понедельник, 28 мая 2018 г.

                                                           ასურეთის რუკა 
ასურეთი დაახლ. ძვ.წ. 700წელს



ასურეთმა აღზევებისა და დაცემის პერიოდები გაიარა. ყველაზე მეტ ძლიერებას მან  ძვ.წ.  IX-VII საუკუნეებში მიარწია.



მეფე აშურბანიფალ II-მ მიიღო გადაწყვეტილება შეექმნა უფრო მრავალრიცხოვანი რეგულარული არმია. მისი მეფობის დროს ასურეთის ჯარში უფრო მძიმე საბრძოლო ეტლები და ცხენოსნები გაჩნდნენ. შემდეგმა მეფემ, ტიგლათფალასარ III-მ სამხედრო რეფორმები გააგრძელა და ჩვეულებრივ სახაზო ჯარში თავისი რეგულარული, კარგად აღჭურვილი და შეაბჯრული მცველთა რაზმები შეურია. მცველთა ელიტარული რაზმები ახალა უკვე სახაზო ჯარში იბრძოდნენ დანარჩენ მებრძოლებთან ერთად. ერთი მხრივ მეფემ ამ რეფორმით შექმნა სამხედრო მანქანა რითაც შორეულ ექსპანსიებსაც განახორციელებდა, მაგრამ სამაგიეროდ ახლა სხვა არისტოკრატებისგან აღარ განსხვავდებოდა ელიტარული და მრავალრიცხოვანი დაცვით.



აშურბანიფალის გამოსახულება ასურულ რელიეფზე


ტიგლათფალასარ III







მეფე სინაქერიბის გვარდიის მეომრების გამოსახულება ასურულ რელიეფზე




სარგონ II-ს მხედრები ძვ.წ. 714 წელს ურარტუში ლაშქრობისას 




ტიგლათფალასარ III-ისა და მისი მემკვიდრის სარგონ II-ის დროს ასურეთის ბურჯი რეგულარული და კარგად აღჭურვილი არმია იყო, რომელსაც მეფის უფროსი ვაჟი, ვაზირი ან მეფის დანიშნული მხედართმთავარი მეთაურობდა. არმია ფრთებად იყოფოდა, თითოეულ ფრთაში 15000 მეომარი შედიოდა. თითოეულ ფლანგს მეფის დანიშნული სარდალი მეთაურობდა. ფრთა რაზმებად იყოფოდა რომლებშიც 50-დან-200-მდე ჯარისკაცი შედიოდა. რაზმებს თავისი მეთაურები ჰყავდა, რომლებიც შეიარაღებულები იყვნენ მეთაურის კვერთხებით, რომელიც მათ სტატუსსაც აღნიშნავდა და საბრძოლოდაც იხმარებოდა. ასევე მეთაურის მუზარადზე იყო განმასხვავებელი ნიშანი. ყველა ასურელების მიერ დაპყრობილი ხალხი ვალდებული იყო მეომართა გარკვეული რაოდენობა გაეგზავნა მეფის ჯარისთვის. მოკავშირეთა რაზმები ასურეთის არმიის განუყოფელი ნაწილი იყო. 



ასურელები სწრაფად და მოხერხებულად ახერხებდნენ მტრის ქალაქების აღებას, რადგან საალყო მანქანები ჰქონდათ. ისინი იყენებდნენ საალყო კოშკს და ტარანს. საალყო კოშკი 4-დან 6-მეტრამდე სიმაღლისა იყო, გარშემო კი ზოგჯერ ისეთი მასალით ფარავდნენ რასაც ცეცხლი ძნელად ეკიდებოდა. ხშირად ასურელი მეფეები ქალაქების აღებაში პირადად მონაწილეობდნენ, ისინი ისრებს ესროდნენ მტრებს, თვითონ კი დიდი ფარებით შეიარაღებული მეომრებით იყვნენ დაცული.








1 комментарий:

  1. ძველი ცივილიზაცია, ყოველთვის ყურადღებით ვკითხულობ შენს სტატიებს!

    ОтветитьУдалить