понедельник, 28 октября 2019 г.

განათლების კერები შუა საუკუნეებში


განათლების კერები შუა საუკუნეებში
პირველი უნივერსიტეტი არაბულ-მუსლიმურ  სამყაროში შეიქმნა X საუკუნეში , ჩრდილო აფრიკის ტერიტორიაზე: პირველი -მაროკოს ქალაქ  ფესში (ამ ქალაქის  სახელი ჰქვია მამაკაცის ქუდს, რომელიც აზიაში , განსაკუთრებით თურქეთშია გავრცელებული); ხოლო მომდევნო -ეგვიპტის ქალაქ კაიროში. მოგვიანებით უნივერსიტეტი ჩამოყალიბდა არაბთა მიერ დაპყრობილ ესპანეთის ტერიტორიაზე, ქალაქ კორდოვაში;
შუა საუკუნეების ქრისტიანულ სამყაროში ბიზანტიის იმპერია ყველაზე მაღალი განათლებისა და კულტურის ქვეყანა იყო. აქ ძველი ბერძნული სკოლის მდიდარ ტრადიციებს დაეფუძნა ახალი ქრისტიანული სწავლება.

Blue Gate in Fes.jpg
    













1257 წელს პარიზის ერთ-ერთ უბანში , რომელიც ლათინური კვარტლის  სახელით არის ცნობილი და რომელსაც სტუდენტების სამფლობელოს უწოდებენ, მეფე ლუი  IX -ის მოძღვარმა, რობერ დე სორბონმა(1201-1274) დაარსა  ღვთისმეტყველების სკოლა. ასევე აშენდა  საერთო საცხოვრებელი  მასწავლებლებისა და სტუდენტებისთვის. დღეს სორბონის  უნივერსიტეტი მსოფლიოს  ერთ-ერთი  უმსხვილესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრია. იგი აერთიანებს 13 უნივერსიტეტს.
       

იმპერატორმა კონსტანტინე მონომახმა (1042-1054)  კონსტანტინოპოლში 1044-1047 წლებში დაარსა უმაღლესი  სასწავლებელი-მანგანის აკადემია. აქ  მოღვაწეობდნენ საუკეთესო ბიზანტიელი მეცნიერები, ფილოსოფოსები  და ღვთისმეტყველები. მანგანის უნივერსიტეტის მსგავსი პროგრამით ასწავლიდნენ გელათის აკადემიაში, რომელიც დავით აღმაშენებელმა დაარსა  და  პედაგოგებად მოიწვია დიდი ქართველი  მოაზროვნეები-არსენ იყალთოელი და იოანე პეტრიწი.



აბასიანების ეპოქის  დროინდელი ხალიფა მუსთანსირის მედრესე( 1226-1242წ) მუსლიმური აღმოსავლეთის  მთავარი  და უმსხვილესი  უნივერსიტეტი იყო, რომელსაც თანამედროვენი შემდეგი სიტყვებით ამკობდნენ: „მისი სიდიადე და სახელი ენით აუწერელია“  სასწავლებელი გამოირჩეოდა რვაათასტომიანი ბიბლიოთეკით, აბანოებით, ჰოსპიტლითა და აფთიაქით. აქ ისწავლებოდა: არაბული ენა, გრამატიკა, ლიტერატურა, არითმეტიკა, ალგებრა, გეომეტრია, რიტორიკა, მედიცინა, ფარმაკოლოგია დაზოოლოგია;
აბასიანების ეპოქის  დროინდელი ხალიფა მუსთანსირის მედრესე(-ის სურათის შედეგი
 
იტალიის ქალაქ ბოლონიაში 1088წ. სამართალმცოდნეობის სკოლის ბაზაზე ჩამოყალიბდა ევროპაში პირველი სამართლის უნივერსიტეტი, რომელმაც ეს სტატუსი 11568 წელს მიიღო.
შუა საუკუნეებში ევროპის  უნივერსიტეტები ძირითადად იქმნებოდა მოწაფეების ჯგუფებისგან, რომლებსაც სურდათ მასწავლებლის  ლექციის მოსმენა. მალე დაიწყეს სპეციალური შენობების აგება, რომლებშიც სტუდენტები ლექციებს ესწრებოდნენ და ცხოვრობდნენ კიდეც                
 ბოლონიის უნივერსიტეტი-ის სურათის შედეგი








Комментариев нет:

Отправить комментарий