლონდონისკენ გაემართა. კრომველი თუმცა კი უარყოფდა თავის მონაწილეობას ამ სახელმწიფო გადატრიალებაში, მაგრამ დუყოვნებლივ დაიჭირა არმიის მხარე და მისი სახელით მოითხოვა პარლამენტის 11 წევრის გაძევება. ამან გამოიწვია აჯანყება ლონდონში, რომელიც დაწყნარებულ იქნა ფერფაქსის ჯარების მიერ. ამასობაში მეფე დაიმალა და, იმყოფებოდა რა კ. ვაიტზე, იქიდან მოლაპარაკებები დაიწყო კრომველთან თავისი ხელისუფლების აღდგენის შესახებ. კრომველი მერყეობდა, მაგრამ, მალევე მან დაიჭირა წერილი, საიდანაც გაიგო მეფის მიერ მასთან დაწყებული თამაშის ნამდვილი აზრის თაობაზე, რის შემდეგაც საბოლოოდ გადაწყვიტა ბოლო მოეღო მისთვის.

მისი მოთხოვნით პარლამენტმა 1648 წ. იანვარში ყველანაირი მოლაპარაკებები მეფესთან გამოაცხადა სახელმწიფო ღალატად. ამ დადგენილებამ აიძულა ბევრი პროვინცია ხელი მოეკიდა იარაღისთვის მეფის დასაცავად, ხოლო შოტლანდიელებმა გადალახეს საზღვარი და ლონდონზე გაილაშქრეს. კრომველმა სწრაფად ჩაახშო აჯანყება და დაამარცხა შოტლანდიელების მასზე ორჯერ უფრო ძლიერი ჯარი. მან შეაღწია ედინბურგამდე, სადაც მისმა ერთერთმა ცხენოსანმა რაზმმა ხელში ჩაიგდო მეფე. მაგრამ პარლამენტმა ისარგებლა კრომველის არყოფნით და კვლავ დაიწყო მოლაპარაკებები მეფესთან, რომელიც ზუსტად ისევე, როგორც დანარჩენები, უშედეგოდ დასრულდა. გამძვინვარებული ინდეფენდენტები გაემართნენ ლონდონისკენ; 6 დეკემბერს ორი პოლკი, ფრაიდის უფროსობით, შეიჭრა თემთა პალატაში, დააპატიმრა მისი 47 წევრი პრესვიტერიანელების პარტიიდან, ხოლო 96 წევრი კი უბრალოდ გაყარა. ასეთნაირად „გაწმენდილმა“ პარლამენტმა დანიშნა სასამართლო მეფეზე იურისტ ბრედშოუს თავმჯდომარეობით. ლორდებისა და მეფის პროტესტების, აგრეთვე შოტლანდიელების, საფრანგეთისა და ჰოლანდიის თავდებობის მიუხედავად, 1649 წ. 27 იანვარს სასამართლომ მეფეს მიუსაჯა სიკვდილით დასჯა, როგორც ტირანსა და სახელმწიფო მოღალატეს. 30 იანვარს კარლ I-მა თავი დასდო ეშაფოტზე. კარლ I-ის სიკვდილით დასჯის შემდეგ ძალაუფლება გადავიდა არმიის ხელში. პარლამენტმა, რომლის რიგებიც ძლიერად იყო შეთხელებული, გააუქმა სამეფო ხელისუფლება, ასევე ზედა პალატა და ქვეყნის მართვისთვის დანიშნა სახელმწიფო საბჭო, ბრედშოს თავმჯდომარეობით; მასში მონაწილეობდნენ კრომველი, ვენი, მილტონი და სახელგანთქმული ადმირალი ბლექი. მეფის ქონება გადააქციეს ეროვნულ საკუთრებად. ახალმა ხელისუფლებამ მზერა მიაპყრო უწინარეს ყოვლისა სრულებით დაკარგულ ირლანდიას, სადაც როიალისტების პარტია წარმატებით ქირაობდა თავის მომხრეებს. თავად კარლ II-ც ასევე გამოჩნდა ირლანდიაში, და იქ დაიწყეს ინგლისელების ხოცვა-ჟლეტა. პარლამენტმა გაგზავნა იქ კრომველი ლორდ-ნამესტნიკის ტიტულით. მაგრამ თავად ჯარში გამოჩნდა „ლევერელების“ (გამთანაბრებლების) უკიდურესად კომუნისტური სექტა, რომელიც მოითხოვდა ქონებათა სრულ თანასწორობას, გადასახადებისა და ხელისუფლებათა გაუქმებას. კრომველი სასტიკად გაუსწორდა ამ სექტას და შემდეგ უკვე შეუდგა ირლანდიელების დაწყნარებას.

აჯანყება ჩახშობილ იქნა უმაგალითო გამძვინვარებით: ამბოხებულნი მოსპეს ცეცხლითა და მახვილით, ხალხის მასა გაგზავნეს ვესტ-ინდოეთში (ჩრდ. ამერიკაში) კატორღაში. ირლანდიიდან კრომველი საჩქაროდ გაეშურა შოტლანდიელებთან ანგარიშის გასაწორებლად, რომლებიც ურთიერთობაში შევიდნენ კარლ II-თან და, მიიღეს რა მისგან მნიშვნელოვანი პოლიტიკური დათმობები და „კოვენანტის“ ფიცით აღიარება, 1650 წ. ივნისში გამოაცხადეს იგი თავიანთ მეფედ. კრომველი შეიჭრა შოტლანდიაში რჩეული ჯარით, დაამარცხა მთიელები დენბართან (3 სექტემბერს), დაიკავა ედინბურგი და ერთი წლის შემდეგ (1651 წ. 3 სექტემბერს) გაანადგურა კარლ II-ის არმია ვორჩესტერთან. თავად კარლმა ძლივსძლივობით გაასწრო საფრანგეთში. შოტლანდიას მოექცნენ ისე, როგორც დაპყრობილ ქვეყანას; იგი შეერთებულ იქნა რესპუბლიკასთან, დაკარგა თავისი საკუთარი წარმომადგენლობითი საკრებულო და წარმომადგენლები უნდა გაგზავნა ინგლისის პარლამენტში. იგივე ბედი ეწვია ირლანდიას, სადაც აირტონმა, ხოლო მისი სიკვდილის შემდეგ -- ლუდლომ, დაასრულეს დაწყნარების საქმე. ამის კვალდაკვალ ახალგაზრდა რესპუბლიკას დაეწყო უთანხმოებები ჰოლანდიის გენერალურ შტატებთან. ინგლისის ელჩი არაადამიანურად იქნა მოკლული ჰააგაში ემიგრირებული კავალრების მიერ, მაშინ როდესაც სტიუარტები პოულობდნენ იქ მეგობრებსა და მხარდაჭერას. განრისხებულმა პარლამენტმა 1651 წ. 9 ოქტომბერს გამოსცა სანავიგაციო აქტი (იხ. ეს სიტყვა), რომლითაც ინგლისში საქონლის ჩამოტანის უფლებას აძლევდნენ მხოლოდ მისი საკუთარი ან მისი კოლონიების გემებით. ეს აქტი ემუქრებოდა ჰოლანდიის სავაჭრო ძლიერებას, რომელიც მან შეიძინა სტიუარტების დროს ინგლისის ფლოტის დაქვეითების წყალობით. ჰოლანდიელებმა სამხედრო ფლოტი გაგზავნეს ლა-მანშში, თავიანთი სახელგანთქმული საზღვაო გმირების თრომპისა და რუიტერის უფროსობით, და 1652 წ. მაისში ორივე რესპუბლიკას შორის გაჩაღებულ იქნა ფორმალური ომი, რომელშიც ინგლისელებმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს ლაგოსთან 1653 წ. თებერვალში. ამ ომის მთავარი გმირი იყო ადმირალი ბლექი, და ინგლისი მას უნდა უმადლოდეს თავისი საზღვაო უპირატესობის აღდგენას; თავად ჰოლანდიელებმა აღიარეს იგი პირველ საზღვაო დერჟავად.

ამასობაში ძველმა უთანხმოებებმა პარლამენტსა და არმიას შორის, ბოლოს და ბოლოს, საქმე მიიყვანა სრულ გათიშვამდე. პარლამენტმა გამოხატა სურვილი ჯარის რიგების შემცირებაზე, ხოლო არმია ჩიოდა ბოროტად გმოყენებებზე სასამართლოებსა და ადმინისტრაციაში, მოითხოვდა ახალ პარლამენტსა და ახალ არჩევნებს უფრო მეტად დემოკრატიული სულისკვეთებით. კრომველი 1653 წ. 20 აპრილს ჯარისკაცებით გამოცხადდა სხდომათა დარბაზში და გაყარა პარლამენტი „ღვთის სადიდებლად“. ასე დაასრულა თავისი არსებობა „ხანგრძლივმა პარლამენტმა“. ამის კვალდაკვალ გაყრილ იქნა სახელმწიფო საბჭო და კრომველმა მოიწვია ახალი პარლამენტი ე. წ. „წმინდანებისგან“, ე. ი. იმ ადამიანებისგან, რომლებიც ცნობილი იყვნენ თავიანთი ღვთისმოსაობით (ბარებონის პარლამენტი, რომელსაც ასე უწოდეს თავისი მთავარი წარმომადგენლის _ მეტყავე ბარებონის სახელით). მაგრამ კრომველისთვის არც ისე ადვილი აღმოჩნდა საერთო ენის გამონახვა თავის „წმინდანებთან“, და დეკემბერში მან დაითხოვა კრება, თუმცა კი მისი ხელიდან მიიღო ლორდ-პროტექტორის ტიტული სუფთად სამეფო ხელისუფლებით.

თითქმის მთელი ევროპა ახლა ეძიებდა ლორდ-პროტექტორის მეგობრობას, ხოლო ლუდოვიკო XIV-მ დადო მასთან ფორმალური კავშირი. ომი ნიდერლანდბთან დასრულებულ იქნა 1654 წ. 6 აპრილის საპატიო ზავით, რომლის მიხედვითაც სანავიგაციო აქტი ძალაში დარჩა, ხოლო ჰოლანდიელებმა პირობა მისცეს გაეყარათ სტიუარტები და შტატჰალტერობა ჩამოერთმიათ მათი მონათესავე ორანელთა სახლისთვის. ამის შემდეგ კრომველმა მოიწვია ახალი პარლამენტი, რომელიც შედგებოდა 400 ინგლისელის, 30 ირლანდიელის და 30 შოტლანდიელისგან, მაგრამ უკვე ხუთი თვის შემდეგ კვლავ დაითხოვა იგი, რადგან უკმაყოფილო იყო მის მიერ წამოწეული სკონსტიტუციო საკითხებით. კრომველის მიერ ქვეყნისთვის მიცემული ახალი მოწყობის მიხედვით როიალისტებს დაეკისრათ 10%-იანი საშემოსავლო გადასახადი და მთელი ქვეყანა დაყოფილ იქნა 12 ოლქად, რომლებიც ემორჩილებოდნენ გენერლებს, შეუზღუდავი ძალაუფლების მქონეთ სამოქალაქო და სამხედრო საქმეებში.

რელიგიური დევნა მიწყნარდა და ყველას, კათოლიკების გარდა, მიეცა ღმერთისადმი ლოცვის უფლება თავ-თავიანთი წესით, ოღონდ კი ისინი არ შეხებოდნენ პოლიტიკას. კრომველის საგარეო პოლიტიკამ დაიმსახურა თვით მისი შეურიგებელი მტრების, კავალრების ქებაც. საფრანგეთთან კავშირში მან ომი გამოუცხადა ესპანეთს, რომლის დროსაც ინგლისლები დაეუფლნენ იამაიკასა და (1658) დიუნკირხენს. მაგრამ ხალხის სიძულვილი დიქტატურისადმი სულ უფრო და უფრო მეტად იზრდებოდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც კომველმა მის მიერ 1656 წ. მოწვეული პარლამენტიდან გარიცხა 160 პრესვიტერიანელი და მკაცრი რესპუბლიკელი. 1657 წ. მარტში პარლამენტს სურდა მიერთმია მისთვის სამეფო გვირგვინი და, როდესაც მან, ჯარის წინაშე შიშის გამო, ვერ გაბედა მისი მიღება, პარლამენტმა მისცა მას უფლება დაენიშნა თავისი მენაცვალე. მაშინვე დაწესებულ იქნა ზედა პალატა, რომელიც შედგებოდა პროტექტორის მიერ დანიშნული 61 პირისგან. როდესაც, ახალი კონსტიტუციის დადგენილებების თანახმად, პარლამენტმა გამოხატა სურვილი კვლავ მიეღო თავის გარემოში 140 გარიცხული დეპუტატი, კრომველმა მოულოდნელად დაითხოვა იგი.

კრომველი გარდაიცვალა 1658 წ. 3 სექტემბერს. სახლმწიფო საბჭომ დაუყოვნებლივ დაამტკიცა პროტექტორის ღირსებაში მისი არარაობა, უუნარო ვაჟიშვილი რიჩარდი. მაგრამ როგორც კი მოწვეულ იქნა პარლამენტი, არმიის უფროსები აჯანყდნენ მისა და პროტექტორის წინააღმდეგ, და 1659 წ. 25 მაისს რიჩარდმა ნებაყოფლობით უარი თქვა ხელისუფლებაზე, მიიღო რა ამისთვის მსხვილი თანხა და დაპირება, რომ დაფარული იქნებოდა მთელი მისი ვალები. ქვეყანა ჩავარდა ახლა უხეში ჯარისკაცების ხელში, გამოჩენილი ტალანტებისა და პოლიტიკური გამოცდილების გარეშე. გენერლებმა ფლიტფუდმა, ლამბერტმა და დესბორომ ხელში ჩაიგდეს უმაღლესი თანამდებობები და სამხედრო დესპოტიზმის განმტკიცებისთვის აირჩიეს „საზოგადოებრივი უსაფრთხოების კომიტეტი“, რომელმაც საკუთარ ხელში თავი მოუყარა მთელ სამთავრობო საქმეებს. მაგრამ ამ ანარქიას მოულოდნელად დასასრული დაედო გენერალ მონკის ჩარევით. იგი სარდლობდა ჯარებს შოტლანდიაში და უკვე დიდი ხანია ემძიმებოდა ლონდონური პოლკების დიქტატურა. მოიწვია რა თავისი არმია, მან განუცხადა მას, თუ რატომ მიდის ლონდონზე, რათა აღადგინოს ძველი უფლებები და თავისუფლებები, მაგრამ იმაზე კი არაფერი უთქვამს, რომ მისი ჭეშმარიტი მიზანი იყო _ უწინდელი დინასტიის აღდგენა. 1660 წ. 3 თებერვალს მან ბრძოლის გარეშე დაიკავა დედაქალაქი, სადაც ამ დროს სხდომა ჰქონდათ „ხანგრძლივი პარლამენტის“ ნარჩენებს, რომლთაც დაცინვით უწოდბდნენ Rump Parliament-ს (ე. ი. პარლამენტ-სხულს, როგორადაც იგი იქცა მას შემდეგ, რაც კრომველმა მოჰკვეთა მას „თავი“ _ მთელი პრესვიტერიანელი დეპუტატები). მონკმა შეთანხმება დადო მასთან, რომლის მიხედვითაც კრომველის მიერ განდევნილმა პრესვიტერიანელებმა კვლავ დაიკავეს თავიანთი სადეპუტატო ადგილები. ინდეფენდენტებმა ახლა დაკარგეს უმრავლესობა და უნდა წასულიყვნენ. არმიის ბატონობას დასასრული დაუდგა. დაუყოვნებლივ გაუქმებულ იქნა ყველა კანონი სტიუარტების წინააღმდეგ და პარლამენტი ნებაყოფლობით დაიშალა, დანიშნა რა ახალი არჩევნები 25 აპრილს. ახალმა პარლამენტმა, რომელშიც უმრავლესობა შედგებოდა როიალისტებისგან, მოლაპარაკებები დაიწყო კარლ II-თან და, მიიღო რა მისგან საერთო ამნისტიის, რწმენის აღმსარებლობის თავისუფლებისა და შეძენილი უფლებებისადმი პატივისცემის დაპირება, 8 მაისს გამოაცხადა იგი სამივე შეერთებული სამეფოს მეფედ. 29-ში კარლ II-მ აღასრულა თავისი საზემო შესვლა ლონდონში და მას გულწრფელი სიხარულით ხვდებოდა ყველა პარტია, რომლებიც დაიქანცნენ ანარქიითა და სამხედრო დიქტატურით.

დადგა რ ე ს ტ ა ვ რ ა ც ი ი ს ეპოქა (1660-1689). კარლ II-მ (1660-1685) ტახტზე ასვლისთანავე ყველას დაანახა, რომ სტიუარტებმა დევნილობაში ყოფნისას ვერც ვერაფერი ისწავლეს და ვერც ვერაფერი დაივიწყეს. ამნისტიის მიუხედავად, სიკვდილით სჯიდნენ და ქვეყნიდან დევნიდნენ „მეფისმკვლელებს“, საფლავებიდან თხრიდნენ რევოლუციის ბელადების ძვლებს. კონფისკებულ ქონებას უბრუნებდნენ როიალისტებს; რესპუბლიკის დადგენილებები ჯალათის ხელით იქნა დამწვარი. ჯარი დაშალეს; ყველგან აღადგენდნენ ეპისკოპატს. 1661 წ. ახალმა პარლამენტმა, რომელშიც უმრავლესობა ეკუთვნოდათ ანგლიკანებს, კვლავ მოუწოდა ეპისკოპოსებს ზედა პალატაში, მიიღო ე. წ. კორპორაციული აქტი, რომელმაც პრესვიტარიანელებსა და რესპუბლიკელებს საქალაქო თანამდებობებიც კი წაართვა და კვლავ გამოაცხადა ანგლიკანიზმი გაბატონებულ სახელმწიფო რელიგიად. მთელი ამ ზომების მთავარი გამტარებელი იყო კანცლერი კლარენდონი. მეორეს მხრივ, თითქოსდა ანგლიკანიზმის საპირწონედ, რომელმაც იმძლავრა პარლამენტში, სასახლის კარზე თავი იჩინა ძლიერმა მიდრეკილებამ კათოლოციზმისკენ. აღადგინა რა სამეფო ხელისუფლება, პარლამენტს სულაც არ აპირებდა თავისი პრეროგატივების დათმობას. თემები გამოთქვამდნენ აშკარა განზრახვას, არ დაკმაყოფილებულიყვნენ მეფის მირ ნათხოვი თანხების მხოლოდ დამტკიცბით, და მიეთვისებინათ საკუთარი თავისთვის კონტროლი ამ თანხების ხარჯვის წესზეც. ამის შედეგად მეფემ, რომელიც მუდამ განიცდიდა ფულების საჭიროებას თავისი უგუნური მფლანგველობის დასაკმაყოფილებლად, ლუდოვიკო XIV-ს უკან დაუთმო დიუნკირხენი, 5 მლნ. ლივრის სანაცვლოდ. მისსავე საამებლად მან, უბრალო საბაბით, დაუწყო ომი ნიდერლანდებს, რომელიც ინგლისისთვის სამარცხვინოდ დასრულდა. მღელვარე საზოგადოების დასაწყნარებლად, 1668 წ. იანვარში, კარლმა შეკრა სამთა კავშირი შვედეთთან და ნიდერლანდებთან, ევროპაში პროტესტანტიზმის დაცვის მიზნით. მაგრამ უკვე 1669 წ. შუახანებში მოულოდნელად შედგა ყბადაღებული „კაბალის“ სამინისტრო (მინისტრების კლიფორდის, აშლის, ბუკინჰემის, არლინგტონისა და ლოუდერდელის გვარების საწყისი ასოების მიხედვით), რომელიც ლუდოვიკო XIV-ის ფულებით და მეფის ძმასთან, იორკის ჰერცოგთან კავშირში, სისტემატიურად ისწრაფვოდა ინგლისში კათოლიციზმის გაბატონებისა და აბსოლუტური მონარქიის აღდგენისკენ. საფრანგეთთან საიდუმლო ხელშეკრულების ძალით, მან ყოველგვარი მიზეზის გარეშე 1672 წ. ომი გამოუცხადა ნიდერლანდებს, რომელმაც ინგლისს მხოლოდ თავზე ლაფის დასხმა მოუტანა. ამავე დროს მოვლენებმა სამეფო ოჯახში კიდევ უფრო გააძლიერა პროტესტანტების შიშები და უკმაყოფილება. იორკის ჰერცოგი, ტახტის მემკვიდრე, ღიად გადავიდა კათოლიციზმში და ცოლად შეირთო კათოლიკი პრინცესა, მარია მოდენელი. რჯულშემწყნარებლობის გამოცხადების სახით გამოქვეყნებულ იქნა ე. წ. „ინდულგენცია“, რომელიც, პარლამენტის ნებართვის გარეშე, აუქმებდა სისხლის სამართლის სასჯელებს ნონკონფორმისტების წინააღმდეგ (იხ. ეს სიტყვა), და რომელიც უნდა ქცეულიყო პირველ ნაბიჯად კათოლიციზმის შემოღებისთვის.

ასე გაიგო ეს პარლამენტმა, და 1673 წ. აიძულა მეფე უკან წაეღო ინდულგენცია და მის ნაცვლად გამოეცა „ფიცის აქტი“ (test act), რომლის მიხედვითაც სახელმწფო სამსახურში შიძლებოდა შეწყნარებული ყოფილიყვნენ მხოლოდ ისინი, ვინც აღიარებდა მეფეს ეკლესიის მეთაურად, ეზიარებოდა ანგლიკანური წესით და უარყოფდა გარდაარსებას (რუს. пресуществление). მეფის ძმა, იაკობი იძულებული შეიქნა დაეთმო თავისი თანამდებობები. იმავე დროს პარლამნტმა ბოლო მოუღო „კაბალას“, პასუხისმგებლობა დააკისრა რა მინისტრებს ჰოლანდიასთან ომის გამო. ახალ სამინისტროს სათავეში ჩაუდგა გრაფი დენბი, რომელმაც თავისი პოლიტიკით ქვეყანაში შემოიტანა კიდევ უფრო მეტი არეულობა. კათოლიკებისადმი სიძულვილმა იფეთქა საშინელი ძალით, როდესაც 1678 წ. ხალხში დაირხა ხმა ვიღაც ტიტ ოტსის (Oates) მოჩვენებითი შეთქმულების თაობაზე, რომელიც ვითომდა ფიქრობდა მეფის მოკვლასა და ტახტზე იაკობის აყვანას. პარლამენტმა თავისი გარემოდან გარიცხა ყველა კათოლიკი, გამოაცხადა იაკობი ტახტის მემკვიდრეობაზე უფლებადაკარგულად და მოითხოვდა სასამართლოს გამართვას მინისტრებზე. კარლმა დაითხოვა პარლამენტი, რომელიც უკიდურესად როიალისტურიდან ბოლოს და ბოლოს გადაიქცა თითქმის რევოლუციურად, და დანიშნა ახალი არჩევნები. ახალ პალატაში ოპოზიციას ეკუთვნოდა უმრავლესობა. იორკის ჰერცოგი გაძევებულ იქნა საზღვარგარეთ. ოპოზიცია შევიდა კაბინეტში, რომლის მეთაურადაც გახდა შეფტსბერი (უწინ იყო აშლი), და მეფისგან მოითხოვდა იაკობის ჩამოშორებას ტახტის მემკვიდრეობისგან. მაგრამ ამ საკითხში მეფემ მოულოდნელად გამოავლინა მისთვის უჩვეულო სიმტკიცე და კვლავ დაითხოვა პარლამენტი, რომელმაც, მანამდე სანამ დაიშლებოდა, 1679 წ. 2 მაისს გამოსცა სახელგანთქმული „Habes-Corpus-Act“-ი, რომელიც იცავდა მოქალაქეთა პირად ხელშეუხებლობას. ამის კვალდაკვალ შეფტსბერის ჩამოართვეს მთელი მისი თანამდებობები. მაგრამ ახალი პარლამენტიც ისევე ნაკლებად დაყოლიებადი აღმოჩნდა, როგორც მისი წინამორბედი. 1680 წ. 21 ნოემბერს ქვედა პალატამ კვლავ მიიღო ბილი იორკის ჰერცოგისთვის ტახტზე უფლების ჩამორთმევის შესახებ; მაგრამ იგი უარყოფილ იქნა ლორდების მიერ. ბილის მომხრეებმა მიიღეს ვიგების სახელწოდება (იხ. ეს სიტყვა), ხოლო მისი მოწინააღმდეგენი ცნობილი გახდნენ ტორების სახელწოდებით (იხ. ეს სიტყვა).

სასახლის კარის განზრახვისთვის ზედგამოჭრილივით აღმოჩნდა ახალი შეთქმულება მეფის სიცოცხლის ხელყოფის მიზნით (Ryehouse Plot), რომელიც გამოვლენილ იქნა 1681 წ.-ში. თუმცა ამ შეთქმულებაში მონაწილე ყველა ადამიანი იყო სახელისა და გავლენის არმქონე, მაგრამ მთავრობამ შესძლო მასში გაეხვია ოპოზიციის ბელადები და ისინი სასამართლოს გადასცა; ლორდ როსელი და ალჯერნონ სიდნეი სიკვდილით დასაჯეს. ამის შემდეგ მალევე მოკვდა კარლ II.

ი ა კ ო ბ II (1685-1688) ტახტზე ავიდა საერთო დუმილის გარემოში, რომელიც ქვეყანაში დამყარდა უკანასკნელი წლების დევნათა კვალდაკვალ, ისე რომ არ შეხვედრია უმცირესი წინააღმდეგობაც კი. მან პირობა დასდო წმინდად დეცვა კნონები და სახელმწფო რელიგია. ახლად არჩეულმა პარლამენტმა, რომელიც შედგებოდა თითქმის მხოლოდ სუფთა ტორებისგან, მისი პირველივე მოთხოვნით უფლება მისცა მას საგანგებო სუბსიდიებზე, რათა ჩაეხშო არგაილის აჯანყება შოტლანდიაში და ჰერცოგ მონმუტის (იხ. ეს სიტყვა), კარლ II-ის უკანონო ვაჟიშვილის აჯანყება ინგლისში. ორივე აჯანყება დაწყნარებულ იქნა არაადამიანური სისასტიკით. მონმუტი და არგაილი მეფის ხელში ჩავარდნენ და სიკვდილით იქნენ დასჯილი. ამ სწრაფმა წარმატებამ იაკობს გაბედულება შესძინა, რათა ღიად შესდგომოდა თავისი გეგმების განხორცილებას. ახალი ამბოხებებისთვის დასწრების საბაბით მან გაზარდა არმია და საოფიცრო ადგილებზე დანიშნა ბევრი კათოლიკი, გაანთავისუფლა რა ისინი test-act-ის დაცვისგან. ბევრი მაღალი თანამდებობა დაკავებულ იქნა პაპისტების მიერ. ეშინოდა რა პარლამენტის წინააღმდეგობისა, იაკობმა დაითხოვა იგი და საკუთარი ძალაუფლებით გამოსცა კანონი რჯულშემწყნარებლობის შესახებ (1687), რომელიც კათოლიკებს აძლევდა თანაბარ უფლებებს სახელმწიფო ეკლესიის წევრებთან. ეს ზომა უნდა ქცეულიყო კათოლიციზმის სრული ზეიმის დასაწყისად. ხალხის აღშფოთებას საზღვარი არ ჰქონდა, და იგი კიდევ უფრო გაძლიერდა, როდესაც გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ დედოფალმა შობა ვაჟიშვილი, რომელიც დაუყოვნებლივ მიაბარეს იეზუიტების მზრუნველობას. მემკვიდრის შობა ტახტისგან აცილებდა იაკობის პროტესტანტ ქალიშვილებს, რომლებზედაც ერი ამყარებდა თავის უკანასკნელ იმედებს. მაგრამ სწორედ ამან აავსო კიდეც ხალხის მოთმინების ფიალა. ვიგებმა ფორმალური ადრესით მიმართეს მეფის სიძეს, ჰოლანდიის შტატჰალტერს, ვილჰელმ ორანელს (იხ. ეს სიტყვა), ევედრებოდნენ რა დამდგარიყო ინგლისში პროტესტანტობისა და თავისი ცოლის მარიას უფლებების დასაცავად. 1688 წ. 5 ნოემბერს ვილჰელმი გადასხდა ტორბეიში 15000 ადამიანით ხალხის აღტაცებული შეძახილების ქვეშ. გარკვეული მერყეობის შემდეგ მის მხარეზე გადავიდნენ ჯარი და ფლოტი. უკვე 18 დეკემბერს იგი ყველანაირი წინააღმდეგობის გარეშე შევიდა ლონდონში, მაშინ როდესაც ყველას მიერ მიტოვებული მეფე უნდა გაქცეულიყო. ვილჰელმმა მიიღო რეგენტობა და მოიწვია კარლ II-ის უკანასკნელი პარლამენტი, ტახტის მემკვიდრეობის საკითხის გადასაწყვეტად. 1689 წ. 6 თებერვალს პარლამენტმა აღიარა იაკობ II ტახტიდან გადაყენებულად და გვირგვინი გადასცა პრინცესა მარიას, მის მეუღლესთან ერთობლივად, მხოლოდ იმ პირობით, რომ სამთავრობო ხელისუფლება მიკუთვნებოდა ვილჰელმს, ხოლო უშვილო წყვილის სიკვდილის შემდეგ გვირგვინი გადასულიყო პრინცესა ანაზე. მაგრამ ამასთან ერთად ვილჰელმს ხელი უნდა მოეწერა ე. წ. „უფლებათა დეკლარაციაზე“ (Declaration of Rights; იხ. ეს სიტყვა), რომელიც თავის თავში შეიცავდა სამეფო ხელისუფლების საზღვრების ზუსტ განსაზღვრას. 11 აპრილს ვილჰელმი აღიარებულ იქნა შოტლანდიის პარლამენტის მიერაც, ეპისკოპატისა და ეკლესიის საქმებში მეფის უმაღლესი ხელისუფლების გაუქმების პირობით.

V. ვილჰელმ III (ორანელის) მმართველობა და ჰანოვერული დინასტიის მეფობის ხანა (1689 წ. შემდეგ)

ახალი რევოლუცია სრულებითაც არ ყოფილა დინასტიის უბრალო შეცვლა, არამდ დასაწყისი დაუდო პარლამენტის მიერ ახალი უფლებების შეძენას. ვილჰელმის დროს ვიგები სარგებლობდნენ უზარმაზარი გავლენით სახლმწიფო საქმეებზე. ეს გაამძვინვარებდა ტორებს და ზრდიდა განდევნილი მეფის მიმდევრების, ე. წ. იაკობიტების რიგებს. 1689 წ. პარლამენტმა მიიღო დიდი „რჯულშემწყნარებლობის აქტი“ (Toleration Act), რომელმაც რელიგიური თავისუფლება მოუტანა ყველა დისენტერს, სოცინიანების გარდა. მართალია, მისი წყალობა არ იქნა გავრცელებული კათოლიკებზე, მაგრამ სამაგიეროდ, სულ მცირე, უკანასკნელთ ამის შემდეგ აღარ განუცდიათ დევნა. თუმცა, ირლანდიაში იფეთქა ამბოხებამ, რომელმაც სწრაფად მიიღო მეტად მნიშვნელოვანი მასშტაბები. 1689 წ. მარტში იქ გადასხდა იაკობი 5 ათას კაციანი დამხმარე ფრანგული კორპუსით. იგი დაეუფლა დუბლინს და მოიწვია ირლანდიის პარლამენტი. მაგრამ უკვე 1690 წ. ივლისში ვილჰელმმა პირადად მიაყენა მას სასტიკი დამარცხება მდინარე ბოინზე. ირლანდიის საბოლოო დამორჩილება მოხდა არაუადრეს 1691 წ.-სა, მას შემდეგ რაც გენერალმა ჩერჩილმა (შემდგომში ჰერცოგმა მარლბორომ) მეორედ დაამარცხა იაკობის არმია აგრიმის ახლოს, იერიშით აიღო ლიმერიკი და აიძულა იაკობი გაქცეულიყო საფრანგეთში. ირლანდიელებმა აღიარეს ვილჰელმ III, მაგრამ მათთვის რწმენის აღმსარებლობის ისეთივე თავისუფლების მინიჭების პირობით, როგორიც კარლ II-ის დროს ჰქონდათ. სტიუარტების დროს საფრანგეთი იქცა ზღვაში ინგლისის სახიფათო მეტოქედ. ლუდოვიკო XIV ყველანაირად ცდილობდა ზარალის მიყენებას ინგლისისთვის, მხარდაჭერას აღმოუჩენდა სტიუარტებს და თავშესაფარი მისცა თავისთან განდევნილ მეფეს. ამიტომ ომი საფრანგეთთან მეტად პოპულარული იყო ინგლისში; მაგრამ მან მოიტანა ცოტა დიდება და კიდევ უფრო ცოტა სარგებელი. რისვიკის სამშვიდობო ხელშეკრულებით (1697) ინგლისმა ლუდოვიკოსგან მიაღწია მხოლოდ ვილჰელმის მეფედ აღიარებასა და იაკობ II-ის მხარდაჭრაზე უარის თქმის დაპირებას. იაკობ II მოკვდა 1701 წ., და ლუდოვიკო XIV-მ მისი ვაჟიშვილი აღიარა ინგლისის კანონიერ მეფედ. ამ შეურაცხყოფამ გამოიწვია ყველა პარტიის საშინელი აღშფოთება, და როდესაც ვილჰელმმა მოითხოვა ახალი სუბსიდიები ესპანეთის მემკვიდრეობის გამო (იხ. ეს სიტყვა) ომში მონაწილეობისთვის, პარლამენტმა ხალისით მისცა მას სახსრები 45-ათასიანი არმიის ორგანიზებაზე. მაგრამ ომისთვის მზადების დროს ვილჰელმი მოკვდა, 1702 წ. 8 მარტს.

ანას (1702-1714) ტახტზე ასვლასთან ერთად დაიწყო ომი ესპანეთის მემკვიდრეობისთვის, რომელიც გრძელდებოდა მთელ 11 წელიწადს (1702-1713). მისი გმირი იყო ვილჰელმის თანამებრძოლი, ჰერცოგი მარლბორო (იხ. ეს სიტყვა), რომელიც ძლიერ მხარდაჭერას პოულობდა ვიგებსა და მის ცოლთან დედოფლის მეგობრობაში. მაგრამ ომმა მოქანცა ერი, რომელიც ჩიოდა გადასახადების გადიდებასა და მუდმივად მზარდ სახელმწიფო ვალზე. ომის გაჭიანურებაში მთავარ დამნაშავედ თვლიდნენ მარლბოროს; 1710 წ. მის წინააღმდეგ შედგა სასახლის კარის ინტრიგა, და იგი დამხობილ იქნა. ოპალა (სასახლის კარის გულისწყრომა) გავრცელდა ვიგების სამინისტროზეც, რომლებიც არ სარგებლობდნენ დედოფლის კეთილგანწყობით, და რადგანაც ახალ არჩევნებზე პარლამენტში უმრავლსობამ გამოთქვა ტორების სასარგებლოდ, აღნიშნული სამინისტროც დამხობილ იქნა. მისი ადგილი დაიკავეს ტორებმა, ოქსფორდისა და ბოლინბროკის მეთაურობით. ახალმა მინისტრებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს მოლაპარაკებები საფრანგეთთან მშვიდობის შესახებ. მოლაპარაკებების შედეგად იქცა უტრეხტის სამშვიდობო ხელშეკრულება (1713 წ. 11 აპრილი), რომლის მიხედვითაც ინგლისმა საფრანგეთისგან მიიღო მისი სამფლობელოების ნაწილი ახალ სამყაროში: ჰუძონის ყურე, მთელი ახალი შოტლანდია და ნიუფაუნდლენდი, ხოლო ესპანეთისგან _ ჰიბრალტარი და მინორკა. ამაზე ზევით, საფრანგეთმა და ესპანეთმა ინგლისს მისცეს მნიშვნელოვანი სავაჭრო პრივილეგიები თავიანთ მიწებზე. საფრანგეთის საზღვაო ძალა განადგურებულ იქნა, მაშინ როდესაც ბრიტანეთის ფლოტი გახდა პირველი ევროპაში. ხალხის საშინაო ცხოვრებაში ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი მოვლენა, რომლითაც აღინიშნა ანას მეფობა, იყო შოტლანდიის საბოლოო შემოერთება, რომელმაც ერთ დროში, იაკობიტური ხრიკების წყალობით, დაიკავა ზედმეტად დამოუკიდებელი მდგომარეობა. ორივე ქვეყნის პარლამენტებმა გამოიმუშავეს აქტი უნიის თაობაზე, რომელიც ძალაში შევიდა 1707 წ. 1 მაისს. ამ აქტით ორივე ქვეყანა ერთმანეთს შეერწყა დიდი ბრიტანეთის (Great Britain) სახელით, საერთო საკანონმდებლო საკრებულოთი. მიუხედავად იმისა, რომ ამ ხელშეკრულებამ შოტლანდიას მოუტანა დიდი სიკეთეები, მისი ეროვნული ძალების შინაგანი განვითარების აზრით, თავად უნია საძულველი იყო განდევნილი დინასტიის მრავალრიცხოვანი მომხრეებისთვის. სარგებლობდა რა ამ განწყობილებით, პრეტენდენტი, რომელსაც მხარს უჭერდა ფრანგების მნიშვნელოვანი რაზმი, შეეცადა 1708 წ. მარტში გადამსხდარიყო შოტლანდიის ნაპირზე, რაინდ სენ-ჯორჯის სახელით. გადასხმა არ გამოვიდა, ადმირალ ბინგის სიფხიზლის წყალობით. ანას სიკვდილის შემდეგ გვირგვინი, ტახტის მემკვიდრეობაზე აქტის თანახმად, გადავიდა ჰანოვერის კურფიურსტ გეორგზე, იაკობ I-ის შვილიშვილის, სოფიას ვაჟზე. ინგლისში ახლაც მეფობს ჰანოვერელთა დინასტია.

ჯერ კიდევ ინგლისისკენ თავის გზაზე, გეორგ I-მა (1714-1727) გაათავისუფლა ტორების სამინისტრო და კაბინეტში მოუწოდა ვიგებს, რობერტ ვალპოლისა და თაუნშენდის სახით. უწინდელი სამინისტრო სასამართლოს გადასცეს უტრეხტის სამშვიდობო ხელშეკრულბის გამო, ბოლინბროკი კი საფრნგეთში გაიქცა და პრეტენდენტს ჩაუდგა სამსახურში. ამ დროს გრაფმა მარმა, 15000 იაკობიტის მეთაურმა, აღმართა აჯანყების დროშა შოტლანდიაში, ხოლო 1715 წ. დეკემბერში პრეტენდენტი პირადად გადასხდა აბერდინის ახლოს და საკუთარი თავი გამოაცხადა მეფედ, იაკობ III-ის სახელით. მაგრამ სტიუარტების მთავარი მფარველის, ლუდოვიკო XIV-ის სიკვდილმა, ისევე როგორც უთანხმოებებმა პრეტენდენტსა და ბოლინბროკს შორის, მოახდინეს აჯანყბის ძალების პარალიზება, მაშინ როდესც სამინისტრო მოქმედებდა გაბედულად და ენერგიულად, ემყრებოდა რა პარლამენტის მხარდაჭერას. ინსურგენტები დამარცხებულ იქნენ დიომბლენთან და სულ ახლახანს გადმომსხდარი იაკობი იძულებული შეიქმნა გაქცულიყო. ასევე სამწუხროდ დასრულდა მეორე აჯანყებაც, 1719 წ.-ში. 1717 წ. ინგლისმა მონაწილეობა მიიღო ე. წ. ოთხთა კავშირში, რომელიც მიმართული იყო ესპანეთის მინისტრის ალბერონის პოლიტიკის წინააღმდეგ. მან გამოუცხადა ომი ესპანეთს და გაანადგურა მისი ფლოტი. 1720 წ. ქვეყნის შიგნით გაჩაღდა ფინანსური კრიზისი.

გეორგ II-ის დროს (1727-1760) პარტიების მდგომარეობაში არ მომხდარა არანაირი ცვლილება. ვიგები უწინდებურად რჩებოდნენ მმართველობის საჭესთან და ავლენდნენ დიდ მშვიდობისმოყვარეობას. მაგრამ 1739 წ. ინგლისელების სავაჭრო ინტერესებზე ესპანეთის მხრიდან თავდასხმების შედეგად, ვალპოლი იძულებული იყო უკანასკნელისთვის ომი გამოეცხადებინა, რომელსაც, თუმცა კი აწარმებდნენ საკმაოდ დუნედ და მცირე წარმატებით. ავსტრიის მემკვიდრეობისთვის ომში ინგლისმა, როგორც პრაგმატული სანქციის ერთერთმა თავმდებთაგანმა, დაიჭირა მარია-ტერეზიას მხარე. თავდაპირველად, სანამ მინისტრად რჩებოდა ვალპოლი, ინგლისის დახმარება იფარგლებოდა მხოლოდ სუბსიდიებით; მაგრამ როდესაც მმართველობა გადავიდა საფრანგეთის მოძულე ლორდ კარტერეტის ხელში, უკანასკნელს გამოუცხადეს ფორმალური ომი. ინგლისური ჯარები გადასხდნენ ნიდერლანდებში, სადაც მათ შეუერთდა ჰესენელებისა და ჰანოვერელებისგან შემდგარი 16-ათასიანი არმია. გეორგ II-მ პირადად მიიღო ჯარებზე უფროსობა და 1743 წ. 27 ივნისს დაამარცხა მარშალი ნოალი მაინის დიოტინგენთან. 1744 წ. ბრიტანულმა ფლოტმა გაანადგურა ფრანგული ტულონთან (22 თებერვალს), მაგრამ სამაგიეროდ კუმბერლენდის ჰერცოგმა, მეფის ვაჟიშვილმა, სასტიკი დამარცხება განიცადა ფონტენუასთან (11 მაისს). კიდევ იმავე წელს ფრანგები ცდილობდნენ მოეხდინათ გადასხმა შოტლანდიაში ძლიერი ფლოტის მხარდაჭერით, რომლებთან ერთადაც იმყოფებოდა უმცროსი პრეტენდენტი კარლ-ედუარდი, იაკობ II-ის შვილიშვილი, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწიეს. თუმცა კი 1745 წ. ივლისში ახალგაზრდა ავანტიურისტი გადავიდა შოტლანდიის ნიადაგზე და აღმართა იქ იაკობიტების აჯანყების დროშა, რომელმაც მით უფრო მრისხანე სახე მიიღო, რადგანაც მთელი ჯარები იმყოფებოდნენ საზღვარგარეთ. კუმბერლენდის ჰერცოგმა იჩქარა ძლიერი რაზმით დაბრუნებულიყო ნიდერლანდებიდან და 1746 წ. 27 აპრილს კულოდენთან გამარჯვებით დასასრული დაუდო ამბოხებას. ახენის სამშვიდობო ხელშეკრულების მიხედვით, რომელიც დაიდო საფრანგეთთან 1748 წ. 18 ოქტომბერს, ორივე მხარემ დაუბრუნა ერთმანეთს თავიანთი დაპყრობები. ინგლისმა მიაღწია მხოლოდ ზოგიერთ სავაჭრო სარგებელსა და გეორგ II-ის აღიარებას საფრანგეთის მხრიდან. მმართველობის სათავეში ჯერ კიდევ რჩებოდნენ ვიგები, თავიდან პელჰემის, ხოლო შემდეგ კი მისი ძმის, ჰერცოგ ნიუკესტლის ხელმძღვანელობით. 1755 წ. ინგლისსა და საფრანგეთს შორის გაჩაღდა ომი ამერიკაში საზღვრების თაობაზე დავის გამო. თავიდან ინგლისელებს ბედი არ სწყალობდათ, მაგრამ 1756 წ. მინისტრად უილიამ პიტის დადგომის შემდეგ, რომელიც მეფის საპირისპიროდ, რომლისთვისაც ყველაზე უფრო ძვირფასი იყო ჰანოვერის ინტერესები, მიჰყვებოდა წმინდად ეროვნულ პოლიტიკას, საქმეებმა მიიღეს ახალი სახე. ინგლისელები დაეუფლნენ ამერიკაში კვებეკსა და მონრეალს, ინდოეთში _ კალკუტას, სურატსა და ფონდიშერს. შვიდწლიან ომში ინგლისი იყო პრუსიის მხარეზე.

გეორგ II-ის სიკვდილმა და მისი შვილიშვილის, გეორგ III-ის (1760-1820) ტახტზე ასვლამ შეცვალა საქმეთა ვითარება. ახალგაზრდა მეფე იმყოფებოდა თავისი აღმზრდელისა და ფავორიტის ბიუტის ხელში, და როდესაც, 1761 წ. 25 ოქტომბერს, პიტი გადადგა, ესპანეთისთვის ომის დაუყოვნებლივ გამოცხადების საკითხში კაბინეტისა და მეფის უთანხმოების გამო, ტორები პირველად მრავალწლიანი შუალედის შემდეგ კვლავ შეუდგნენ საქმეების მართვას. მაგრამ ტორების სამინისტრო მალე იძულებული შეიქმნა დაწყო ომი ესპანეთთან, რომლმაც ინგლისს მოუტანა ჰავანა და მანილა. 1763 წ. პარიზის სამშვიდობო ხელშეკრულებით ინგლისმა საფრანგეთისგან შეიძინა კანადა, კაპ ბრეტონი, სენ ვინცენტის კუნძულები, დომინიკო და ტაბაგო, ხოლო ესპანეთისგან კი _ ფლორიდა და მნიშვნელოვანი სავაჭრო უფლებები. ლორდმა კლეივმა ისარგებლა გადატრიალებებით ბენგალიაში, რათა ოსტ-ინდოეთის კომპანიისთვის დაეპყრო სამი სამეფო: ბენგალია, ბეგარი და ორისუ. დაუთვალავი სიმდიდრე მიედინებოდა ახლა მეტროპოლიაში, და ძლიერ გავლენასაც ახდენდა სამოქალაქო ურთიერთობების განვითარებაზე, მრეწველობასა და ვაჭრობაზე. მაგრამ ამ კერძო გამდიდრებებმა ვერნაირად ვერ შეამცირა ფინანსური მოშლილობა, რომელშიც ქვეყანა ჩავარდა ომის დროიდან. სახელმწიფო ვალი გაიზარდა 106 მლნ.-მდე; ხალხში გაბატონებული იყო საერთო უკმაყოფილება პარიზის სამშვიდობო ხელშეკრულებით, რომელმაც ინგლისს მოუტნა იმაზე უფრო ნაკლები სარგებელი, ვიდრე ვარაუდობდა პიტი. ამ უკმაყოფილებამ ხატოვანი გამოხატულება ჰპოვა ცნობილ „იუნიუსის წერილებში“, რომლებიც იბეჭდებოდა 1766-1771 წწ. განმავლობაში „Public Advertiser“-ში.

საქმის ასეთი ვითარებისას გრენვილის სამინისტროს, რომელმაც შეცვალა ბიუტის უნიჭო სამინისტრო, აზრად მოუვიდა აღმოეჩინა თავისთვის შემოსავლების ახალი წყაროები ჩრდილო-ამერიკულ კოლონიებში. სხვათა შორის, მან აამაღლა იქ შესატანი ბაჟები და 1765 წ. მარტში შემოიღო საშტემპელო გადასახადი. კოლონიებმა აღშფოთებით უარყვეს მთავრობის თვითნებური განკრგულებები. როდესაც რამდენიმე წლის შემდეგ იმავე გზას დაადგა ტორების სამინისტრო ნორთის ხელმძღვანელობით, კოლონიები ღიად აჯანყდნენ ინგლისის წინააღმდეგ. 1776 წ. 4 ივლისს კოლონიების კონგრესმა გამოაცხადა 13 შეერთებული შტატის დამოუკიდებლობა. ომი ამ დროს უკვე სრული სვლით მიდიოდა. თავიდან წარმატება იყო ინგლისელების მხარეზე; მაგრამ საქმის მსვლელობა შეიცვალა, როდესაც 1778 წ. კოლონიებმა კავშირი შეკრეს საფრანგეთთან, რომელმაც ისარგებლა ამ შემთხვევით, რათა შური ეძია თავის მეტოქეზე, და 1779 წ. ომში მონაწილეობისთვის მიიწვია ასევე ესპანეთიც. უფრო მეტიც, რუსეთის თაოსნობით, ჩრდილოეთის საზღვაო დერჟავებმა გამოაცხადეს (შექმნეს) „შეიარაღებული ნეიტრალიტეტი“, თავიანთი ურთიერთ სავაჭრო ინტერესების დასაცავად. ლონდონის კაბინეტი იმდენად გაღიზიანდა, რომ ომი გამოუცხადა ჰოლანდიას მისი განზრახვის გამო შეერთებოდა ჩრდილოეთის დერჟავების კავშირს. მაგრამ როგორი დიდიც არ უნდა ყოფილიყო ინგლისის სახსრები, მას არ შეეძლო დიდ ხანს გამკლავებოდა ამ კავშირს. 1782 წ. 30 ნოემბერს ხელი მოეწერა ცალკეულ სამშვიდობო ხელშეკრულებას კოლონიებთან, რომლების მხარეზეც აღიარებულ იქნა სრული დამოუკიდებლობა, ხოლო 1783 წ. სექტემბერში დაიდო საერთო სამშვიდობო ხელშეკრულება ვერსალში. ინგლისს უკან უნდა დაებრუნებინა საფრანგეთისთვის ტაბაგო, სენ-პიერი და მიკელონი, ხოლო ესპანეთისთვის _ ფლორიდა და მინორკა.

ამ საგარეო განგაშებს შორის ინგლისს მოუწია გამკლავებოდა საშინაო საფრთხეებსაც. ისარგებლეს რა მთავრობის გაძნელებული მდგომარეობით, ირლანდიელები აჯანყდნენ 1779 წ., მოითხოვდნენ რა რწმენის აღმსარებლობისა და ვაჭრობის თავისუფლებას, და ხელი მოჰკიდეს იარაღს, ფრანგების გადმოსხმის მოგერიების საბაბით. ამაოდ ცდილობდა სამინისტრო ქარიშხლის დაწყნარებას ზოგიერთი სავაჭრო შეღავათით; 1782 წ. ბრიტანეთის პარლამენტი იძულებული იყო გაეუქმებინა 1720 წ. კანონები, რომლებიც ირლანდიის პარლამენტს უმორჩილებდა ბრიტანეთის პარლმენტის დადგენილებებს. ამასთან ერთად შეზღუდულ იქნა მეფისნაცვლის ძალაუფლება, რამაც ირლანდიას მისცა უფრო მეტი პოლიტიკური დამოუკიდებლობა. სხვა გვარმა უწესრიგობებმა შეარყიეს ინგლისი და შოტლანდია. პარლამენტის მიერ 1778 წ. მიღებულმა შემამსუბუქებელმა ზომებმა კათოლიკებთან მიმართებით, რომლებშიც ხალხმა დაინახა საფრთხე პროტესტანტული რელიგიისთვის, გამოიწვიეს ლონდონში მდაბიო ხალხის აღშფოთება; მოუსვენარი ელემენტები ამოძრავდნენ შოტლნდიაშიც. ვერსალის სამშვიდობო ხელშეკრულებამ გააძლიერა უკმაყოფილება. პარლამენტში წარმომართული ძლიერი ოპოზიციის გამო მეფისადმი ერთგული შელბერნის სამინისტრო გადადგა და მისი ადგილი დაიკავა ფოქსისა (ვიგების ბელადი) და ნორთის კოალიციურმა სამინისტრომ. ეს არაბუნებრივი კავშირი აზრების ამდენად საპირისპირო სახის მქონე ორ სახელმწიფო მოღვაწეს შორის გადამწყვეტ წინააღმდგობას წააწყდა თავად მეფეში, რომელმაც მმართველობის სათავეში დააყენა სახელგანთქმული უილიამ პიტი (უმცროსი).

ახალმა მინისტრმა უწინარეს ყოვლისა ყურადღება მიაქცია საქმეების მდგომარეობას ინდოეთში. ჩრდილო-ამერიკული აჯანყების დროს მაგარატულ მმართველებთან და მაიზორის რაჯა ჰაიდარ-ალისა და მის მენაცვალე ტიპო-საიბთან დაწყებული ომი კეთილსასურველად იქნა დასრულებული, და უკანასკნელი იძულებული შეიქმნა დაებრუნებინა მთელი მისი დაპყრობები. ოსტ-ინდოეთის კომპანია, რომელიც ომის შედეგად ჩავარდა დიდ ვალებში, იძულებული შეიქნა დამორჩილებოდა პარლამენტის გადაწყვეტილებას, რომელმაც მის დირექტორებსა და აქციონერებს დაუდგინა სამეთვალყურეო უწყება (ინდოეთის საქმეებში კონტროლის სამმართველო) ექვსი პირისგან, რომლებსაც ნიშნავდა მეფე. ახალი აჯანყების გამო 1790 წ. ტიპო-საიბს მოუწია დაეთმო ნახევარი თავისი სამფლობელოებისა და გადაეხადა მძიმე სამხედრო კონტრიბუცია. ამაში, ისევე როგორც ჯეიმს კუკის აღმოჩენებში ავსტრალიაში, რომლებსაც შედეგად მოჰყვა ახალი კოლონიების დაარსება სამხრეთ ვალისში, ინგლისმა ნახა თავისთვის გარკვეული ანაზღაურება ჩრდილოეთ ამერიკაში განცდილი დანაკარგებისთვის. თავად პარლამენტში ვიგების ოპოზიციამ, რომელსაც მეთაურობდნენ ისეთი ბრწყინვალე ტალანტები, როგორებიც იყვნენ ედმუნდ ბორკი და ფოქსი, ჩაიფიქრა მთელი რიგი ლიბერალური პოლიტიკური რეფორმებისა. მის კეთილ განზრახვებს მოულოდნელად დასასრული დაუდო საფრანგეთის რევოლუციამ, რომელმაც აიძულა მდიდარი კლასები დაევიწყებინათ თავიანთი უწინდელი უთანხმოებები და უფრო მჭიდროდ დაჯგუფებულიყვნენ მთავრობის გარშემო. ვიგების ძველ პარტიაში მოხდა ღრმა განხეთქილება: მისი უფრო ზომიერი წევრები, ბორკის წინამძღოლობით, ჩამოშორდნენ თავიანთ თანამოაზრეებს და დაიწყეს დაახლოების ძიება ტორებთან. ფოქსის პარტია დადნა და დაკარგა ყველანაირი გავლენა საქმეებზე. მაგრამ, მხოლოდ 1792 წ. დეკემბერში, ბელგიის საფრანგეთის რესპუბლიკასთან შეერთების შემდეგ, გაბედა ინგლისმა გამოსულიყო თავისი ნეიტრალური მდგომარეობიდან. აფეთქების სიგნალად იქცა ლუდოვიკო XVI-ის სიკვდილით დასჯა. ამ ცნობის მიღებისთანავე დაუყოვნებლივ საფრანგეთის დესპანი განდევნილ იქნა ლონდონიდან, ხოლო კონვენტმა ამაზე უპასუხა 1793 წ. 1 თებერვალს ომის გამოცხადებით ინგლისის, ნიდერლანდებისა და ესპანეთისთვის. ამასობაში, ისევე როგორც გამარჯვება მატერიკზე ყველგან რჩებოდათ ფრანგებს, ინგლისი ზეიმობდა ზღვაში. მან თითქმის სრულებით განდევნა ფრანგები ოსტ- და ვესტ-ინდოეთიდან და ბატავიის რესპუბლიკას წაართვა მისი ოსტ-ინდოეთის სამფლობელოები, კეთილი იმედის კონცხი და ა. შ.

შინაგანი უწესრიგობების ჩასახშობად პარლამენტმა ნება მისცა მთავრობას შეჩერებინა Habeas Corpus-ის მოქმედება და მიიღო ბევრი სხვა განსაკუთრებული კანონი. 1797 წ. კამპო-ფორმის ხელშეკრულების შემდეგ ინგლისი დარჩა იზოლირებული. ამას დაემატა შინაგანი მღელვარებანი. ლა-მანშის არხზე მდგარ მატროსებს შორის იფეთქა ამბოხებამ; ხალხი იტანჯებოდა სიძვირისა და შიმშილისგან, ინგლისის ბანკმა შეაჩერა საბანკო ბილეთების დახურდავება. თუმცა კი ნელსონის გამარჯვებამ აბუკირთან რამდენადმე დააწყნარა ის შიში, რომელიც გამოწვეული იყო ფრანგული ექსპედიციით ეგვიპტეში, მაგრამ სწორედ ამ დროს მღელვარებამ უბედურ ირლანდიაში კიდევ უფრო უარესად გაუმძაფრა შიშის განცდა. უკვე დიდი ხანია ამ ქვეყანაში არსებობდა უზარმაზარი კათოლიკური კავშირი „გაერთიანებული ირლანდიელებისა“ (United Irishmen), რომელიც იმხანად ისწრაფვოდა, საფრანგეთის დახმარებით, ინგლისელთა ბატონობის დამხობისკენ. ირლანდიის ნაპირებისკენ რამდენიმე წარუმატებელი ფრანგული ექსპედიციის შემდეგ მთავრობამ გადაწყვიტა განეიარაღებინა კავშირი და დაესაჯა მისი ბელადები. ამ ნაბიჯმა გამოიწვია სისხლიანი ურთიერთშორისი ომი რომელიც გრძელდებოდა რამდენიმე თვეს. რათა საბოლოოდ მიეჯაჭვა ირლანდია დიდ ბრიტანეთთან, პიტმა შესთავაზა 1799 წ. ბილი ირლანდიის პარლამენტის ინგლისის პარლამენტთან შერწყმის შესახებ, და თუმცა კი ეს ბილი თავდაპირველად უარყოფილ იქნა ირლანდიელების მიერ, მაგრამ შემდგომ წელში მთავრობამ მოახერხა მისი გატანა, მოსყიდული უმრავლესობის მეშვეობით. ახალი კანონის მიხედვით 28 ირლანდიელი ლორდი 4 ეპისკოპოსთან ერთად, უნდა მჯდარიყო ზედა პალატაში, ხოლო 100 ირლანდიელი დეპუტატი _ ქვედა პალატაში. ამასთანავე ორივე სახელმწიფო გათანაბრებულ იქნა უფლებებში და მთელი ურთიერთიბები მათ შორის გამოცხადებულ იქნა თავისუფლად. მაგრამ სინამდვილეში ირლანდიის მოსახლეობის შვიდი მერვედი, როგორც კათოლიკები, უწინდებურად რჩებოდნენ ყველანაირი პოლიტიკური უფლებების გარეშე (მათ ჩამორთმეული ჰქონდათ ეს უფლებები).

ამასობაში, 1799 წ. საფრანგეთის წიმააღმდეგ შედგა ახალი კოალიცია. ფრანგების წარმატებებმა აიძულეს ავსტრია და რუსეთი, სამხრთ-გერმანულ სახელმწიფოებთან კავშირში, ხელი მოეკიდათ იარაღისთვის. კიდევ იმავე წელს ნიდერლანდებში გამოჩნდა რუსულ-ბრიტანული ექსპედიცია იორკის ჰერცოგის უფროსობით, რომელსაც თუმცა კი წარმატება არ ჰქონია. მოკავშირეთა ყველა ძალისხმევა იწვევდა მხოლოდ მოწინააღმდეგის ძლიერების კიდევ უფრო სწრაფ ზრდას. უკვე 1801 წ. ავსტრიამ და გერმანიამ დადეს ლუნევილის სამშვიდობო ხელშეკრულება; ინგლისი კვლავ აღმოჩნდა მარტო, მოკავშირეების გარეშე. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მან უარყო ბონაპარტეს სამშვიდობო წინადადებები და რუსეთს, შვედეთსა და დანიას შორის შეიარაღბული ნეიტრალიტეტის განახლებაში, თავიანთი ვაჭრობის ბრიტანული ძალადობისგან ურთიერთ დასაცავად, დაინახა ომის პირდაპირი გამოცხადება. ნელსონმა მიიღო ბრძანება ძალით გაეკეთებინა თავისთვის გასასვლელი ზუნდის გავლით და გამოჩენილიყო ბალტიის ზღვაში. ამის საპასუხოდ პრუსიამ თავისი ჯარებით დაიკავა ჰანოვერი. იმპერატორ ალექსანდრეს ტახტზე ასვლამ საქმეთა მდგომარეობას მისცა ახალი მიმართულება. 1801 წ. ივნისში ბრიტანეთის კაბინეტმა ხელშეკრულება დადო რუსეთთან ზღვაოსნობის შესახებ, რომელსაც შეუერთდნენ აგრეთვე შვედეთი და დანია. სამშვიდობო ხელსეკრულების დადების შესამსუბუქებლად პიტმა 1801 წ. მარტში თავისი ადგილი დაუთმო ადინგტონს, რომელმაც 1802 წ. 27 მარტს მართლაც დადო ამიენის ზავი. ინგლისს უნდა დაებრუნებინა საფრანგეთისთვის, ესპანეთისა და ჰოლანდიისთვის მთელი თავისი დპყრობები, ტრინიდადისა და ცეილონის გამოკლებით. მხოლოდ უკიდურეს მდგომარეობას შეეძლო აეძულებინა ინგლისელები მიეღოთ მშვიდობის მსგავსი პირობები; მათ მალევე იგრძნეს მატერიკზე ფრანგული უპირატსობის მთელი სიმძიმე, რომელიც მუქარას უქმნიდა მათ, რომ დაიხურებოდა მათთვის მთელი ევროპული ნავსადგურები. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ უკვე 1803 წ. 16 მაისს ინგლისურმა კაბინეტმა, ყველა პარტიის მოწონებით, კვლავ ომი გამოუცხადა საფრანგეთს.

მაგრამ მტრული მოქმედებები დიწყო არცთუ განსაკუთრებულად ბრწყინვალედ, რადგანაც მთელი ბრიტანული ძალები თავმოყრილი იყო ლა-მანშში, ფრანგების ინგლისში სავარაუდო გადმოსხმის მოსაგერიებლად. ადინგტონის სუსტი სამინისტრო უნდა წასულიყო და საქმეების მმართველობა კვლავ გადავიდა პიტის ხელში. მან დაუყოვნებლივ გამოუცხადა ომი საფრანგეთის საიდუმლო მოკავშირეს, ესპანეთს, და 1805 წ. აპრილში კავშირი შეკრა რუსეთთან, უარყო რა ნაპოლეონის სამშვიდობო წინადადებები. 1805 წ. აგვისტოში რუსულ-ბრიტანულ კავშირს შეუერთდნენ ავსტრია და შვედეთი, და მაშინვე ნელსონმა დაანგრია (რუს. разрушил) ესპანურ-ფრანგული ფლოტი ტრაფალგართან. მაგრამ ამ დიდმა გამარჯვებამ ვერ გამოისყიდა მოკავშირეთა დამარცხება ავსტრიულ ლაშქრობაში, და პრესბურგის სამშვიდობო ხელშეკრულების (1805 წ. 26 დეკემბერი) შემდეგ საფრანგეთმა ინგლისთან მიმართებით მიიღო კიდევ უფრო მეტად მრისხანე მდგომარეობა, ვიდრე ეს ოდესღაც ყოფილა. სიმშვიდის აუცილებლობას გრძნობდა ახლა ყველა პარტია. ამიტომ ფოქსისა და გრენვილის ახალმა სამინისტრომ, რომელიც შეიქმნა პიტის სიკვდილის შემდეგ, 1806 წ. იანვარში, დაიწყო მოლაპარაკებები მშვიდობის თაობაზე, რომელმაც, თუმცა კი, ვერ გამოიღო შედეგი. ნაპოლეონი, სხვათა შორის, ინგლისს უკან სთავაზობდა ჰანოვერს, რის შედეგადაც პრუსია ადვილად გადაიხარა რუსეთსა და ავსტრიასთან კავშირისკენ. ამ ახალი ომის დროს ნაპოლეონმა გამოსცა თავისი ცნობილი ედიქტი ევროპული ნავსადგურების ბლოკადის შესახებ, რომელმაც უკიდურესობამდე შეავიწროვა ვაჭრობა მატერიკსა და ინგლისს შორის და მთელი ინგლისური გემები და საქონელი გამოაცხადა ყველა მსურველის ნადავლად. საფრანგეთის წინააღმდეგ პრუსიულ-რუსული ომის უბედურმა შედეგმა, რომლიც დასრულდა 1807 წ. ივლისში ტილზიტის სამშვიდობო ხელშეკრულებით, რაინის კავშირის დაარსებამ, რუსეთის მეგობრობამ საფრანგეთთან _ ყოველივე ამან მოუსპო ინგლისს ყველანაირი მხარდაჭერა მატერიკზე. რათა თავის მხარეზე ოსმალეთი (პორტა) მაინც შეენარჩუნებინა, ინგლისის მთავრობამ დაავალა ადმირალ დენკვორტს 1807 წ. თებერვალში მოეხდინ მრისხანე დემონსტრაცია დარდანელის სრუტეში, მაგრამ ამით მიაღწია პირდაპირ საწინააღმდეგო შედეგს: პორტამ დაიჭირა საფრანგეთის მხარე. მალევე ამის შემდეგ ინგლისის ფლოტი, გამბიერის უფროსობით, გამოჩნდა ზუნდში, დაბომბა კოპოენჰაგენი და თან წიყვანა დანიის ფლოტი. ამ საქციელს შედეგად მოჰყვა ომის გამოცხადება რუსეთისა და დანიის მხრიდან.

ინგლისისთვის ახლა დაკეტილი იყო ყველა ევროპული ნავსადგური, პორტუგალიისა და შვედეთის გარდა, და მას შეეძლო ამ ბლოკადისთვის დაეპირისპირებინა მხოლოდ ფართო ფეხზე დაყენებული კონტრაბანდული ვაჭრობა. უკვე ამ ერთი მიზეზის გამო მისთვის აუცილებლი იყო გაეგრძელებინა ომი, რადაც არ უნდა დაჯდომოდა ეს მას. 1807 წ. მარტში გრენვილის სამინისტრომ, კათოლიკების ემანციპაციის შესახებ საკითხში, განიცადა მარცხი და იგი შეცვლილ იქნა პორტლენდისა და პერსივალის ულტრა-პროტესტანტული კაბინეტით, რომელშიც უცხოური საქმეები გადავიდა კანინგის ნიჭიერ ხელში. ისარგებლა რა ესპანლების აჯანყებით, ახალმა კაბინეტმა გააგზავნა ინგლისური კორპუსი პორტუგალიაში, არტურ ველესლეის უფროსობით, მომავალი ჰერცოგ ვლინგტონისა, ხოლო სხვა კორპუსი მურის უფოსობით _ ესპანეთში. იმის წყალობით, რომ ფრანგული ძალების ნაწილი დაკავებული იყო ახალი ომით ავსტრიასთან (1809), ველესლეიმ, ესპანელ ინსურგენტებთან კავშირში, მალე მიიღო მნიშვნელოვანი უპირატესობა ნახევარკუნძულზე. მაგრამ ვენის ზავმა, 1809 წ. ოქტომბერში, კვლავ აიყვანა ნაპოლეონი და საფრანგეთი ძლიერების მწვერვალზე. კონტინენტური სისტემა, რომელშიც, სასახლის კარის რევოლუციის შედეგად, შევიდა შვედეთიც, ახლა შესაძლოა შენარჩუნებული ყოფილიყო ყველანაირი შესუსტებების გარეშე. ამაზე დამატებით, ბრიტანული იარაღის წარმატებებმა პირინეის ნახვარკუნძულზე შესამჩნევად დაიწყეს დასუტება; 1810 წ. ბოლოსთვის ინგლისელების ხელში რჩებოდა მხოლოდ კადიქსი და ლისაბონი. სამაგიეროდ ზღვაზე ინგლისი უწინდებურად ინარჩუნებდა თავის უპირატესობას, მაშინ როდესაც ფრანგებმა ამ დროის მანძილზე დაკარგეს მთელი თავიანთი კოლონიები. პიროვნებათა შცვლამ უმაღლეს სამთავრობო სფეროებში 1809 წ. არაფერი არ შეცვალა ინგლისის ომზე ორიენტირებულ პოლიტიკაში. პორტლენდის სიკვდილის შემდეგ მმართველობა დარჩა პერსივალის ხელში.

გეორგ III-ის განუკურნებელი სიგიჟის შედეგად, მისი უფროსი ვაჟიშვილი, ვალისის პრინცი, იქცა რეგენტად, თავიდან შეზღუდული, ხოლო შემდეგ კი სრული სამეფო პრეროგატივებით. ვიგები, ამ ცვლილების წყალობით, იმედოვნებდნენ მმართველობის საჭესთან დადგომას, მაგრამ რეგენტმა, ყველასთვის მოულოდნელად, დაიჭირა ტორების მხარე და პერსივალის მკვლელობის შემდეგ სამინისტროს სათავეში დააყენა ლორდი ლივერპული, მაშინ როდესაც საგარო საქმეები გადავიდა კესტლრის ხელში. ნაპოლეონის ბედუკუღმართმა ლაშქრობამ რუსეთში ითამაშა, ბოლოს და ბოლოს, იმ მობრუნების როლი, რომელსაც ასე დიდხანს ამაოდ ელოდებოდა ბრიტანული პოლიტიკა. მოსკოვიდან ფრანგების უკანდახევის შემდეგ ინგლისის კაბინეტმა გამოიყენა ყველანაირი შესაძლო ძალისხმევა, რათა წაეხალისებინა ევროპული დერჟავები ერთიანი ბრძოლისთვის ნაპოლეონის წინააღმდეგ. პარიზის სამშვიდობო ხელშეკრულებამ (1814 წ. 30 მაისი) ბრწყინვალდ დააგვირგვინა ინგლისის ძალისხმევა. ნაპოლონი დაეცა, საფრანგეთი დამცირებულ იქნა; მთელი ზღვები, მთელი ნავსადგურები და სანაპიროები კვლავ გაიხსნა ბრიტანული იალქნებისთვის, და ევროპული პოლიტიკის ვერანაირი საკითხი ვერ შეიძლებოდა გადაწყვეტილიყო კუნძულელთა ნების გარშე და მათი ინტერესების წინააღმდეგ. შენაძენი მიწები, რომლებიც ინგლისმა მიიღო ამ დედამიწაზე, უზარმაზარი იყო, თუნდაც რომ არც ჩავთვალოთ მისი დაპყრობები ინდოეთის მატერიკზე (აქ შესაძლოა იგულისხმებოდეს ვესტ-ინდოეთი, ანუ ამერიკა _ ი. ხ.). საფრანგეთს უნდა დაეთმო მისთვის მალტა, ილ-დე-ფრანსი, ტაბაგო, სან-ლიუსი და სეიშელის კუნძულები; ჰოლანდიას _ დემერარი (გვიანაში), ჩინებული ბამბის პლანტაციებით, კეთილი იმდის კონცხი და მთელი ცეილონი; დანიას _ გელჰოლანდი. იონიის კუნძულები ჩაყენებულ იქნა მისი უმაღლესი მფარველობის ქვეშ. ნაპოლონის დაბრუნებამ კუნძულ ელბადან მას (ბრიტანეთს) მოუტანა ახალი დიდება ვატერლოოსთან. საერთო მშვიდობას შედეგად მოჰყვა ასევე უთანხმოებების მოგვარება ჩრდილოეთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელიც 1812 წ.-დან იბრძოდა ბრიტანული ხომალდების მირ ნიტრალურ სახელმწიფოებზე ჩადენილი ძალადობების წინააღმდეგ. ორივე მხარე ომს აწარმოებდა გარდამავალი ბედნიერებით და იგი დასრულდა, 1814 წ. დეკემბერში, გენტის სამშვიდობო ხელშეკრულებით.

ამ ომების მანძილზე ინგლისის ეროვნულმა ვალმა მიაღწია უზარმაზარ რიცხვს და მთელი თავისი სიმძიმით თავს დაატყდა მოსახლეობის დაბალ კლასებს. ცუდმა მოსავლებმა კიდევ უფრო მაღლა ასწია ფასები პურზე, რომლებსაც ამის გარეშეც მაღლა სწევდა „პურის კანონები“, რომელთა მიხედვითაც უცხოური პურის ინგლისში შემოტანის უფლებას აძლევდნენ მხოლოდ ისეთ შემთხვევებში, როდესაც ადგილობრივ პურზე ფასები ადიოდა ცნობილ, მეტად მაღალ ნორმამდე. დაბოლოს, კონტინენტურმა სისტემამ გააძლიერა სამრეწველო საქმიანობა მატერიკზე, და ინგლისური საქონელი, რომელსაც უზარმაზარი რაოდენობით აწარმოებდნენ, ვერ ნახულობდა საკმარის გასაღებას. დამშეული პროლეტარიატის მქუხარე სახალხო შეკრებები, ამბოხებები და ექსცესები იქცა ჩვეულებრივ მოვლენად, ხოლო ტორების მთავრობამ ვერ შეძლო ამ მოვლენებისადმი სხვა ვერაფრის დაპირისპირება, „Habeas-Corpus“-ის გაუქმების, ბეჭდური სიტყვის შევიწროვების, შეკრებებისა და იარაღის ტარების აკრძალვის გარდა. ეს ზომები კიდევ უფრო მეტად აღაგზნებდა ხალხის უკმაყოფილებას, და ბევრ საფაბრიკო ოლქში იფეთქა ნამდვილმა აჯანყებებმა. ასე, მაგალითად, მანჩესტერში ხალხის წინააღმდეგ მოუხდათ საქმეში იარაღის გამოყენებაც (1819).

ამ მღელვარებას შორის, 1820 წ. 29 იანვარს, რეგენტი ავიდა ტახტზე გეორგ IV-ის სახელით. მისი მმართველობის პირველმა მნიშვნელოვანმა აქტმა _ მეუღლესთან, კაროლინა ბრაუნშვაიგელთან მისი გაყრის თაობაზე უმსგავსო პროცესმა _ კიდევ უფრო აღაგზნო სახალხო სიძულვილი სასახლის კარისა და მინისტრებისადმი. საგარეო სიმშვიდესაც ასევე ემუქრებოდა საფრთხე, ესპანეთში, ნეაპოლსა და საბერძნეთში რევოლუციებით გამოწვეული გართულებების შედეგად. ტორიელი მინისტრები დარჩნენ კონსერვატიული პოლიტიკის ერთგულები, იმედოვნებდნენ რა მატრიკზე ლეგიტიმური პრინციპის განმტკიცებაში მოეძებნათ საყრდენი ბრიტანული არისტოკრატიისთვის. მაგრამ როდესაც კესტლრის თვითმკვლელობის შემდეგ (1822 წ. 12 აგვისტო), კანინგი შევიდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, ინგლისის საგარეო პოლიტიკაში მოხდა გადამწყვეტი გადატრიალება. სხვა დერჟავებთან მიმართებით მან მიიღო ჩაურევლობის პრინციპი; ცდილობდა, თუმცა კი ამაოდ, ხელი შეეშალა ფრანგების შეტევისთვის ესპანეთში უწინდელი სამთავრობო სისტემის აღსადგენად; თავის თავზე აიღო საბერძნეთის მეომარ დერჟავად აღიარების თაოსნობა, და 1825 წ. 1 იანვარს პირველმა აღიარა სამხრეთ-ამერიკული რესპუბლიკები. საშინაო პოლიტიკაშიც ასევე გამოვლინდა მისწრაფება დამდგარიყო ხალხის სურვილებთან და საჭიროებებთან უფრო ახლოს. უკვე ომის დროს აკრძალულ იქნა მონებით ვაჭრობა. 1824 წ. გამოცემულ იქნა კანონი, რომლითაც ამ ვაჭრობისთვის მასში მონაწილეებს ეკისრებოდათ ისეთივე სასჯელები, როგორიც საზღვაო ძარცვისთვის. ამით საფუძველი დაედო მონების ემანციპაციას. კანინგი და ფინანსთა მინისტრი ჰესკისონი მონდომებით ისწრაფვოდნენ ვაჭრობის ამაღლებისა და გადასახადების შემსუბუქებისკენ, რის შედეგადაც ცოტ-ცოტად სიმშვიდე კვლავ დამკვიდრდა ქვეყანაში.

საშინელმა სავაჭრო კრიზისმა, რომელიც გამოწვეული იყო სააქციონერო თამაშითა და სამხრეთ-ამერიკულ შტატებთან სავაჭრო ურთიერთობებით, ჩაიარა, ამის წყალობით, სერიოზული რყევის გარეშე, განსაკუთრებით როდესაც 1826 წ. შემცირებულ იქნა პურის ბაჟები. მაგრამ ირლანდიაში პოლიტიკური და სოციალური მდგომარეობა უწინდებურად ინარჩუნებდა თავის მრისხანე ხასიათს. დაუყოვნებლივ სამშვიდობო ხელშეკრულების დადების შემდეგ დანიელ ო’კონელმა დააარსა „კათოლიკური ასოციაცია“, რომლის უახლოესი მიზანი იყო უკვე დიდი ხანია დაპირებული, მაგრამ ტორების მიერ მუდმივად უარყოფილი, კათოლიკების ემანციპაცია. კანინგი, თავის მხრივ, შეეცადა მიეღწია იგივესთვის პარლამენტისგან, მაგრამ ქვედა პალატის მიერ მიღებული მისი ბილი უარყო ლორდთა პალატამ. ირლანდიელთა მოლოდინი გაიზარდა, როდესაც 1827 წ. აპრილში ლივერპული გადადგა და კანინგმა დაიკავა პირველი მინისტრის პოსტი. ამ ცვლილებას უშუალო შედეგად მოჰყვა ველინგტონის, პილისა და სხვების გადადგომა, და კანინგმა შექმნა ახალი სამინისტრო, რომელშიც შევიდა კლარენის ჰერცოგი, ტახტის მემკვიდრე. ლორდებმა მთელი ქარიშხალი აღმართეს ახალი სამინისტროს წინააღმდეგ; მაგრამ სამაგიეროდ ხალხი მისალმა მისი სახით დიდი რფორმების წინასწარ მაუწყებელს. მართალია, გარკვეულ დრომდე ეს რეფორმები გადავადებულ იქნა, რადგანაც 1827 წ. 8 აგვისტოს კანინგი გარდაიცვალა, მოასწრო რა მხოლოდ ხელშეკრულების დადება რუსეთთან და საფრანგეთთან საბერძნეთის განთავისუფლებასთან მიმართებით. ლორდი გოდრიჩი, რომელმაც დაიკავა მისი ადგილი, იძულებული შეიქნა მალევე გადამდგარიყო, იმ სიძნელეების შედეგად, რომლებიც გამოწვეული იყო პორტუგალიური საქმეებითა და ნავარინის ბრძოლით. ამის შემდეგ ველინგტონმა შეადგინა ახალი სამინისტრო, რომელშიც ადგილი დაიკავა პილმაც.

ამ კაბინეტის უძლურმა პოლიტიკამ საბერძნეთ-თურქეთის საკითხსა და პორტუგალიაში, სადაც, კანინგის მიერ გაგზავნილი ინგლისური ჯარების წასვლის შემდეგ დონ მიგუელმა დაამხო კონსტიტუცია, ქვეყანაში გამოიწვია უკმაყოფილების აფეთქება. ირლანდიაც ასევე აღელდა ახალი სამინისტროს შედგენის შესახებ ცნობის მიღებისას, რომლისგანაც მოსალოდნელი იყო არა რეფორმები, არამედ ახალი ტანჯვა. მანამდე დაშლილი კათოლიკური ასოციაცია კვლავ შეიკრა; პროტესტანტებმა განაახლეს თავიანთი ორანჟისტული ლოჟები და ბრაუნშვაიგული კლუბები. ამ სახიფათო მდგომარეობაში ველინგტონმა გაბედა გადაედგა პირველი ნაბიჯი კათოლიკების ემანციპაციისკენ. 1829 წ. თებერვალში პილმა ქვედა პალატაში შეიტანა წინადადება „test-act“-ის გაუქმების შესახებ, და როდესაც იგი მიღებულ იქნა, შესთავაზა ახალი ბილი, რომლითაც, ერთგულებაზე ფიცის დადების პირობით, კათოლიკებს ეხსნებოდათ გზა პარლამენტში. ამ ბილმა, რომელიც მიღებულ იქნა ტორების მხურვალე წინააღმდეგობის შემდეგ, თუმცა კი ვერ შეამსუბუქა ირლანდიის უბდური მდგომარეობა, მაგრამ მაინც გააღვიძა შემდგომი რეფორმების იმედები ხალხის ყველა ფენაში. ახლა დღის წესრიგში დადგა საკითხი საპარლამენტო რეფორმის თაობაზე. 1830 წ. თებერვალში ლორდმა როსელმა ქვედა პალატაში შეიტანა საპარლამენტო რეფორმის პროექტი, რომელიც უარყვეს 23 ხმის უმეტესობით. ამ კანონის უარყოფით გამოწვეული ხალხის გაღიზიანება ისე დიდი იყო, რომ მინისტრები ამაოდ ცდილობდნენ მის დაწყნარებას სასიცოცხლო საშუალებებზე მძიმე გადასახადების გაუქმებით. ო’კონელმა, რომელიც კათოლიკების ემანციპაციის შემდეგ იჯდა პარლამენტში, ისარგებლა საქმეთა ამ მდგომარეობით და გამოვიდა მოთხოვნით იმ სამოკავშირეო აქტის მოსპობის თაობაზე, რომელიც აერთებდა ირლანდიას დიდ ბრიტანეთთან.

ადამიანთა ამ საერთო აგზნების გარემოში მოკვდა გეორგ IV და ტახტზე ავიდა მისი ძმა, კლარენის ჰერცოგი, ვილჰელმ IV-ის სახელით. ყველა მოლოდინის წინააღმდეგ, ახალმა მეფემ, რეფორმებისადმი მისი ყველასთვის ცნობილი მომხრეობის მიუხედავად, შეინარჩუნა ველინგტონის სამინისტრო. მაგრამ იმავე დროს მან აღიარა ივლისის მონარქია საფრანგეთში, და ხალხის სიმპათიებისადმი ამ დათმობამ კეთილსასურველი შთაბეჭდილება მოახდინა ქვეყანაში. მაგრამ, ახლად არჩეულ პარლამენტში უმრავლესობა ეკუთვნოდათ ვიგებს, და პალატამ დაუყოვნებლივ დამარცხება მიაყენა სამინისტროს, სასახლის კარის შენახვის თაობაზე საკითხში. ველინგტონი გადადგა, და მეფემ ახალი კაბინეტის შედგენა დაავალა მოხუცებულ გრაფს გრეის, ზომიერ, მაგრამ თანამიმდევრულ ვიგს. ახალ კაბინეტში შევიდნენ რეფორმის ისეთი მომხრეები, როგორებიც იყვნენ ბრუმი (Brougham), ლორდები გოლანდი და ჯონ როსელი, აგრეთვე ტორების ზომიერი ფრაქციის რამდენიმე წევრი, როგორებიც იყვნენ მაგალითად პალმერსტონი, რომელმაც მიიღო საგარეო საქმეთა პორტფელი. უკვე 1831 წ. 3 თებერვალს ჯონ როსელმა პარლამენტში შეიტანა ბილი რეფორმის შესახებ (იხ. ეს სიტყვა, III, 856); მაგრამ იგი შედგა ტორების მხრიდან შეუპოვარი წინააღმდეგობის შემდეგ, მხოლოდ 1832 წ. ივნისში.

ახალმა კანონმა დიდი ხნით უზრუნვლყო ვიგების ბატონობა, და ისინიც ხალისით შეჩერდებოდნენ ამ, თუმცა კი შედეგებით მდიდარ, მაგრამ მაინც მეტად ზომიერ რეფორმაზე. მაგრამ ასე სულაც არ ფიქრობდნენ ხალხში მყოფი რეფორმისტები, ე. წ. რადიკალები, რომლებმაც ბილი გადაიტანეს თავიანთ მხრებზე და ხედავდნენ მასში მხოლოდ დასაწყისს შემდგომი გაუმჯობესებებისა სახელმწიფოებრივ ორგანიზმში. ამიტომ სამინისტრო განგაშით მოელოდა ძველი პარლამენტის დათხოვნასა და ახლის მოწვევას, რომელიც პირველად უნდა შეკრებილიყო ახალი საარჩევნო კანონის საფუძველზე. სხდომა გაიხსნა 1833 წ. 5 თებერვალს და მალევე წამოყენებულ იქნა საკითხი ირლანდიის საგანგაშო მდგომარეობის შესახებ. იქაურ კათოლიკებს შორის დგებოდა კავშირები, რომლებიც მუდმივად უარს ეუბნებოდნენ ანგლიკანურ სასულიერო წოდებას საეკლესიო მეათედის გადახდაზე. ამის შედეგად წარმოქმნილმა უწესრიგობებმა აიძულეს გრეი შეეტანა განსაკუთრებული „დამაწყნარებელი ბილი“, რომელიც ლორდ მეფისნაცვალს აძლევდა უფლებას გნსაზღვრულ შემთხვევებში მიემართა სამხედრო სასამართლოების ამოქმედებისთვის. ბილი გავიდა, ძლიერი ოპოზიციის მიუხედავად. აღელვებულთა დაწყნარებისთვის სამინისტრომ, ამის კვალდაკვალ, ორივე პალატაში შეიტანა ბილი ირლანდიური ეკლესიის რეფორმის შესახებ, რომლითაც ვარაუდობდნენ საეკლესიო გადასახადის გაუქმებას, (ანგლიკანური ეკლესიის) ეპარქიებისა და სამრევლოების რიცხვის შემცირებასა და საეკლესიო მიწების იჯარით დარიგებას. ეს ბილი, რომელმაც არსებითი ზარალი მიაყენა ანგლიკანური ეკლესიის ინტერესებს, გავიდა, ზოგიერთი ცვლილებით, ორივე პალატაში. კიდევ უფრო ნაკლები წინააღმდეგობა შეხვდა იმავე სესიაზე გატარებულ მონობის გაუქმებას ინგლისის კოლონიებში, აგრეთვე ოსტ-ინდოეთის კომპანიის პრივილეგიების გაუქმებასაც. ირლანდიაში მიწასთან დაკავშირებული ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის სამინისტრომ 1834 წ. სესიაზე შეიტანა სამეათდო ბილი, რომლის მიხედვითაც მეათედის მოკრება ნატურალური ვალდებულებიდან გადააქციეს ფულადად და დააკისრეს არა მიწის მოიჯარეს, არამედ მესაკუთრეს. ამაზე ზევით დაადგინეს, რათა ჭარბი ფული ირლანდიური საეკლესიო შემოსავლებიდნ, რომელიც უნდა დარჩენილიყო ამ რეფორმიდან, გამოეყენებინათ საერთო სასარგებლო მიზნებისთვის, უპირატესად სკოლებისა და ღარიბთა შესანახად. მაგრამ ამ უკანასკნელმა განსაზღვრებამ _ ე. წ. აპროპრიაციონულმა პარაგრაფმა (იხ. I, 926) _ გამოიწვია ძლიერი უკმაყოფილება ტორების მხრიდან, ასევე საერთოდ პროტესტანტების მხრიდანაც და საბოლოო ჯამში უარყოფილ იქნა.

ამის კვალდაკვალ, 1834 წ. 19 ივლისს, გრეიმ უარი თქვა სამინისტროში თავმჯდომარეობაზე, და მისი ადგილი დაიკავა ლორდმა მელბურნმა; მაგრამ სამინისტროს ხასიათი იგივე დარჩა. 16 აგვისტოს, მას შემდეგ რაც ზედა პალატამ უარყო თემების მიერ მიღებული სამეათედო ბილი, აზვირთებული პარლამენტი დახურულ იქნა. ტორებმა ისარგებლეს ამ გადავადებით, რათა ხალხი განეწყოთ სამინისტროს წინააღმდეგ, ავრცელებდნენ რა შეშფოთებას კაბინეტის ო’კონელთან საიდუმლო ურთიერთობების თაობაზე. და მართლაც, მათ მოახერხეს იმდენად დაებნიათ მეფე, რომ 1834 წ. 14 ნოემბერს მან ყველასთვის მოულოდნელად დითხოვა კაბინეტი. რადგანაც ზომიერმა ვიგებმა უარი თქვეს შესულიყვნენ საკავშირო სამინისტროში, ამიტომ პილს მოუხდა შეექმნა წმინდად ტორიული კაბინეტი. 30 დეკემბერს პარლამენტი დათხოვნილ იქნა; მაგრამ უკვე 1835 წ. 19 თებერვალს, ახალი პარლამენტის გახსნის კვალდაკვალ, სავსებით ნათელი გახდა, რომ სამინისტრო ვერ სარგებლობს პალატის ნდობით. პილის რამდენიმე ლიბერალური წინადადება _ ადგილობრივი სასულიერო სასამართლოების გაუქმება და დისენტერების სახელმწიფო ეკლესიაში ჯვრისწერის მოვალეობისგან განთავისუფლება _ მიღებულ იქნა; მაგრამ ხელახლა შეთავაზებულ სამეათედო ბილზე კამათის დროს ლორდმა როსელმა შეიტანა შესწორება წინა პალატის მიერ უარყოფილ სააპროპრიაციო პარაგრაფის დამატებასთან მიმართებით, რომლიც იქნა კიდეც მიღებული, რის შდეგადაც სამინისტრო უნდა გადამდგარიყო. მეფემ მიმართა მელბურნს და მან შეადგინა კაბინეტი თავისი უწინდელი ამხანაგებისგან. მინისტრებმა ისარგებლეს ამ გამარჯვებით, რათა გაეტარებინათ უმაღლეს ხარისხად მნიშვნელოვნი ზომა. საქალაქო მმართველობა ინგლისში იმყოფებოდა ყვლაზე უფრო სამწუხარო მდგომარეობაში. მაგისტრატები ჩვეულებრივ თავად ავსებდნენ თავიანთ შემადგენლობას, თვითნებურად უწესებდნენ საგადასახადო მოვალეობებს მცხოვრებლებს და უარს ეუბნებოდნენ მათ საქალაქო საქმეებში მონაწილეობის უფლებაზე. როსელმა შეიტანა ბილი, რომლითაც მყარდებოდა საქალაქო ხელისუფლების არჩევის ახალი წესრიგი და საარჩევნო უფლება ეძლეოდა გადასახადების ყველა გადამხდელს. ბილი გავიდა ორივე პალატაში; მაგრამ სამეათედო ბილი, რომელიც შეტანილ იქნა სააპროპრიაციო პარაგრაფთან ერთად, კვლავ უარყოფილ იქნა ლორდთა პალატის მიერ.

1836 წ. საპარლამენტო სესიამ უჩვენა, როვ საერთოდ ვიგები კვლავ სარგებლობენ ხალხის ნდობით, თუმცა კი რადიკალების ბელადები მოითხოვდნენ უფრო მეტად ქმედითი საგარდამქმნელო პოლიტიკის გატარებას. უწინარეს ყოვლისა აუცილებლი იყო მიეღოთ ზომები ორანჟისტული ლოჟების წინააღმდეგ, რომლებმაც ახლა თავიანთი თავდასხმების მიმართვა დაიწყეს პირდაპირ ტახტის წინააღმდეგ. ეს ზომები ნებადართულ იქნა პარლამენტის მიერ, რის შემდეგაც როსელმა შეიტანა ბილი ირლანდიური ქალაქების რეფორმის შესახებ, რომლებიც კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, ინგლისურ ქალაქებთან შედარებით. ბილი უარყოფილ იქნა ზედა პალატის მიერ. გააფთრებით ესხმოდნენ თავს ტორები მთავრობის საგარეო პოლიტიკასაც. ჯერ კიდევ 1834 წ. 22 აპრილს ინგლისს, საფრანგეთს, ესპანეთსა და პორტუგალიას შორის დადებულ იქნა ე. წ. ოთხთა კავშირი ლიბერალური დაწესებულებების დასაცავად პირინეის ნახევარკუნძულზე დონ-კარლოსისა და დონ-მიგუელის აბსოლუტისტური პრეზენზიებისა და მცდელობებისგან, რომლებსაც, ლეგიტიმურობის წარმომადგენელთა სახით, თავიანთ მხარეზე ჰქონდათ ტორების სიმპათიები. ახლა მთავრობამ ნება დართო ინგლისური ლეგიონის დაქირავებაზე ესპანეთის კონსტიტუციური მთავრობის სამსახურში, რითაც თავის წინააღმდეგ გამოიწვია მთელი ქარიშხალი ოპოზიციის სკამებზე. 1837 წ. პრლამენტის სხდომები გაიხსნა ისევ კამათით ირლანდიური საქმეების შესახებ, და თუმცა კი როსელის მიერ შეთავაზებულმა კანონმა ღარიბების თაობაზე ირლანდიაში მიიღო უზარმაზარი უმრავლესობა ორივე პალატაში, სამაგიეროდ მით უფრო გააფთრებით გაჩაღებულ იქნა ბრძოლა საქალაქო და სამეათედო ბილების გამო ირლანდიისთვის. სწორედ იმ დროს, როდესაც პარტიების დაძაბულობამ მიაღწია თავის უმაღლეს წერტილს, 1837 წ. 19-დან 20 ივნისის ღამეს გარდაიცვალა მეფე ვილჰელმ IV, და ქარიშხალიც დროებით მიწყნარდა.

დედოფალ ვიქტორიას (იხ. ეს სახელი) ტახტზე ასვლასთან ერთად ინგლისის სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში დადგა ღრმა შინაგანი გარდაქმნების პერიოდი, რომლებმაც თანდათანობით შეცვალეს მისი ძველი არისტოკრატიული წყობილება თანამედროვე დემოკრატიზმის სულისკვეთებით. ახალი მეფობის პირველი წლები აღნიშნულ იქნა ე. წ. ჩარტისტების მოძრაობით (იხ. ეს სიტყვა), ხალხისთვის უმაღლეს და საშუალო კლასებთან ერთნაირი უფლებების მინიჭების სასარგებლოდ. ჩარტისტული მოძრაობა მომხრეებს ქირაობდა უპირატესად მუშათა კლასებს შორის მსხვილ სამრეწველო ქალაქებში და საბოლოოდ მიიღო ღია აჯანყების ხასიათი, რომელიც მხოლოდ სიმკაცრის ზომებით იქნა ჩახშობილი. ლორდ მელბურნის სამინისტროს 1841 წ. თავისი ადგილი უნდა დაეთმო რობერტ პილის კონსერვატიული კაბინეტისთვის. მაგრამ ყრუ უკმაყოფილებამ ე. წ. პურის კანონების წინააღმდეგ, რომლებიც მთელი თავიანთი სიმძიმით აწვებოდა მოსახლეობის ღარიბ ნაწილს, მიაღწია ისეთ ზომებს, რომ თვით კონსერვატორებსაც კი არ შეძლოთ უარი ეთქვათ ზოგიერთ დათმობაზე. პურის კანონები თავიდან შეამსუბუქეს, ხოლო შემდეგ კი საბოლოოდ გააუქმეს სახელგანთქმული „პურის კანონების წინააღმდეგ ლიგის“ ზეწოლით, რომელიც დაარსებული იყო ჯონ კობდენის მიერ და რომელსაც მხარს უჭერდნენ ლიბერალური პარტიის ყველაზე უფრო გამოჩენილი მოღვაწეები, სხვათა შორის ჯონ როსელიც. პურით ვაჭრობა გახდა თავისუფალი, და ინგლისელმა ხალხმა შეიძინა უფლება მოეკლა შიმშილი იაფი პურით. პილის მოქმედების ხასიათმა საკითხში პურის კანონების თაობაზე, აგრეთვე ამ კანონების გაუქმების შედეგად მოსალოდნელი დეფიციტის დასაფარავად მის მიერ შემოღებულმა შემოსავლიდან სამპროცენტიანმა გადასახადმა, რომელიც აწვებოდა უპირატესად შეძლებულ კლასებს, მოახდინეს განხეთქილება ტორებს შორის. აგრარულმა პარტიამ, რომელსაც წინამძღოლობდნენ დიზრაელი და ლორდი ბენტინკი, შეუერთდა რა ვიგებსა და რადიკალებს, დამარცხება მიაყენა პილს ირლანდიისთვის დამაწყნარებელი ბილის საკითხში.

ჯონ როსელის ახალმა სამინისტრომ (1846) კიდევ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა წინ ვაჭრობის თავისუფლების გზაზე. მან გახსნა ინგლისური ნავსადგურები ყველა ერის ხომალდებისთვის გამონაკლისების გარეშე, მოსპო სანავიგაციო შეზღუდვები, რომლებიც არსებობდა XVII ს.-დან, და საერთოდ გამოავლინა უეჭველი მზრუნველობა ხალხის დაბალი კლასების ინტერესებისადმი. ამას არცთუ მცირედ უწყობდა ხელს საშინელი შიმშილობა, რომელიც თავს დაატყდა ირლანდიას 1846 წ., და უმოსავლიანო წლების თანამიმდევრული რიგი ინგლისისა და შოტლანდიის ბევრ ადგილას. საგარეო პოლიტიკის სფეროში ინგლისი, დედოფალ ვიქტორიას მეფობის პირველ წლებში, ყველგან გამოდიოდა თითქოს და ბუნებრივ დამცველად ხალხთა უფლებებისა, რომლებსაც მაშინ ლახავდნენ ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში. შლეზვიგ-ჰოლშტინიის გამო გართულებაში მან დაიკავა უფრო სუსტი დანიის მხარე; იგი საიდუმლოდ მხარს უჭერდა რევოლუციურ მთავრობებს უნგრეთში, იტალიასა და განსაკუთრებით სიცილიაში, აღაგზნო რა თავის წინააღმდეგ მთელი რეაქციული მთავრობების სიძულვილი, რომლებმაც ინგლისური საგარეო პოლიტიკის მაშინდელი ხელმძღვანელი, ლორდი პალმერსტონი, მონათლეს ლორდ წამქეზებლის (ცეცხლის წამკიდებლის) სახელით. მაგრამ პალმერსტონის ლიბერალიზმს ოდნავადაც არ შეუშლია ხელი მისთვის, რათა პირველს ეღიარებინა ლუი-ნაპოლეონის მიერ საფრანგეთში მოწყობილი სახელმწიფო გადატრიალება, და საფრანგეთის იმპერატორთან მეგობრობა მიეყვანა ორივე სახელმწიფოს შორის ფორმალური კავშირის დამყარებამდე, რომელიც გამოიხატა მათი ერთობლივი მონაწილეობით ყირიმის ომში. ამ ომმა, როგორც ცნობილია, არც თუ ბევრი დაფნის ფოთოლი შემატა ინგლისის სამხედრო დიდების გვირგვინს, მაგრამ სასტიკი მოშლილობა მიაყენა მის ფინანსებს და დროში შეაჩერა საშინაო საგარდამქმნელო საქმიანობა. სეფაჰების მრისხანე აჯანყება ინდოეთში 1857 წ. იქცა საბაბად ე. წ. ოსტ-ინდოეთის კომპანიის საბოლოოდ გაუქმებისა და მსოფლიოში უდიდესი კოლონიის უშუალოდ ინგლისის მთავრობის ძალაუფლებისადმი დამორჩილებისთვის. ურთიერთშორის ომმა ამერიკაში ინგლისელი კონსრვატორების მხრიდან გამოიწვია მხურვალე სიმპათიის გამოვლენა მონათმფლობელური შტატებისადმი, რომელმაც ინგლისს არცთუ ცოტა თავსატეხი გაუჩინა, და რომელთა მოგვარებაც შესაძლებელი გახდა მხოლოდ 1972 წ. საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ ჟენევაში (იხ. ალაბამური საკითხი, I, 346). მან ასევე უფლება მისცა, რომ იგი ჩაეთრიათ აგრეთვე ყბადაღებულ მექსიკურ ექსპედიციაში, რომელიც ნაპოლეონმა წამოიწყო შეერთებული შტატების საზარალოდ, მაგრამ დროულად უკან დაიხია, ამოიცნო რა თავისი მოკავშირის ჭეშმარიტი ზრახვები. 1863 წ. ინგლისმა, გლადსტონის ინიციატივით, აღასრულა მაღალი საერთაშორისო სამართლიანობის აქტი, დაუბრუნა რა იონიის კუნძულები, რომლებიც მისი პროტექტორატის ქვეშ იმყოფებოდნენ 1815 წ.-დან, მათ უძველეს სამშობლოს, საბერძნეთს.

ამასობაში რეფორმის საქმე, თუმცა კი ნელა, მაგრამ მაინც მუდმივად წინ მიიწევდა და საბოლოოდ იზეიმა 1866 წ., როდესაც პალმერსტონის სიკვდილის შემდეგ, სამინისტროს მეთაური გახდა ჯონ როსელი, ხოლო წინამძღოლის როლი თემთა პალატაში გადავიდა გლადსტონთან. ჯერ კიდევ იმავე წელს გლადსტონმა შეიტანა ბილი საპარლამენტო რეფორმის შესახებ, რომელიც თავის თავში შეიცავდა დაბალი კლასების საარჩევნო უფლებების მნიშვნელოვან გაფართოებას. ეს ბილი უარყოფილ იქნა და სამინისტრო უნდა გადამდგარიყო. დერბი-დიზრაელის ახალი კონსერვატიული კაბინეტი პირველი ნაბიჯიდანვე დარწმუნდა პოლიტიკურ უფლებებზე ხალხში მომწიფებული მოთხოვნილების დაკმაყოფილების შემდგომი გადადების შეუძლებლობაში, და 1867 წ. დიზრაელიმ შესთავაზა რეფორმის თავისი საკუთარი პროექტი, იმაზე უფრო მეტად რადიკალურიც კი, ვიდრე იყო წინა წლის გლადსტონის ბილი, და ეს უკანასკნელი მიღებულ იქნა ორივე პალატის მიერ. ახალი საარჩევნო კანონის საფუძველზე ჩატარებულმა პირველმა არჩევნებმა მნიშვნელოვანი უპირატესობა მიანიჭა გლადსტონის პარტიას, რომელსაც დაავალეს კიდეც ახალი კაბინეტის შექმნა. გლადსტონის ამ პირველი კაბინეტის საქმიანობა აღინიშნებოდა მთელი რიგი უმაღლეს ხარისხად მნიშვნელოვანი რეფორმებით. 1869 წ. გააუქმეს ირლანდიის ეროვნული ეკლესია, რომლის შემოსავლებიც მიმართეს სკოლების მოსაწყობად; 1870 წ. გამოსცეს ახალი კანონი სახალხო განათლების შესახებ და მიიღეს ირლანდიის მიწის ბილი. 1871 წ. გააუქმეს დიპლომების გაყიდვა არმიაში, ხოლო 1872 წ. მიიღეს არჩევნებზე ხმების ფარულად მიცემის სისტემა. გლადსტონის ფინანსური ფოლიტიკა სრული აზრით იყო ბრწყინვალე, მაგრამ იგივეს თქმა არ შეიძლება მის საგარეო პოლიტიკაზეც. მან მშვიდად მისცა ნება, რათა აღსრულებულიყო საფრანგეთის განადგურება და იძულებული შეიქნა ეღიარებინა 1856 წ. პარიზის ტრაქტატის მუხლების ფაქტიური გაუქმება, რომლებითაც იზღუდებოდა რუსეთის უფლებები შავ ზღვაში. 1874 წ. განიცადა რა დამარცხება ირლანდიაში საუნივერსიტეტო განათლების საკითხში, გლადსტონმა დაითხოვა პარლამენტი, მაგრამ ახალი არჩევნების შემდეგ თავისი ადგილი უნდა დაეთმო ლორდ ბიკონსფილდისთვის (დიზრაელი).

ხელისუფლების ტორების სამინისტროში გადასვლასთან ერთად ინგლისი გამოვიდა უფრო მეტად გადამჭრელი (გაბედული) საგარეო პოლიტიკით და ამის შემდეგ მალევე გაჩაღებულ რუსეთ-თურქეთის ომში დაიჭირა თურქების მხარე. შინაგან საკანონმდებლო სამუშაოებზე კონსერვატიული სამინისტროს მმართველობის მთელი დროის მანძილზე არც კი ყოფილა ლაპარაკი. ბიკონსფილდის ბრწყინვალე წარმატება ბერლინის კონგრესზე, დედოფალ ვიქტორიას გამოცხადება ინდოეთის იმპერატრიცად, ბრწყინვალე მდგომარეობა, რომელიც ინგლისმა დაიკავა ეგვიპტეში, სუეცის არხის აქციების უმეტესობის მის ხელში გადასვლის შედეგად, კვიპროსის შემოერთება, აფრიკული ექსპედიცია ზულუსების წინააღმდეგ, _ ყოველივე ეს სასიამოვნოდ უღიტინებდა ინგლისური ერის გარკვეული ნაწილის შოვინისტურ ინსტინქტებს და ამუხრუჭებდა მისი განვითარების მშვიდობიან მსვლელობას. მაგრამ ქვეყნის შიგნით ტორების მთავრობას ბრძოლა უხდებოდა სულ უფრო და უფრო ახალ სიძნელეებთან. პარნელის მიერ დაფუძნებულმა ირლანდიის მიწის ლიგამ თავის ამოცანად დაისახა მსხვილი მიწათმფლობელობის სრულებით მოსპობა და მისი შცვლა გლეხური მეურნეობით. უკმაყოფილებამ შეაღწია ასევე შოტლანდიასა და ინგლისშიც, სადაც ტორების კაბინეტს, უმთავრესად, ბრალად უყენებდნენ იმას, რომ, მსხვერპლად სწირავს რა ხალხის მონაპოვარს გარეგნული ბრწყინვალების გულისთვის, იგი ყრუდ რჩება მოსახლეობის ყველაზე უფრო დაბეჯითებული საჭიროებებისადმი. თავის ძალაში დარწმუნებულმა ბიკონსფილდმა დაითხოვა პარლამენტი; მაგრამ, ყველას გასაოცრად, ახალმა არჩევნებმა ბრწყინვალე გამარჯვება მოუტანა ლიბერალებს. თვით ირლანდიის ავტონომიის მომხრეებმაც კი (ჰომრულერებმა) მიიღეს 60 ხმა. ბიკონსფილდს ადგილი უნდა დაეთმო გლადსტონისთვის და ინგლისში განახლდა შეწყვეტილი საკანონმდებლო მუშაობა.

1881 წ. გლადსტონმა გაიტანა ახალი მიწის კანონი ირლანდიისთვის. 1884 წ. მიიღეს ახალი საარჩევნო რეფორმა, რომლის წყალობითაც ბრიტანელი ამომრჩევლების რიცხვი გაიზარდა თითქმის ორჯერ. ლიბერალური კაბინეტი ნაკლებად ბედნირი აღმოჩნდა საგარეო საქმეებში. ეგვიპტის აჯანყება არაბი-ფაშას ხელმძღვანელობით, თუმცა კი დაწყნარებულ იქნა, მაგრამ მთელი სუდანი ჩავარდა მაჰდისტების ძალაუფლების ქვეშ. ამ წარუმატებლობებმა დაასუსტა გლადსტონის გავლენა და მას ხელისუფლება უნდა დაეთმო ლორდ სალისბერის ტორების სამინისტროსთვის. ახალი სამინისტროს ხანმოკლე მმართველობა აღინიშნა ბირმის იმპერიის ინგლისთან შეერთებით. 1885 წ. არჩევნებზე, რომელიც მიმდინრეობდა ახალი კანონის საფუძველზე, გლადსტონის პარტიამ გაიმარჯვა და მის მიერ ჩამოყალიბებულ ახალ კაბინეტში შევიდა ბევრი რადიკალური ელემენტი. იმ გადამწყვეტი მნიშვნელობის გათვალისწინებით, რომელიც პარლამენტის სახეზე არსებულ შემადგენლობაში შეიძინეს ირლანდიის ავტონომიის წარმომადგენლებმა, გლადსტონი დაუყოვნებლივ გამოვიდა ორი კანონით, რომელთაც მიზნად ჰქონდათ ირლანდიაში მშვიდობის დამყარება. პირველი კანონით ნავარაუდევი იყო სახელმწიფო გამომსყიდველობითი ოპერაციის მეშვეობით ირლანდიური მიწათმფლობელობა გადაექციათ თავისუფალ საგლეხო საკუთრებად, ხოლო მეორეთი _ ებოძებინათ ირლანდიისთვის დამოუკიდებელი მთავრობა და განსაკუთრებული ადგილობრივი პარლამენტი. უკანასკნელმა პროექტმა აღაგზნო ძლიერი ოპოზიცია ქვეყანაში და საქმე მიიყვანა განხეთქილებამდე თავად გლადსტონის პარტიის წიაღშიც. მისი სამინისტრო დაეცა 1885 წ. 9 ივნისს. სალისბერის კონსერვატიული კაბინეტი რჩება ხელისუფლებაში აქამდეც და საგარეო პოლიტიკის საქმეებში უცვლელად მიდის ბიკონსფილდის კვალდაკვალ. მისი საშინაო საქმიანობის მთავარ აქტად აღიარებულ უნდა იქნას 1889 წ. გამოცემული ახალი კანონი საგრაფოების მოწყობის შესახებ, რომლმაც ინგლისურ თვითმმართველობას მისცა უფრო ვრცელი საარჩევნო საფუძველი.

წერილი მომზადებულია ბროქჰაუზ–ეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონის /ლაიფციფი _ სანკტ–პეტერბურგი/ მასალებიდან; კონკრეტული საკითხების გამო ტექსტში აღნიშნული მითითებანი გულისხმობს ამავე ენციკლოპედიური ლექსიკონის ტომებში გამოქვეყნებული შესაბამისი წერილების დამატებით გაცნობას)

ავტორის სახელი გასარკვევია

Комментариев нет:

Отправить комментарий