ალექსანდრე ამილახვარი (1750-1802)
1765 წლის აჯანყებაში მამასთან, დიმიტრი ამილახვართან ერთად მონაწილეობდა 15 წლის ალექსანდრე ამილახვარი. სასჯელის სახით მას ცხვირი მოაჭრეს და ფეხის ძარღვი გადაუჭრეს, რის გამოც სამუდამოდ დაკოჭლდა. 1771წელს იგი პატიმრობიდან გაიპარა და რუსეთში გადაიხვეწა. 1783 წელს ერეკლეს თხოვნით რუსეთის მთავრობამ დააპატიმრა და ვიბორგის ციხეში ჩასვა. 1801 წელს ამინისტიით გათავისუფლებული გამოემგზავრა საქართველოსკენ, მაგრამ გზაში გარდაიცვალა. 1779 წელს პეტერბურგში გამოიცა მისი „გეორგიანული ისტორია“. ავტორი საკუთარ თავგადასავალს აღწერს და XVIII საუკუნის მეორე ნახევრის საქართველოს ვითარებას ეხება . მისთვის მიუღებელი იყო ერეკლე II-ის ცენტრალიზებული მმართველობა. მასვე ეკუთვნის პოლიტიკურ-ფილოსოფიური ნაშრომი „ბრძენი აღმოსავლეთისა“, რომელიც ავტორმა იმერეთის მეფე სოლომონ პირველს მიუძღვნა. ალ. ამილახვარი ამტკიცებდა, რომ სახელმწფოს უნდა მართავდეს გონიერი და ჰუმანური მმართველი, რომელიც აღწვის თავისი ქვეყნის მოსახლეობისთვის. მეფე უნდა ზრუნავდეს გლეხების მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ვაჭართა გაძლიერებაზე. ეკლესია უნდა ჩამოშორდეს სახელმწიფო მმართველობას. ყველა სოციალურ ფენას თავისი ფუნქცია აქვს, მაგრამ ყველანი თანასწორნი არიან .
იგი წინააღმდეგია სიკვდილით დასჯის, სახელმწიფოს წინსვლის ერთ-ერთ პირობად განათლებას მიიჩნევს. სახელმწიფო უნდა იმართებოდეს დროისა და მდგომარეობის მოთხოვნილების, ხალხის ზნე-ჩვეულებების, ბუნებრივი კანონებისა და თავისებურებების საფუძველზე

ალექსანდრე დიმიტრის ძე ამილახვარი |
ამილახვრები ძლიერ ფეოდალთა წრეს განეკუთვნებოდნენ, მათი არქივები ისტორიისთვის და არა მარტო ისტორიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია
ОтветитьУдалить