понедельник, 28 мая 2018 г.

შუამდინარეთი




იპოვე ტექსტში არსებული 7  შეცდომა, გახაზე ისინი და იქვე დაწერე საჭირო სიტყვა.

 შუამდინარეთი ცნობილია, როგორც უძველესი ცივილიზაციის აკვანი.
 ძველმა ეგვიპტელებმა ამ რეგიონს მესოპოტამია უწოდეს.
 შუამდინარეთი ნილოსსა და ევფრატს შორის მდებარეობს.
უძველეს დროში მოსავლის მოყვანა მდინარეთა ადიდებაზე იყო დამოკიდებული.
ადიდებული მდინარეების მიერ ჩამოტანილი შლამი ნიადაგს ანოყიერებდა, რომელზეც მოჰყავდათ ხორბალი, სელი, მუხუდო.
ყველაზე მოსავლიანი ტერიტორია  სპარსეთის ყურესა და  შავ ზღვას შორის მდებარე „ნაყოფიერი ნახევარმთვარე“ იყო. 
მესოპოტამიის უძველესი მცხოვრებლები იყვნენ ასურელები.
 მათ პირველებმა მოაშინაურეს ხარი, გამოიგონეს გუთანი და კავი.
 მიწების სარწყავად მათ შექმნეს არხებისა და დამბების სისტემა.
ასევე ტვირთის ადვილად გადასაზიდად  გამოიგონეს ბორბალი და აფრა.
ამავე ხალხს ეკუთვნის თვლის 10-ობითი სისტემისა და  მზის კალენდარი შექმნა.
  ძვ. წ. IV ათასწლეულში შუამდინარეთში წარმოიშვა  ქალაქ-სახელმწიფოები, რომლებიც მოგვიანებით  ელამის მეფემ სარგონმა გააერთიანა.
საუკუნეების  განმავლობაში ეს სახელმწიფო ხან ძლიერდებოდა, ხანაც სუსტებოდა.
საბოლოოდ ის განადგურდა და ახლა ეს ტერიტორიები  ირანის სახელმწიფოს შემადგენლობაშია მოქცეული.


1 комментарий: