კონფუცი ქრისტეშობამდე 551 წელს ჩუნციუს პერიოდში, ქალაქ ციუიფუს მახლობლად დაიბადა ადრეული ჟამთაღმწერები მოგვითხრობენ რომ ის დაიბადა ღარიბ თუმცა კეთილშობილ ოჯახში.
ნაწყვეტი
წიგნიდან „ნამყო და ნააზრევი’’, შედგენილი კონფუცის მოსწაავლეების მიერ
მოძღვარმა თქვა:
„თუ ხალხს უხელმძღვანელებ კანონებითა და წესრიგს დაიცავ სადამსჯელო მეთოდების
დახმარებით, მაშინ ხალხი შეეცდება სასჯელის თავიდან აცილებას და ამასთან არ ექნება
სირცხვილის გრძნობა. და თუკი ხალხს უხელმძღვანელებ სათნოებით, ხოლო წესრიგს დაიცავ
რიტუალის საშუალებით, ხალხს შეაწუხებს სირცხვილის გრძნობა და ის გამოსწორდება’’...
მოწაფე ძი ჯანმა ჰკითხა მოძღვარს სახელმწიფოს მართვის
შესახებ. მოძღვარმა უპასუხა: „სახელმწიფოში საკმარისად უნდა იყოს საკვები, საკმარისად
უნდა იყოს იარაღი და ხალხს უნდა სჯეროდეს მმართველის.’’
ძი ჯანმა ჰკითხა: „თქვენს
მიერ ჩამოთვლილი საგნებიდან, თუ ამის უკიდურესი აუცილებლობა წარმოიშვება, პირველ რიგში
რომელზე შეიძლება უარის თქმა, თუ კი ამის აუცილებლობა აღმოცენდება?’’ მოძღვერმა უპასუხა:
„ შეიძლება საკვებზე უარის თქმა. უძველესი დროიდან მოყოლებული, ჯერ კიდევ ვერავით შეძლო
სიკვდილის თავიდან აცილება. მაგრამ ხალხის ნდობის გარეშე სახელმწიფოს გაძლება არ
შეუძლია.’’
მოძღვარმა თქვა: „თუ მათი პირადი საქციელი (ვინც
ზემოთ დგას) სწორია, საქმეები მიდის, თუმცა არავინ ბრძანებას არ იძლევა. თუ კი მათი
პირადი საქციელი, ვინც (მაღლა დგას), არასწორია, მიუხედავად ბრძანების გაცემისა, ხალხი
მას არ დაემორჩილება.
ვიღაცამ იკითხა: სწორია თუ არა, რომ ბოროტებას
სიკეთით უპასუხო? მოძღვარმა უპასუხა: „როგორ შეიძლება ბოროტებას სიკეთით უპასუხო? ბოროტებას
პასუხობენ სამართლიანობით. სიკეთეს კი სიკეთით პასუხობენ.’’
მოძღვარმა
თქვა: „მიზანმიმართული ადამიანი და კაცთმოყვარე ადამიანი მიდიან სიკვდილზე, თუ კაცთმოყვარეობას
ზიანს აყენებენ, ისინი მსხვერპლად სწირავენ საკუთარ სიცოცხლეს, მაგრამ უარს არ ამბობენ
კაცთმოყვარეობაზე’’.
რა ჭკვიანი იყო.. მადლობა, დეა
ОтветитьУдалитьსაინტერესოა - პიროვნება და საზოგადოება!
ОтветитьУдалитьსახელმწიფო და საზოგადოება კონფუცის მოძღვრებაში, ძალიან საინტერესოა, მადლობა დეა
ОтветитьУдалить