четверг, 24 ноября 2022 г.

 გაეცანი ინფორმაციას და შეასრულე დავალება (XI კლ)


თურქული მოდგმის ხალხები

თურქული მოდგმის ხალხები (მათ თურქულენოვან ხალხებსაც უწოდებენ, ვინაიდან  მათი ენები საერთო ენობრივ  ჯგუფს  ეკუთვნის) განსახლებული იყვნენ თანამედროვე  ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ აზიის ვრცელ ტერიტორიაზე. ისინი ძირითადად  მომთაბარე მესაქონლეობას ეწეოდნენ . შუა საუკუნეების დასაწყისიდან  ისინი  თანდათანობით დაიძრნენ დასავლეთისაკენ ;  დასახლდნენ ვოლგისპირეთის, ჩრდილოეთ კავკასიის , ირანისა და თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე.

ძველ დროში კარგად იყო ცნობილი თურქული ტომები - ჰუნები, პაჭანიკები, ყივჩაღები, ბოლღარები, ხაზარები და ა.შ.     

სელჩუკთა იმპერია   სწორედ ცენტრალური აზიიდან წამოსული თურქების მიერ იყო შექმნილი. 1299 წელს თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე საფუძველი ჩაეყარა ოსმალეთის სახელმწიფოს, რომელიც შემდგომ უზარმაზარ იმპერიად გადაიქცა-- მასში შედიოდა ახლო აღმოსავლეთის, სამხრეთ ევროპისა და ჩრდილოეთ აფრიკის დიდი ნაწილი. ოსმალეთის იმპერია თანდათანობით დასუსტდა და 1923 წელს საერთოდ გაუქმდა.

დღეს თურქული მოდგმის ხალხები მოსახლეობის  უმრავლესობას  წარმოადგენენ თურქეთში, აზერბაიჯანში, თურქმენეთში, უზბეკეთში, ყაზახეთში, ყირგიზეთში.  მათი მრავალრიცხოვანი თემები არსებობს რუსეთში, ჩინეთში, ირანში, ევროპაში (გერმანიაში), აშშ-ში და სხვ.

 დავალება:

რუკაზე მიაწერეთ  იმ სახელმწიფოების სახელები, რომლებშიც თურქული მოდგმის ხალხები  დღეს მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენენ



Комментариев нет:

Отправить комментарий