რუსეთ - იაპონიის ომი 1904-05
მიზეზები:
Ø
რუსეთის გაფართოება აღმოსავლეთით;
Ø
ლიაოდონის ნახევარკუნძულის ანექსია, რომელიც მანამდე აიღო იაპონიამ. ამან გამოიწვია სამხედრო რეფორმა და იაპონიის მილიტარიზაცია;
Ø
რუსეთის ეკონომიკური
ექსპანსია მანჯურიაში;
Ø
1904
წელს იაპონიამ რუსეთისგან მანჯურიის დემილიტარიზაცია მოითხოვა;
Ø
რუსეთს ჭირდებოდა პორტ-არტურის პორტი ჩინეთში თავისი
სამხედრო ბაზებისთვის ;
Ø
კორეა,
რომელზეც ორივე სახელმწიფო ცდილობდა გავლენის გავრცელებას;
მუცუჰიტოს გამგებლობის პერიოდს 1868 წლიდან ეწოდება მეიძი. იაპონიის პირველი იმპერატორი სიოგუნატის დამხობის შემდეგ მეიძი ისინის პერიოდია. 1852 წელს, მისი დაბადების დროს იაპონია იზოლირებული, ჩამორჩენილი, ტექნოლოგიურად განუვითარებელი, ფეოდალური სახელმწიფო იყო, რომელსაც ტოკუგავას სოიგუნები და დაიმოები მართავდნენ. დაიმოები მსხვილი ფეოდალები იყვნენ, ისინი მართავდნენ იაპონიის 250 დეცენტრალიზებულ ოლქს. მუცუჰიტოს გარდაცვალებამდე იაპონიამ გაიარა სოციალური, პოლიტიკური და ინდუსტრიული რევოლუციიის პერიოდი და მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს სახელმწიფოდ იქცა.
ამრიგად, იაპონიაში მოდერნიზაციის პერიოდი დაიწყო, იგივე მეიძის რესტავრაცია. იმავე წელს შეიქმნა საზღვაო ფლოტი, რომლითაც წყნარ ოკეანეში იაპონია გავლენის გავრცელებას აპირებდა. იაპონიამ ხელშეკრულება გააფორმა დიდ ბრიტანეთთან და ახალი ტექნიკით აღჭურვა არმია. არმიის სათავეში ყოფილი ნაციონალისტი სამურაები მოექცნენ , რომელთა სამხედრო მისწრაფება იყო წყნარი ოკეანის აუზში გაბატონება. ( 1895 -ჩინეთი, 1905 წ-რუსეთი, 1910 წ-კორეა)
იგივე სურდა რუსეთის იმპერიასაც. 1860 წელს რუსებმა ვლადივოსტოკი ჩაიგდეს ხელში, რომელიც საზღვაო ბაზად აქციეს და რკინიგზაც გაიყვანეს მოსკოვიდან ვლადივოსტოკამდე.
XIX ს. ბოლოს კორეა იაპონიის გავლენის სფეროდ იქცა. მისი მეზობელი ლიაოდონის ნახევარკუნძული პორტ–არტურით კი უშუალოდ შეიერთა. იაპონიის ძალაუფლება მკვეთრად განმტკიცდა ყვითელ ზღვაზე. რუსეთი ამის ატანას არ აპირებდა. ეს უკანასკნელებიც ომით დაემუქრნენ იაპონიას. რუსულმა საბრძოლო გემმა ლიაოდონის ნ.კუნძული დაიკავა. იმის გამო, რომ იაპონიას ძლიერი საბრძოლო გემები ჯერ არ გააჩნდა, იძულებული გახდა დათმობაზე წასულიყო. შეუარცხყოფილ იაპონიაში რუსეთის მიმართ რევანშისტული დამოკიდებულება გაღვივდა. რუსეთმა სამხედრო ძალების რაოდენობა გაზარდა მანჯურიის რეგიონში. იაპონიის გარდა ევროპის ქვეყნებსაც არ მოსწონდათ რუსეთის გააქტიურება აზიაში,
1904 წელს იაპონიამ რუსეთისგან მანჯურიის დემილიტარიზაცია მოითხოვა. რუსეთმა უარი თქვა და იაპონიამაც გაწყვიტა მასთან დიპლომატიური ურთიერთობა. ნიკოლოზ მეორემ ადმირალ სტარკს უბრძანა, რომ არ დაეწყოთ ომი, რათა იაპონია აგრესორად გამოჩენილიყო. 8 თებერვალს იაპონიამ რუსეთს ომი გამოუცხადა. იაპონური ფლოტი ადმირალ ტოგოს მეთაურობით პორტ–არტურისკენ დაიძრა. მცირე შეტაკების შემდეგ იაპონელებმა პორტ–არტური ბლოკადაში მოაქციეს.
იაპონიის ორმა ხომალდმა ლიაოდონის ნ.კუნძულს სამხრეთ–დასავლეთიდან შემოუარა და პორტ–არტურის დაბომბვა დაიწყო. ჩრდილოეთიდან კი იაპონელების სახმელეთო ძალები მოიწევდნენ. ამასობაში ტოგომ რუსებს რამდენიმე ხომალდი ჩაუძირა, რომლის დროსაც ადმირალი მაკაროვი დაიღუპა.
1905 წლის 2 იანვარს ქალაქი ვლადივოსტოკი დაეცა და რუსული ფლოტის უმეტესობა განადგურდა.
ცოტა ხნით ადრე ბალტიისა და შავი ზღვის რუსული ფლოტები წამოვიდნენ საშველად. მათი მიზანი იყო ვლადივოსტოკში მისულიყვნენ ცუშიმას სრუტის გავლით, რომელიც კორეასა და იაპონიას შორის მდებარეობს. 26 მაისის ღამეს რუსულმა ფლოტმა სრუტის გავლა სცადა, მაგრამ იაპონელებმა შეამჩნიეს და წინ გადაეღობნენ რუსებს. სასტიკი ბრძოლის შემდეგ რუსული ფლოტის ნარჩენები დანებდნენ. ცუშიმას ბრძოლით დასრულდა რუსულ–იაპონური ომი იაპონელთა სასარგებლოდ, რომელმაც შეარყია რუსეთის იმპერიის პრესტიჟი, რასაც მალე რევოლუციაც მოჰყვა. იაპონიამ კი გაიმყარა თავისი ძალაუფლება აღმოსავლეთ აზიასა და წყნარ ოკეანეში.
1905 წლის 9 აგვისტოს დაიწყო საზავო მოლაპარაკება აშშ-ის ქალაქ პორტსმუთში. რუსეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა გრაფი ვიტე. მოლაპარაკებები დასრულდა 5 სექტემბერს და გაფორმდა ზავი.
ზავის პირობები:
ა) რუსეთის იმპერიამ სცნო კორეა იაპონიის გავლენის სფეროდ;
ბ) გადასცა მას პორტ-არტური და კუნძულ სახალინის სამხრეთი ნაწილი;
გ) უარი თქვა რუსეთმა მანჯურიაზე და კურილიის
კუნძულებზე.
Ø რუსეთის მარცხის მიზეზები:
რუსეთის იმპერიის დამარცხების მიზეზები იყო ცუდი სარდლობა, რუსეთის ტექნოლოგიური ჩამორჩენილობა, ხალხში ომის არაპოპულარობა, არმიის ცუდი მომზადება. დამარცხების გამო რუსეთის არმიაში გატარდა რეფორმები. ომში დამარცხებამ გამოიწვია რევოლუცია 1905-1907 წლებში.
შედეგები:
რუსეთ-იაპონიის ომმა უდიდესი საერთაშორისო მნიშვნელობა შეიძინა, რადგან ეს იყო თანამედროვე ეპოქის პირველი ყოვლისმომცველი ომი, რომლის დროსაც არაევროპულმა ძალამ დაამარცხა ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ძალა. შედეგად რუსეთის იმპერიამ დაკარგა პრესტიჟი.